„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№130
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016197
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111011019, 11/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №130

2011 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილე ბის შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებით (სსმ III, 30.01.2006 წ., №12, მუხ. 138) დამტკიცებულ დებულებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სააგენტოს სრული დასახელებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: „სამოქალაქო რეესტრის სააგენტო“. სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების ბეჭდებზე, ბლანკებზე, სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე და ოფიციალურ დოკუმენტებზე( გარდა პირადობის ნეიტრალურ ი მოწმობ ი სა და ნეიტრალურ ი სამგზავრო დოკუმენტ ისა და მათზე გამოსაყენებელი ბეჭდებისა) გამოყენებული სააგენტოს დასახელება დასაწყისში უნდა მოიცავდეს მითითებას „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“.

2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. პირადობის ნეიტრალურ მოწმობ ასა და მასზე გამოსაყენებელ სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების ბეჭდებზე სააგენტოს სახელწოდება დაიტანება ქართულ ენაზე, ხოლო ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტსა და მასზე გამოსაყენებელ სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების ბეჭდებზე – მხოლოდ ინგლისურ ენაზე.“.

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ 4“ ქვეპუნქტი:

„თ 4) პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემა და შეცვლა;“.

4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აკონტროლებს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის სფეროში ტერიტორიული სამსახურების საქმიანობას;“.

მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 3 ოქტომბრიდან.

ზ. ადეიშვილი