საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.10.2011
ძალის დაკარგვა 24.04.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №საქართველოს
მოქალაქის
სახელი , გვარი
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016028
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111012002, 17/10/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (29)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| მამრ. | მდედ. |
| სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი | საქართველოს მოქალაქის სახელი , გვარი |
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 28.01.2011
დოკუმენტის ტექსტი
საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; }
h1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-autospace:none; font-size:14.0pt; }
h2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:30.0pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; }
span.MsoCommentReference {}
span.MsoPageNumber {}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:16.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; line-height:150%; text-autospace:none; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:30.0pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; }
p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.Heading1Char { font-weight:bold;}
span.Heading2Char { font-weight:bold; font-style:italic;}
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.BodyTextIndent2Char { }
span.BodyTextIndent3Char { }
span.BodyTextIndentChar { }
span.BodyTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:424.45pt; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.FooterChar { }
span.HeaderChar { }
span.DocumentMapChar { }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:40.5pt 49.5pt 49.65pt 58.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №241
2011 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის, ,,საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25
-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61
-ე მუხლის პირველი ნაწილის
მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის
წესი“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის
№36 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 201
1 წლის 15 ოქტომბრიდან.
გ. ვაშაძე
საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის
წესი
მუხლი 1🔗.
ეს წესი განსაზღვრავს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის
წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე –
საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი
, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ან დროებით იმყოფება საზღვარგარეთ;
ბ)
საკონსულო აღრიცხვა –
საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის
აღრიცხვა, რომლის განხორციელების წესი განსაზღვრულია ამ წესით;
გ) განცხადება – ანკეტა – საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ ამ წესის №1 დანართით დამტკიცებული სპეციალური ფორმის განცხადება;
დ) საკონსულო თანამდებობის პირი – ნებისმიერი დიპლომატიური თანამდებობის პირი, მათ შორის საკონსულო დაწესებულების მეთაური, რომელსაც ევალება საკონსულო ფუნქციების შესრულება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში;
ე) სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო;
ვ) სამინისტრო – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მუხლი 3🔗.
1. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვას აწარმოებენ საკონსულო თანამდებობის პირები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების საკონსულო ოლქების მიხედვით.
2. იმ ქვეყნაში, სადაც არ არის აკრედიტებული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, საკონსულო აღრიცხვას ახორციელებს სამინისტრო.
3. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვას ასევე აწარმოებს სააგენტო.
4. სააგენტო უფლებამოსილია საკონსულო აღრიცხვაზე დააყენოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მითითებით, ყველა სხვა შემთხვევაში – სამინისტროს მითითებით.
მუხლი 4🔗.
1. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე.
2. სააგენტოს წინაშე საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს 14 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, 14 წლამდე ასაკის
საქართველოს მოქალაქის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე მეურვეობისა ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქის მზრუნველს ან მეურვეს.
3. საკონსულო თანამდებობის პირი არასრულწლოვან ან/და მეურვეობის და მზრუნველობის ქვეშ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე აყენებს მშობლის, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
4. ამ მუხლის მე
-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა არ მოითხოვება და მხოლოდ საკონსულო თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება მოხდება
, თუ ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია წარმოდგენილ იქნეს მშობლის თანხმობა და უცხო ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა შეუძლებელს ხდის ან მოითხოვს აშკარად შეუსაბამოდ დიდ დროს მზრუნველის და მეურვის დანიშვნისათვის.
5. 14 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სააგენტოს მეშვეობით საკონსულო აღრიცხვაზე დგებიან მშობლის, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
მუხლი 5🔗.
1. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების განსახორციელებლად წარმოდგენილი უნდა იქნ
ეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება-ანკეტა (დანართი №1);
ბ) თანმხლები უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
გ) 3 ფოტოსურათი (ზომა 3X4 სმ). ფოტოსურათის წარმოუდგენლობა არ შეიძლება იყოს საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უარის თქმის მიზეზი.
