მემორანდუმი ურთიერთგაგების შესახებ საქართველოსა და კორპორაცია „იტოჩუ“–ს შორის
მიღების თარიღი 11.09.1997
ძალაში შესვლა 11.09.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000067
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 31/12/1997
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სახელით ნიკოლოზ ლეკიშვილი სახელმწიფო მინისტრი | კორპორაცია „იტოჩუს“ სახელით მინორუ მუროფუში პრეზიდენტი |
დოკუმენტის ტექსტი
მემორანდუმი ურთიერთგაგების შესახებ საქართველოსა და კორპორაცია „იტოჩუ“–ს შორის
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:63.0pt 55.3pt 81.0pt 58.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
მემორანდუმი
ურთიერთგაგების შესახებ საქართველოსა და კორპორაცია „იტოჩუს“ შორის
თბილისი, 11 სექტემბერი 1997წ.
საქართველო, შემდგომში წოდებული „საქართველოს მხარე“ და კორპორაცია „იტოჩუ“, შემდგომში წოდებული „იტოჩუ“, ხოლო ორივე ერთად წოდებული „მხარეები“:
სუფსის რეგიონის სამრეწველო-სატრანზიტო ზონის განვითარებისა და ბაქოდან სუფსის ტერმინალამდე ნავთობის ტრანსპორტირებისაგან მიღებული შემოსავლების გაზრდის მიზნით, სასურველია სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა (შემდგომში წოდებული „სუფსისის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი“); ითვალისწინებენ რა იმ გარემოებას, რომ „სუფსისის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი“ უნდა განვითარდეს, როგორც ურთიერთსასარგებლო პროექტი, რომელშიც „საქართველოს მხარე“ წარმოდგენილი იქნება საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის, შემდგომშრი „სნსკ“, სახით.
„იტოჩუ“ დიდად დაინტერესებულია სუფსისის „ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის პროექტის“ განხორციელებით.
ამ მიზნით სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (Feasibility Study) მომზადების დაჩქარებისათვის „იტოჩუმ“ „სნსკ“-ს ხელშეწყობით შეადგინა წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება (Preminary Feasibility Study, შემდგომში (Pre-F/s), რომელსაც წარუდგენს საქართველოს მხარეს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, „სუფსისის ნავთობგადამამუშაებელი კომპლექსის“ პროექტის ერთობლივი რეალიზაციის მიზნით, „საქართველოს მხარე“ და „იტოჩუ“ შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (Pre-F/s) შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, „მხარეები“, კომერციული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, აუცილებელი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების დასაჩქარებლად იმოქმედებენ. ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შესაბამისად:
ა) „საქართველოს მხარე“ შეისწავლის აღნიშნულ წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (Pre-F/s)მასალებს და აცნობებს „იტოჩუს“ თავის მოსაზრებებს, მათ შორის, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრისა და დანადგარების კონფიგურაციის შესახებ (როგორც პროექტის განხორციელების პირველი ეტაპი) აღნიშნული წინასწაერი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, (Pre-F/s)-ი ს წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში;
ბ) ორივე მხარე თანახმაა, რომ აღნიშნული წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, (Pre-F/s)-ის, მოწონების შემთხვევაში, თუ პროექტის განხორციელება დაეფუძნება მის შედეგებს, „საქართველოს მხარე“ გამოაცხადებს ამ პროექტს პრიორიტეტულად სუფსის კომპლექსში და ხელს შეუწყობს მის რეალიზაციას;
გ) „მხარეები“ ითანამშრომლებენ სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისათვის (Feasibility Study) საჭირო აუცილებელი დავალებების, პირობების ნუსხისა და სხვა სპეციალური საკითხების მომზადებაში, მათ შორის, ფინანსურის, რომლებიც დააკმაყოფილებენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნებს და პირობებს და არ შევლენ მათთან წინააღმდეგობაში;
დ) მხარეები ითანამშრომლებენ კონტრაქტის მომზადებაში, რომელიც დამოკიდებული იქნება სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (Feasibility Study) შედეგებზე.
2. სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (Feasibility Study) დასრულების შემდეგ (რომელსაც მხარეები ვარაუდობენ 12 თვის ვადაში) და, თანახმად ამ მემორანდუმის 1 თავისა და „საქართველოს მხარის“ მიერ სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მიღების შემთხვევაში „საქართველოს მხარე“ განსაზღვრავს „იტოჩუს“, როგორც „სუფსის ნავთოგადამამუშავებელი ქარხნის“ პროექტის ექსკულზიურ კონტრაქტორს.
ეს მემორანდუმი შედგენილია ინგლისურ და ქართულ ენებზე და ორივე ტექსტი იდენტურია. ტექსტებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს სახელით
ნიკოლოზ ლეკიშვილი
სახელმწიფო მინისტრი
კორპორაცია „იტოჩუს“ სახელით მინორუ მუროფუში
პრეზიდენტი