აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.10.2011
ძალაში შესვლა 13.10.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №133
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016200
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111011022, 11/10/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,243 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.10.2011 მიღება
13.10.2011 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; text-autospace:none; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:"Geo_Times","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt .75in 42.55pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №133 2011 წლის 11 ოქტომბერი ქ. თბილისი პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​13​ მუხლის მე -6 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თანდართული „პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესი“.     მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 13 ოქტომბრიდან.  ზ. ადეიშვილი პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესი თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი არეგულირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი სურვილის შესაბამისად, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემისა და გაუქმების საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებანი 1. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები შესაბამის ორგანოს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას. 2. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ასევე ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია მათი აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის გადამოწმების დამადასტურებელი დოკუმენტები მატერიალური ან ელექტრონული ფორმით უნდა დაერთოს შესაბამის საქმისწარმოების მასალებს. 3. განცხადება და თანდართული დოკუმენტები (გარდა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტისა ) წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება შესაბამის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ნოტარიუსების ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. აფხაზურ და ოსურ ენებზე შედგენილი დოკუმენტები შეიძლება წარდგენილ იქნეს ქართულენოვანი თარგმანის გარეშე. ქართულენოვანი თარგმანის გარეშე წარდგენილი აფხაზურ და ოსურ ენებზე შედგენილი დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმნას უზრუნველყოფს სააგენტო. 4. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად, თუ იგი შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით. 5. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად შესაბამის ორგანოებში წარდგენილ ფოტოსურათზე გამოსახული უნდა იყოს პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება შესაბამისი მომსახურება. ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს იმ ასაკში, რა ასაკშიც პირის მიმართ ხორციელდება მომსახურება. 6. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დაწესებული საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევაზე მოთხოვნის წარდგენამდე ან წარდგენის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით. მოთხოვნის წარდგენის შემდეგ საფასურის გადახდის შემთხვევაში საფასური გადაიხდება მოთხოვნის წარდგენის დღესვე. 7. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებს უნდა წარედგინოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადატურებელი დოკუმენტი. 8. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე განცხადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.     მუხლი 3🔗. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს და მისი ტერიტორიული სამსახურების მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება: ა) შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობის (გადაცემის ან საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) ფოსტის მეშვეობით გაგზავნის) გზით, ან/და; ბ) სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით, ან/და; გ) განაცხადში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოქმედი მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის მიმწოდებელი ოპერატორების მეშვეობით მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით, ან/და; დ) განაცხადში მითითებული საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით . 2. განმცხადებელთან კომუნიკაცია დამატებით შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (განაცხადში ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში). თავი II პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის, გაფორმების, შეცვლის და გაუქმების წესი     მუხლი 4🔗. პირადობის ნეიტრალური მოწმობა 1. პირადობის ნეიტრალური მოწმობა არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას და მის საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე. 2. პირადობის ნეიტრალური მოწმობა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთათვის იბეჭდება და ივსება ქართულ და აფხაზურ ენებზე, ხოლო ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთათვის – ქართულ და ოსურ ენებზე.     მუხლი 5🔗. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღებაზე უფლებამოსილი პირები 1. პირადობის ნეიტრალური მოწმობა გაიცემა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე. 2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღების უფლება არა აქვს პირს, რომელზეც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. 3. პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მიზნებისათვის არ მოითხოვება პირის რეგისტრაცია „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.     მუხლი 6🔗. განცხადების წარდგენა 1. განცხადება პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მოთხოვნით წარედგინება სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს განცხადების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემას. განცხადების ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. 