2. საკონსულო თანამდებობის პირისა და სამინისტროს წინაშე საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის, ასევე მზრუნველობის ან მეურვეობის ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებასთან დაკავშირებით მშობლის (მზრუნველი, მეურვე) თანხმობა გამოიხატება საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის (მზრუნველობის ან მეურვეობის ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქე) საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ განცხადება-ანკეტაზე მშობლის (მზრუნველი, მ
ეურვე) ხელმოწერით.
3. სააგენტოს წინაშე 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებასთან დაკავშირებით მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გამოხატვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადება-ანკეტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირ ვიზუალური კონტაქტის საშუალებას.
4. მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დამატებით უნდა წარმოადგინოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მისი სამართლებრივად ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთი უფლების არსებობის შემთხვევაში. ზემოაღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უარის თქმის მიზეზი.
6. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უფლებამოსილია საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზნით საკონსულო თანამდებობის პირს საფოსტო გზავნილის მეშვეობით მიაწოდოს ამ მუხლის პირველი, მე
-4 და მე
-5 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები.
7. სამინისტრო, საკონსულო თანამდებობის პირი და სააგენტო ახორციელებს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებას, რომელთა რეგისტრაციის შესახებ სრული ინფორმაცია მოიპოვება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
8. სააგენტოს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ხორციელდება საქართველოს მოქალაქის მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით სააგენტოს ინტერნეტ გვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის განცხადება-ანკეტის (დანართი №5) შევსების საფუძველზე, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადება-ანკეტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას. სააგენტოს მიერ საკონსულო აღრიცხვის განხოციელებისას არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი (გარდა პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა) და მე
-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
9. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან, ონლაინ რეჟიმში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო ადასტურებს საქართველოს მოქალაქის საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნას, სააგენტოს მეშვეობით საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება შეიძლება განხორციელდეს განმცხადებლისა და განცხადება-ანკეტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის გარეშე. ამ შემთხვევაში ფოტოსურათის წარმოდგენა სავალდებულოა.
10. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადება-ანკეტა სააგენტოს მიერ რეგისტრირებულად ჩაითვლება აღნიშნულის განმცხადებლის მიერ პირდაპირი ვიზუალური კავშირის საშუალებით დადასტურების შემდეგ. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ყველა ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას. თუ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ხორციელდება განმცხადებლისა და განცხადება-ანკეტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის გარეშე, განცხადება-ანკეტის რეგსტრაციას ადასტურებს განცხადება-ანკეტის მიღებაზე უფლებამოსილი პირი, აღნიშნულის შესახებ მოქალაქეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეგზავნება შეტყობინება.
11. განმცხადებლის ვინაობასა ან საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტოს შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თაობაზე განცხადება-ანკეტის რეგისტრაციაზე.
12. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების განსახორციელებლად წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულე დგინდება და მოწმდება საკონსულო თანამდებობის პირის მიერ.
13. ამ წესის მე
-3 მუხლის მე
-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე ელექტრონული საშუალებების ან საფოსტო გზავნილის გამოყენებით წარუდგენს სამინისტროს ელექტრონული ფორმის განცხადება-ანკეტას (დანართი
№1).
14. საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ განცხადება-ანკეტაში ადრე მითითებული მონაცემების ცვლილების თაობაზე, აღნიშნული პირის მიერ ახალი განცხადება
-ანკეტის წარმოდგენის შემთხვევაში, ცვლილება აისახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ხოლო უკვე შეცვლილი მონაცემების ამსახველი განცხადება-ანკეტა დაერთვება მატერიალურ ფორმატში არსებულ პირველად განცხადება-ანკეტას.
მუხლი 6🔗.
1. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების განსახორციელებლად წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულის დადგენის შემთხვევაში, საკონსულო თანამდებობის პირი ხელის მოწერით და ბეჭდით ადასტურებს განცხადება-ანკეტას, რომელიც შემდგომ დარეგისტრირდება სამინისტროში შემოსული კორესპონდენციისათვის დადგენილი წესით.
2. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ განცხადება
-ანკეტის შევსების წესი განსაზღვრულია დანართი №2-
ით.
3. საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქის მოთხოვნის შემთხვევაში მასზე გაიცემა საკონსულო აღრიცხვის ბარათი (დანართი №1), რომელიც შემდგომ დარეგისტრირდება სამინისტროში გასული კორესპონდენციისათვის დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის მიერ წარმოდგენილი იყო ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფოტოსურათები, საკონსულო აღრიცხვის ბარათი გაიცემა ფოტოსურათით.
4. სააგენტოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული ელექტრონული განცხადება-ანკეტის რეგისტრაციის შემდეგ, სააგენტოს შესაბამის თანამდებობის პირსა და განმცხადებელს შორის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის დამყარების შემთხვევაში, განმცხადებელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეგზავნება შეტყობინება საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თაობაზე. შეტყობინების ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
5. სააგენტოს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე აყვანილი პირი, უფლებამოსილია საკონსულო აღრიცხვის ბარათის გაცემის მოთხოვნით მიმართოს მის ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია სააგენტოს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე აყვანილ პირზე გასცეს საკონსულო აღრიცხვის ბარათი.
6. საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვა საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მიმოსვლისათვის დადგენილ სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით, ავტომატურ რეჟიმში შეუჩერდება საკონსულო აღრიცხვა და შესაბამისი აღნიშვნა კეთდება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
7. საკონსულო აღრიცხვის შეჩერება გაუქმდება, თუ საქართველოს მოქალაქე დატოვებს საქართველოს ტერიტორიას საერთაშორისო მიმოსვლისათვის დადგენილ სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით, შემოსვლიდან ექვსი თვის განმავლობაში.
მუხლი 7🔗.
საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნას ექვემდებარება:
ა) საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქე;
ბ) საქართველოს მოქალაქე, რომელიც სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
გ) საქართველოს მოქალაქე, რომელმაც შეიცვალა საკონსულო აღრიცხვა;
დ) საქართველოს მოქალაქე, რომელიც საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე განცხადებით მიმართავს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს;
ე) საქართველოს მოქალაქე
, რომელსაც შეუჩერდა საკონსულო აღრიცხვა და რომელიც საერთაშორისო მიმოსვლისათვის დადგენილ სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
მუხლი 8🔗.
1. სამინისტროს მიერ საკონსულო აღრიცხვა წარმოებს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი №3 , დანართი №4).
2. სააგენტოს მიერ საკონსულო აღრიცხვის (აღრიცხვაზე დაყენება, აღრიცხვის შეჩერება და აღრიცხვიდან მოხსნა) წარმოების თაობაზე მონაცემები შეიტანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სპეციალურ ელექტრონულ ჟურნალში.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალის წარმოება არ არის აუცილებელი
, თუ საკონსულო აღრიცხვის შესახებ მონაცემების დაფიქსირება ხდება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
4. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები,
რომლებიც არ არიან უზრუნველყოფილნი სააგენტოს მონაცემთა
ელექტრონული ბაზებით, აწარმოებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სარეგისტრაციო ჟურნალს და ამავდროულად უზრუნველყოფენ დანართი №1
-ით დამტკიცებული განცხადება–ანკეტის პირველი ნაწილის ასლების მიწოდებას სამინისტროსათვის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვის მიზნით.
მუხლი 9🔗.
1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო აღრიცხვის შესახებ ინფორმაციის გაცემა წ
არმოებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.