2. განცხადება პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს წარედგინება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები, სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის მიერ პირადად. განცხადების წარდგენა ასევე შესაძლებელია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ელექტრონული ფორმის განცხადების შევსების გზით ან სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირის მიერ. 3. განცხადებას არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირისათვის პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მოთხოვნით წარადგენს არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის ერთ-ერთი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი. 4. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის მიერ განცხადების საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციაში წარდგენის შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაცია უზრუნველყოფს აღნიშნული განცხადების წარდგენას სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურში. 5. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას. 6. განმცხადებლის ვინაობასთან ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით განცხადების შევსების გზით მომსახურების გაწევაზე. 7. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ განცხადების წარდგენაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ მესამე პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.     მუხლი 7🔗. წარსადგენი დოკუმენტები 1. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ა.ა) ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი; ა.ბ) შესაბამის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გაცემული დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ბ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად ცხოვრების დამადასტურებელი ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტი; გ) 1 (ერთი) ფოტოსურათი ზომით 3,5x4,5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით; დ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითარი. 2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად ცხოვრების საკითხის გადაწყვეტისას სააგენტო შეიძლება დაეყრდნოს: ა) ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტში გაკეთებულ ჩანაწერს პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ გაცემულ ცნობას, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს; გ) არასრულწლოვნი/ქმედუუნარო პირის, ასევე 1992 წლის 31 დეკემბრის შემდგომ დაბადებული პირის შემთხვევაში – აღნიშნული პირის დაბადების ან პირადობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტს და მშობლის (მშობლების)/მეურვის/მზრუნველის ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ რომელიმე დოკუმენტს ან პირადობის ნეიტრალურ მოწმობას/ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს; დ) სხვა დოკუმენტებს.     მუხლი 8🔗. განცხადების განხილვა 1. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარადგინოს პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა დოკუმენტი. განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში დაიტერესებული პირი ვალდებულია პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა დოკუმენტი ელექტრონული ფორმით წარადგინოს განცხადებასთან ერთად, ხოლო მატერიალური ფორმით – განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში. 2. დოკუმენტაციის არასრულად ან მათი არასწორი ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, ხოლო ელექტრონული ფორმით წარდგენილ განცხადებაზე დასართავი დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 5-დღიანი ვადის გასვლიდან დაუყოვნებლივ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოსადგენად. დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრული ვადის გასვლამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. თუ დაინტერესებული პირი განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს მოთხოვნილ დოკუმენტს/ინფორმაციას, ამ ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 3.  სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის დასადგენად, ხოლო განმცხადებლის ფოტოიდენტურობის დადასტურების საჭიროების შემთხვევაში შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას განმცხადებლის ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 5 დღის ვადაში სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურისათვის შესაბამისი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემაზე უარის თქმის აღნიშნული საფუძველი. უარყოფითი პასუხი პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. 6. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღების საკითხით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს ან სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა. 7. სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.     მუხლი 9🔗.     პირადობის ნეიტრალური მოწმობის ზოგიერთი რეკვიზიტის შევსების/დატანის თავისებურებანი პირადობის ნეიტრალური მოწმობის ზოგიერთი რეკვიზიტი შეივსება/დაიტანება შემდეგი წესით: ა) სახელი/გვარი – პირადობის ნეიტრალური მოწმობის პირველად გაცემის შემთხვევაში, სახელი/გვარი იწერება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ხოლო პირადობის ნეიტრალური მოწმობის შეცვლის შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული შესაბამისი მონაცემების მიხედვით; ბ) პირადი ნომრის მინიჭებისას გამოიყენება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლი. გ) დაბადების თარიღი/მოქმედების ვადა – რიცხვი, თვე და წელი ამ თანამიმდევრობით იბეჭდება ერთმანეთისაგან წერტილებით გამოყოფილი ციფრობრივი გამოსახულების სახით. ამასთან, ათ რიცხვამდე და მეათე თვემდე თარიღებს წინ ემატება ნული; დ) გაცემის თარიღი – გაცემის თარიღად ითვლება პირადობის ნეიტრალური მოწმობის დამზადების დღე. გაცემის თარიღი იბეჭდება დაბადების თარიღის/მოქმედების ვადის ანალოგიურად; ე) დაბადების ადგილი – ჩაიწერება ქალაქის, მუნიციპალიტეტის სახელწოდება. საზღვარგარეთ დაბადებული პირის შემთხვევაში დაბადების ადგილად ჩაიწერება ქვეყნის დასახელება; ვ) პირადობის ნეიტრალურ მოწმობაში მისი მფლობელის მისამართი ჩაიწერება განცხადებაში მითითებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე. მისამართად აღინიშნება ქალაქი, მუნიციპალიტეტი, დაბა, სოფელი. დასაშვებია ზოგიერთი ჩანაწერის შემოკლება. სოფელი – „ს.“, დაბა – „დ.