2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან/და
საკონსულო დაწესებულება ვალდებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამავე კოდექსით დადგენილი წესით,
ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ სამინისტროს
საკონსულო დეპარტამენტის მეშვეობით მიაწოდოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
დანართი №1
რეგისტრაციის N
რეგისტრაციის თარიღი
განცხადება-ანკეტა საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ
ნაწილი 1
1. გვარი (ქართულად და ადგილსამყოფელი ქვეყნის საქმისწარმოების ენაზე)
2. სახელი (ქართულად და ადგილსამყოფელი ქვეყნის საქმისწარმოების ენაზე)
3. დაბადების თარიღი
მამრ.
მდედ.
4. სქესი (შესაბამისი გადახაზეთ)
5. პირადი ნომერი
6. პასპორტის ნომერი ------------------------------------------------------
7. საცხოვრებელი ადგილი საზღვარგარეთ
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(რეგიონი, რაიონი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა, სახლის ნომერი, საფოსტო ინდექსი. მეზღვაურის შემთხვევაში უნდა მიეთითოს გემის დასახელება, გემთმფლობელი კომპანიის რეკვიზიტები და გემის მარშრუტი.
საერთაშორისო გადამზიდავის მძღოლის შემთხვევაში უნდა მიეთითოს კომპანიის რეკვიზიტები და მარშრუტი)
8. თანმხლები –
მეუღლე, არასრულწლოვანი და მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შესახებ მონაცემები
ნათესაური
კავშირი/ დამოკიდებულება თანმხლებ პირთან
გვარი
სახელი
მოქალაქეობა
დაბადების
თარიღი
პირადი ნომერი (თანმხლები პირის საქართველოს მოქალაქეობის შემთხვევაში)
9. უცხო ქვეყანაში ყოფნის მიზანი/საფუძველი
ა) ტურიზმი -----------------------------------------------------------------------------------
ბ) დროებითი/მუდმივი ცხოვრება ---------------------------------------------------------
გ) სწავლა უმაღლესი/სხვა სასწავლებელში ----------------------------------------------
დ) სამუშაო ----------------------------------------------------------------------------------
ე) მკურნალობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ვ) სხვა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(შემოხაზეთ შესაბამისი პუნქტი)
10. ქვეყანაში პირველადი შემოსვლის თარიღი --,--,----წ
11. საკონტაქტო მონაცემები:
ა) ტელეფონი: სახლის --------------- მობილური ------------- სამსახურის --------------
ელ-ფოსტის მისამართი --------------------------
ბ) საზღვარგარეთ თქვენი საკონტაქტო პირის სახელი, გვარი ------------------------------
ტელეფონი: სახლის --------------- მობილური ------------- სამსახურის -----------------
ელ-ფოსტის მისამართი --------------------------
გ) საქართველოში თქვენი საკონტაქტო პირის სახელი, გვარი -------------
ტელეფონი: სახლის ----------- მობილური ----------------- სამსახურის --------------
ელ-ფოსტის მისამართი --------------------------
12. განმცხადებლის ხელმოწერა და თარიღი------------------------
13. განცხადება-ანკეტა მიიღო -----------------------------------------------------------------
(საკონსულო თანამდებობის პირის თანამდებობა, ხელმოწერა, თარიღი)
ფოტო
ნაწილი 2
საკონსულო აღრიცხვის ბარათი
1. გვარი
2. სახელი
3. დაბადების თარიღი
მამრ.
მდედ.
4. სქესი (შესაბამისი გადახაზეთ)
5. პირადი ნომერი
6. საკონსულო აღრიცხვის თარიღი
ფოტო
7. მარეგისტრირებელი ორგანო ...............................................
8. საკონსულო თანამდებობის პირის ხელმოწერა ..................…………...
„….. “ ………….. 20 წ
დანართი №2
საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ
განცხადება-ანკეტის შევსების წესი
1. განცხადება-ანკეტა შედგება 2 ნაწილისაგან.
2. განცხადება-ანკეტის პირველი ნაწილი ივსება განმცხადებლის მიერ, ბეჭდური შრიფტით, ქართულ ენაზე.