“ და სხვა. ქალაქის დასახელებისას წინსართი „ქალაქი“ ან მისი შემოკლებული მინიშნება „ქ“ არ გამოიყენება. ზ) რელიეფური ბეჭედი – რელიეფური ბეჭედი წარმოადგენს ფოტოსურათის წინა ხედის ქვედა მარჯვენა კუთხის ნაწილისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ბლანკზე ფოტოსურათისათვის განკუთვნილი ჩარჩოს ქვედა მარჯვენა კუთხის ნაწილზე ჭყლეტის შედეგად წარმოქმნილ 20 მმ-იანი დიამეტრის ბეჭდის რელიეფურ კვალს, რომელიც მიიღება სპეციალური დანადგარის მეშვეობით. კვალზე იკითხება: „სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის კოდი და წარწერა „სამოქალაქო რესტრის სააგენტო”.     მუხლი 10🔗. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მოქმედების ვადა 1. პირადობის ნეიტრალური მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო 18 წლამდე პირებზე – 3 წლის ვადით. 2. დაუშვებელია პირადობის ნეიტრალური მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება. ვადის გასვლის შემთხვევაში გაიცემა ახალი პირადობის ნეიტრალური მოწმობა.     მუხლი 11🔗. პირადობის ნეიტრალური მოწმობის გადაცემა 1. დამზადებული პირადობის ნეიტრალური მოწმობა გადაეცემა: ა) პირადობის ნეიტრალური მოწმობის მფლობელ პირს, პირადად; ბ) არასრულწლოვნის/ქმედუუნარო პირის კანონიერ წარმომადგენელს; გ) მესამე პირს, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ელექტრონული ფორმით გადაცემის საფუძველზე. 2. პირადობის ნეიტრალური მოწმობა, დაინტერესებული პირისათვის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე შეიძლება გადაეცეს საქართველოში მოქმედ იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლისთვისაც პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიწოდების საკითხზე თანხმობა გამოხატა დაინტერესებულმა პირმა.     მუხლი 12🔗. პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები დაინტერესებულ პირზე არ გაიცემა პირადობის ნეიტრალური მოწმობა, თუ: ა) პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის ნეიტრალური მოწმობა, იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ; ბ) პირადობის ნეიტრალური მოწმობის მისაღებად წარდგენილ იქნა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები (გარდა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ძალადაკარგული პასპორტისა). გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების საკითხზე წარედგინა უარყოფითი პასუხი. დ) სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს წარედგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით პირისათვის პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ.     მუხლი 13🔗. პირადობის ნეიტრალური მოწმობის შეცვლა და ანულირება 1. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მფლობელი ვალდებულია შეცვალოს პირადობის ნეიტრალური მოწმობა შემდეგ შემთხვევებში: ა) მოქმედების ვადის გასვლისას; ბ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას; გ) სახელის ან გვარის შეცვლისას; დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას; ე) გამოყენებისთვის უვარგისობისას ან დაკარგვისას. 2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის შესაცვლელად პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს. განცხადებასთან ერთად პირმა უნდა წარადგინოს პირადობის ნეიტრალური მოწმობა (გამონაკლისია დაკარგვის შემთხვევა), მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და 1 (ერთი) ფოტოსურათი ზომით 3,5x4,5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით. 3. სახელის, გვარის გამოცვლისას, აგრეთვე ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას პირადობის ნეიტრალური მოწმობის შეცვლის დროს შესაბამის განცხადებას უნდა დაერთოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის გამოცვლის მოწმობის პირი, დაბადების, ქორწინების მოწმობის პირი და სხვ), გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეცვლილ სახელზე და გვარზე გაცემულია ახალი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. 4. ახალი პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემა ხორციელდება ამ წესით დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 5. პირადობის ნეიტრალური მოწმობის შეცვლის დროს არ მოითხოვება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და მოწმობის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის საკითხის შეთანხმება შესაბამის უწყებებთან, ხოლო მფლობელის ფოტოიდენტურობის საკითხი შესაბამის უწყებასთან შეიძლება შეთანხმდეს საჭიროების შემთხევაში. 6. ახალი პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის დღიდან ძველი ძალადაკარგულად ითვლება. 7. შესაცვლელი პირადობის ნეიტრალური მოწმობა, მისი წარმოდგენის შემთხვევაში, ანულირების შემდეგ, ახალ პირადობის ნეიტრალურ მოწმობასთან ერთად უბრუნდება მფლობელს. 8. ნაპოვნი პირადობის ნეიტრალური მოწმობა უნდა წარედგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს , რომელიც უზრუნველყოფს მის გადაგზავნას ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გამცემ ტერიტორიულ სამსახურში. პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემამდე დაკარგულის პოვნის შემთხვევაში, განცხადების განხილვა წყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის დამზადებული ახალი პირადობის ნეიტრალური მოწმობა. სხვა შემთხვევაში ნაპოვნი პირადობის ნეიტრალური მოწმობა, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სათანადო ინფორმაციის შეტანის შემდეგ ნადგურდება, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. გარდაცვლილი პირის პირადობის ნეიტრალური მოწმობა უნდა წარედგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს მის გადაგზავნას ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გამცემი ტერიტორიულ სამსახურში. გარდაცვლილი პირის პირადობის ნეიტრალური მოწმობა ანულირების შემდეგ უბრუნდება მის წარმდგენ ფიზიკურ პირს (ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში), ხოლო ასეთის არარსებობისას ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ანულირებისათვის აუცილებელია მისი პერფორაცია (გახვრეტა) მთელ სისქეზე. 11. პირადობის ნეიტრალური მოწმობა, რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბება, დაშლა და სხვა, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ უნდა ჩამოერთვას ამავე სამსახურში გამოცხადებულ პირადობის ნეიტრალური მოწმობის მფლობელს.     