3. განცხადება-ანკეტის პირველ ნაწილში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) პუნქტი 1 – მოქალაქის გვარი ქართულად და ადგილსამყოფელი ქვეყნის საქმისწარმოების ენაზე (იმ ენაზე, რომელზეც სურს მიიღოს საკონსულო აღრიცხვის ბარათი);
ბ) პუნქტი 2 – მოქალაქის სახელი ქართულად და ადგილსამყოფელი ქვეყნის საქმისწარმოების ენაზე (იმ ენაზე, რომელზეც სურს მიიღოს საკონსულო აღრიცხვის ბარათი);
გ) პუნქტი 3 – მოქალაქის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
დ) პუნქტი 4 – მოქალაქის სქესი (ჯვარედინად გადაიხაზება შესაბამისი სქესის მაჩვენებელი კვადრატი);
ე) პუნქტი 5 – მოქალაქის პირადი ნომერი;
ვ) პუნქტი 6 – მოქალაქის პასპორტის ნომერი;
ზ) პუნქტი 7 – მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი საზღვარგარეთ (მიეთითება სრულად, მათ შორის, საფოსტო ინდექსიც). იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ამ კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებულია, ასევე უნდა მოხდეს მითითება ამ ფაქტთან დაკავშირებითაც. მეზღვაურის შემთხვევაში უნდა მიეთითოს გემის დასახელება, გემთმფლობელი კომპანიის რეკვიზიტები (რეგისტრაციის ქვეყანა, კომპანიის დასახელება სრულად და საკონტაქტო ინფორმაცია) და გემის მარშრუტი (საზღვაო პორტების დასახელება ორივე მიმართულებით, სადაც უნდა შევიდეს გემი, შესაბამისი ქვეყნის მითითებით).
საერთაშორისო გადამზიდავის მძღოლის შემთხვევაში უნდა მიეთითოს კომპანიის რეკვიზიტები (რეგისტრაციის ქვეყანა, სრულად დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია) და მარშრუტი (ყველა ქალაქი, რომელიც უნდა გაიაროთ ორივე მიმართულებით);
თ) პუნქტი 8 – ცხრილში თანმხლები პირების შესახებ ინფორმაცია მიეთითება შემდეგ პირებზე:
თ.ა) უცხო ქვეყნის ან მოქალაქეობის არმქონე მეუღლეზე;
თ.ბ) უცხო ქვეყნის ან მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან შვილზე;
თ.გ) საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვან შვილზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს ასევე ინდივიდუალურად საკონსულო აღრიცხვის განაცხადება-ანკეტა;
თ.დ) უცხო ქვეყნის ან მოქალაქეობის არმქონე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე;
თ.ე) საქართველოს მოქალაქე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს ასევე ინდივიდუალურად საკონსულო აღრიცხვის განაცხადება-ანკეტა;
ი) მე-8 პუნქტით განსაზღვრული ცხრილის:
ი.ა) პირველ ველში მიეთითება ნათესაური დამოკიდებულება კონკრეტულ პირთან „მეუღლე, შვილი“ ან ზოგადად დამოკიდებულება თანხმლებ პირთან „მეურვეობა, მზრუნველობა“;
ი.ბ) ცხრილის მეორე ველში მიეთითება თანმხლები პირის გვარი;
ი.გ) ცხრილის მესამე ველში მიეთითება თანმხლები პირის სახელი;
ი.დ) ცხრილის მეოთხე ველში მიეთითება თანმხლები პირის მოქალაქეობა;
ი.ე) ცხრილის მეხუთე ველში მიეთითება თანმხლები პირის დაბადების თარიღი;
ი.ვ) ცხრილის მეექვსე ველი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თანმხლები პირი გახლავთ საქართველოს მოქალაქე და მიეთითება მისი პირადი ნომერი;
კ) პუნქტი 9 – მოქალაქის უცხო ქვეყანაში ყოფნის მიზანი და საფუძველი. ამ პუნქტის შევსების დროს უნდა შემოიხაზოს შესაბამისი ქვეპუნქტი:
კ.ა) დროებითი/მუდმივი ცხოვრების არჩევის შემთხვევაში, დამატებით უნდა მიეთითოს შესაბამისი უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო, თარიღი და მოქმედების ვადა;
კ.ბ) უმაღლეს/სხვა სასწავლებლებში სწავლის არჩევის შემთხვევაში, დამატებით უნდა მიეთითოს სასწავლებლის დასახელება, სწავლის დაწყების და დასრულების თარიღი;
კ.გ) სამუშაო მიზნის არჩევის შემთხვევაში, დამატებით უნდა მიეთითოს სამუშაო დაწესებულების დასახელება და სამუშაო კონტრაქტის ვადა;
კ.დ) მკურნალობის მიზნის შემთხვევაში, დამატებით უნდა მიეთითოს სამკურნალო დაწესებულების დასახელება და მკურნალობის სავარაუდო ვადა;
კ.ე) სხვა მიზნის მითითების შემთხვევაში, დამატებით უნდა მიეთითოს კონკრეტული მიზანი და საფუძველი;
კ.ვ) დამატებითი ინფორმაცია მიეთითება იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს სურს აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა;
ლ) პუნქტი 10 – ქვეყანაში პირველად შემოსვლის თარიღი;
მ) პუნქტი 11 – საკონტაქტო მონაცემები:
მ.ა) ,,ა“ ქვეპუნქტში მიეთითება უშუალოდ განმცხადებლის საკონტაქტო ინფორმაცია; საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე და მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის მიერ საკონსულო აღრიცხვის განცხადება-ანკეტის შევსების დროს მიეთითება (ერთ–ერთი მშობელი, მზრუნველი, მეურვე) იმ პირის საკონტაქტო ინფორმაცია, ვის თანმხლებ პირებშიც არის არასრულწლოვანი და მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი არის დაფიქსირებული.
მ.ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტში მიეთითება უცხო ქვეყანაში საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაცია (შესაძლებელია ეს იყოს ნებისმიერი პირი როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც განმცხადებელთან კონტაქტის დაკარგვის შემთხვევაში დახმარებას გაგვიწევს განმცხადებლის მოძიებაში). საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე და მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის მიერ საკონსულო აღრიცხვის განცხადება- ანკეტის შევსების დროს მიეთითება (ერთ-ერთი მშობელი, მეურვე, მზრუნველი) იმ პირის საკონტაქტო ინფორმაცია, ვის თანმხლებ პირებშიც არის არასრულწლოვანი და მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი დაფიქსირებული;
მ.გ) ,,გ“ ქვეპუნქტში მიეთითება საქართველოში საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაცია (შესაძლებელია ეს იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც განმცხადებელთან კონტაქტის დაკარგვის შემთხვევაში დახმარებას გაგვიწევს განმცხადებლის მოძიებაში);
ნ) პუნქტი 12 – მოქალაქის პირადი ხელმოწერა და განცხადება-ანკეტის შევსების თარიღი;
ო) პუნქტი 13 – საკონსულო თანამდებობის პირის ხელმოწერის და ბეჭდის დასმის ადგილი (შენიშვნა: პირველ და მეორე ნაწილში ხელს აწერს საკონსულო თანამდებობის პირი და ამოწმებს გერბიანი ბეჭდით ისე, რომ ბეჭდის ნაწილი დასმულ იქნეს მფლობელის ფოტოსურათზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. განცხადება-ანკეტის მეორე ნაწილი ივსება საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ინგლისურ ან ადგილსამყოფელი ქვეყნის საქმისწარმოების ენაზე და გაიცემა მოქალაქის მოთხოვნის შემთხვევაში. მოქალაქის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია საკონსულო აღრიცხვის ბარათი გაიცეს განმეორებითაც. განცხადება ანკეტის მეორე ნაწილში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) პუნქტი 1 – მოქალაქის გვარი;
ბ) პუნქტი 2 – მოქალაქის სახელი;
გ) პუნქტი 3 – მოქალაქის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