მუხლი 14🔗. პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაუქმების საფუძვლები 1. პირადობის ნეიტრალური მოწმობა უქმდება, თუ: ა) სააგენტოსთვის ცნობილი გახდა პირადობის ნეიტრალური მოწმობის შეცვლის საფუძვლების არსებობის შესახებ; ბ) დაინტერესებულმა პირმა პირადობის ნეიტრალური მოწმობის მისაღებად წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული (გარდა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტისა) დოკუმენტები, რაც გამოვლინდა პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის შემდეგ; გ) დაინტერესებულმა პირმა მიიღო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ პირის ფოტოიდენტურობის საკითხთან დაკავშირებით ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გაცემული უარყოფითი დასკვნა მიღებულ იქნა პირისათვის პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის შემდეგ; ე) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და მოწმობის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლინდა პირისათვის პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის შემდეგ. 2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მოწმობის გაუქმების შესახებ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. თავი III ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის, გაფორმების, შეცვლის და გაუქმების წესი     მუხლი 15🔗. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი 1. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 2. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი საქართველოს კუთვნილებაა და მის მფლობელს აძლევს საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის უფლებას. 3. საქართველო პასუხისმგებელია ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებზე საზღვარგარეთ და მათ რეადმისიაზე. 4. როგორც წესი, პირი შეიძლება ფლობდეს ერთ მოქმედ ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს. პირზე, მისი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება გაიცეს ერთზე მეტი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, თუ ერთზე მეტი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ფლობა საჭიროა ერთსა და იმავე პერიოდში ვიზის მისაღებად ან უცხო ქვეყანაში მგზავრობისათვის. მოთხოვნა ორზე მეტი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე დაინტერესებული პირის მიერ დასაბუთებული უნდა იქნეს წერილობით.     მუხლი 16🔗. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა წრე 1. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე. 2 ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღების უფლება არა აქვთ პირებს, რომლებზეც სააგენტოს მიერ გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.     მუხლი 17🔗. განცხადების წარდგენა 1. განცხადება ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით წარედგინება სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს განცხადების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემას. განცხადების ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. 2. განცხადება ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს წარედგინება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის ან არასრულწლოვანი/ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენლის მიერ პირადად. განცხადების წარდგენა ასევე შესაძლებელია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ელექტრონული ფორმის განცხადების შევსების გზით ან სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირის მიერ. 3. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის მიერ განცხადების საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციაში წარდგენის შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაცია უზრუნველყოფს აღნიშნული განცხადების წარდგენას სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურში. 4. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას. 5. განმცხადებლის ვინაობასთან ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით განცხადების შევსების გზით მომსახურების გაწევაზე. 6. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ განცხადების წარდგენაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ მესამე პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.     მუხლი 18🔗. წარსადგენი დოკუმენტები 1. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში პირადობის ნეიტრალური მოწმობის მფლობელმა წარდგენილ განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის ნეიტრალური მოწმობა; ბ) 1 (ერთი) ფოტოსურათი ზომით 3,5x4,5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით; გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითარი. 2. თუ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირზე არ არის გაცემული პირადობის ნეიტრალური მოწმობა, მასზე ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას, ამ თავით დადგენილ ნორმებთან ერთად გამოიყენება ამ წესის მე-7–მე-9 და მე-12 მუხლებით დადგენილი ნორმები.     მუხლი 19🔗. განცხადების განხილვა 1. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარადგინოს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა დოკუმენტი. განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში დაიტერესებული პირი ვალდებულია ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა დოკუმენტი ელექტრონული ფორმით წარადგინოს განცხადებასთან ერთად, ხოლო მატერიალური ფორმით – განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში. 2. დოკუმენტაციის არასრულად ან მათი არასწორი ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, ხოლო ელექტრონული ფორმით წარდგენილ განცხადებაზე დასართავი დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 5-დღიანი ვადის გასვლიდან დაუყოვნებლივ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოსადგენად. დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრული ვადის გასვლამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. თუ დაინტერესებული პირი განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს მოთხოვნილ დოკუმენტს/ინფორმაციას, ამ ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 3.  სააგენტოს ტერიტორიული სამსახური განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის დასადგენად. 4. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღების საკითხით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს ან სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა. 5. სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.  