დ) პუნქტი 4 – მოქალაქის სქესი (ჯვარედინად გადაიხაზება შესაბამისი სქესის მაჩვენებელი კვადრატი);
ე) პუნქტი 5 – მოქალაქის პირადი ნომერი;
ვ) პუნქტი 6 – საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი). ეს თარიღი იქნება უცვლელი განცხადება-ანკეტის მეორე ნაწილის განმეორებით გაცემის შემთხვევაშიც;
ზ) პუნქტი 7 – ორგანოს დასახელება (რომელმაც დააყენა მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე);
თ) პუნქტი 8 – საკონსულო თანამდებობის პირის ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი და გაცემის თარიღი. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება-ანკეტის მეორე ნაწილის გაცემა ხდება განმეორებით, მიეთითება უშუალოდ გაცემის თარიღი (შენიშვნა: მეორე ნაწილში ხელს აწერს საკონსულო თანამდებობის პირი და ამოწმებს გერბიანი ბეჭდით ისე, რომ ბეჭდის ნაწილი დასმულ იქნეს მფლობელის ფოტოსურათზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. განცხადება-ანკეტა და საკონსულო აღრიცხვის ბარათი შესაძლებელია შეივსოს როგორც მანქანური წესით, ასევე ხელით.
6. განცხადება-ანკეტაში ფოტოსურათი ჩაიკვრება პირველი და მეორე ნაწილის მარჯვენა ქვედა განყოფილებაში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
7 განცხადება-ანკატას ასევე დაერთვება საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის მე-5 მუხლის მე-4 და მე–5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ასლები ასეთის არსებობის შემთხვევაში.
8. განცხადება-ანკეტის (დანართი N5) მე-8–მე-11 პუნქტების შეუვსებლობა არ წარმოადგენს (არ შეიძლება წარმოადგენდეს) საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების დამაბრკოლებელ გარემოებას.
დანართი №3
საკონსულო აღრიცხვის ჟურნალი
----------------------------------------------------------
(საკონსულო დაწესებულების დასახელება)
საკონსულო აღრიცხვის დასაწყისი: „ ........... “ , ....... წ.
დასასრული: „ ......... “ , ........ წ.
ჟ უ რ ნ ა ლ ი
სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ
ბაზაში რეგისტრაციის
ნომერი
და
თარიღი
საქართველოს
მოქალაქის
სახელი
, გვარი
საქართველოს
მოქალაქის
დაბადების
თარიღი
საქართველოს
მოქალაქის
პირადი
,
და
პასპორტის
ნომერი
საქართველოს
მოქალაქის
მისამართი
ადგილსამყოფელ
ქვეყანაში
თანმხლები უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების რაოდენობა
შენიშვნა
დანართი №4
საკონსულო აღრიცხვის ჟურნალის წარმოების წესი
1. საკონსულო აღრიცხვა წარმოებს საკონსულო აღრიცხვის ჟურნალში.
2. საკონსულო აღრიცხვის ჟურნალი შედგება შემდეგი სვეტებისაგან და მათში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) გრაფა 1 – სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;
ბ) გრაფა 2 – მოქალაქის სახელი და გვარი;
გ) გრაფა 3 – მოქალაქის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
დ) გრაფა 4 – მოქალაქის პირადი და პასპორტის ნომერი;
ე) გრაფა 5 – მოქალაქის მისამართი ადგილსამყოფელ ქვეყანაში;
(შენიშვნა: აღნიშნულ გრაფაში მიეთითება საკონსულო ოლქში დროებით მყოფი ან მუდმივად მცხოვრები მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მეზღვაურის შემთხვევაში უნდა მიეთითოს გემის დასახელება, გემთმფლობელი კომპანიის რეკვიზიტები (რეგისტრაციის ქვეყანა, კომპანიის დასახელება სრულად და საკონტაქტო ინფორმაცია) და გემის მარშრუტი (საზღვაო პორტების დასახელება ორივე მიმართულებით, სადაც უნდა შევიდეს გემი, შესაბამისი ქვეყნის მითითებით).