6. დაინტერესებულ პირზე პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის გარეშე ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, კეთდება აღნიშვნა დაინტერესებული პირის მისამართის თაობაზე. მისამართის თაობაზე აღნიშვნის გაკეთებისას დაინტერესებულ პირს ენიჭება პირადი ნომერი.     მუხლი 20🔗. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადა 1. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა 10 წლის ვადით, ხოლო 18 წლამდე პირზე – 3 წლის ვადით. 2. დაუშვებელია ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ვადის გაგრძელება. ვადის გასვლის შემთხვევაში გაიცემა ახალი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.     მუხლი 21🔗. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გადაცემა 1. დამზადებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი გადაეცემა: ა) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირს, პირადად; ბ) არასრულწლოვნის/ქმედუუნარო პირის კანონიერ წარმომადგენელს; გ) მესამე პირს, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ელექტრონული ფორმით გადაცემის საფუძველზე. 2. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, დაინტერესებული პირისათვის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე შეიძლება გადაეცეს საქართველოში მოქმედ იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლისთვისაც ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიწოდების საკითხზე თანხმობა გამოხატა დაინტერესებულმა პირმა.     მუხლი 22🔗. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები დაინტერესებულ პირზე არ გაიცემა ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, თუ: ა) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ; ბ) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები (გარდა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ძალადაკარგული პასპორტისა); გ) სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს წარედგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით პირისათვის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ.     მუხლი 23🔗. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის შეცვლა და ანულირება 1. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში: ა) მოქმედების ვადის გასვლისას; ბ) სახელის ან გვარის შეცვლისას; გ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას; დ) ვიზებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას; ე) გამოყენებისათვის უვარგისობისას ან დაკარგვისას. 2. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის შესაცვლელად პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს. განცხადებასთან ერთად პირმა უნდა წარადგინოს პირადობის ნეიტრალური მოწმობა, შესაცვლელი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი (გამონაკლისია დაკარგვის შემთხვევა), მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და 1 (ერთი) ფოტოსურათი ზომით 3,5x4,5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით. 3. ახალი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ამ დანართით დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 4. შეცვლის საფუძვლების არსებობისას ახალი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის დღიდან შეცვლილი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ძალადაკარგულად ითვლება. 5. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ანულირების შემდეგ ახალთან ერთად უბრუნდება მფლობელს. შესაცვლელი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქმედ ვიზას უქმდება და ახალ დოკუმენტთან ერთად, ანულირების გარეშე, უბრუნდება მფლობელს.      6. ნაპოვნი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი უნდა წარედგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს მის გადაგზავნას ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გამცემ ტერიტორიულ სამსახურში. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემამდე დაკარგულის პოვნის შემთხვევაში, განცხადების განხილვა წყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის დამზადებული ახალი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. სხვა შემთხვევაში ნაპოვნი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სათანადო ინფორმაციის შეტანის შემდეგ ნადგურდება, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. გარდაცვლილი პირის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი უნდა წარედგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს მის გადაგზავნას ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გამცემ ტერიტორიულ სამსახურში. გარდაცვლილი პირის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ანულირების შემდეგ უბრუნდება მის წარმდგენ ფიზიკურ პირს (ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში), ხოლო ასეთის არარსებობისას ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ანულირებისათვის აუცილებელია მისი პერფორაცია (გახვრეტა) მთელ სისქეზე. 9. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბება, დაშლა და სხვა, სააგენტოს ტერიორიული სამსახურის მიერ უნდა ჩამოერთვას ამავე სამსახურში გამოცხადებულ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს.     მუხლი 24🔗. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერება და გაუქმება 1. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს სასამართლოს განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ, ასევე შეჩერების ღონისძიების გაუქმების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე აღნიშვნა კეთდება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. 2. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერება გულისხობს პირის საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას. 3. დაინტერესებულ პირზე გაცემული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი უქმდება, თუ: ა) დაინტერესებულმა პირმა შეცვალა ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი; ბ) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად წარადგინა ყალბი დოკუმენტები, რაც გამოვლინდა ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შემდეგ; გ) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელმა მიიღო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაუქმების შესახებ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.