საერთაშორისო გადამზიდავის მძღოლის შემთხვევაში უნდა მიეთითოს კომპანიის რეკვიზიტები (რეგისტრაციის ქვეყანა, სრულად დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია) და მარშრუტი (ყველა ქალაქი, რომელიც უნდა გაიაროთ ორივე მიმართულებით);
ვ) გრაფა 6 – იწერება თანმხლები უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არ მქონე პირების რაოდენობა;
ზ) გრაფა 7 –
შენიშვნა
(შენიშვნა: აღნიშნული გრაფა ივსება საკონსულო თანამდებობის პირის შეხედულებისამებრ).
3. საკონსულო აღრიცხვის ჟურნალს აწარმოებს საკონსულო თანამდებობის პირი.
4. საკონსულო აღრიცხვის ჟურნალის წარმოება შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით.
5. ყოველი თვის ბოლოს საკონსულო თანამდებობის პირი ახორციელებს სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მის მიერ განხორციელებული საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე შეგროვილი მონაცემების ამობეჭდვას და მისი ელექტრონული ვერსიის სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში გადაგზავნას, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
6. მონაცემების ამობეჭდვის შემდგომ, საკონსულო თანამდებობის პირი ამობეჭდილ მონაცემებს ამოწმებს ხელმოწერით და ბეჭდით.
7. საკონსულო თანამდებობის პირი ამობეჭდილ, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ მონაცემებს აკრავს შესაბამის საქაღალდეში.
დანართი №5
ფოტო
3.5X4.5
რეგისტრაციის N
რეგისტრაციის თარიღი
განცხადება-ანკეტა
საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ
1. პირადი ნომერი
2. გვარი ___________________________________________
3. სახელი _________________________________________
4. დაბადების თარიღი ___ ________ _____ წ.
5. სქესი
მდედ
მამრ.
6. პასპორტის ნომერი –––––––––––––––––––––––––
7. საცხოვრებელი ადგილი საზღვარგარეთ
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(რეგიონი, რაიონი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა, სახლის ნომერი, მეზღვაურის შემთხვევაში უნდა
მიეთითოს გემის დასახელება, გემთმფლობელი კომპანიის რეკვიზიტები და გემის მარშრუტი.
საერთაშორისო გადამზიდავის მძღოლის
შემთხვევაში უნდა მიეთითოს კომპანიის რეკვიზიტები და მარშრუტი)
8. თანმხლები - მეუღლე, არასრულწლოვანი და მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შესახებ მონაცემები
ნათესაური
კავშირი/ დამოკიდებულება თანმხლებ პირთან
გვარი
სახელი
მოქალაქეობა
დაბადების
თარიღი
პირადი ნომერი (თანმხლები პირის საქართველოს მოქალაქეობის შემთხვევაში)
9. უცხო ქვეყანაში ყოფნის მიზანი/საფუძველი
ა) ტურიზმი
ბ) დროებითი/მუდმივი ცხოვრება -----------------------------------------------------
გ) სწავლა უმაღლესი/სხვა სასწავლებელში ------------------------------------------
დ) სამუშაო ------------------------------------------------------------------------------
ე) მკურნალობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ვ) სხვა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(შემოხაზეთ შესაბამისი პუნქტი)
10. ქვეყანაში პირველად შემოსვლის თარიღი --,--,----წ.
11. საკონტაქტო მონაცემები:
ა) ტელეფონი: სახლის -------------- მობილური ------------- სამსახურის --------------
ელ-ფოსტის მისამართი --------------------------
ბ) საზღვარგარეთ თქვენი საკონტაქტო პირის სახელი, გვარი -------------ტელეფონი: სახლის -------
-------- მობილური ------------------ სამსახურის --------------
ელ-ფოსტის მისამართი --------------------------
გ) საქართველოში თქვენი საკონტაქტო პირის სახელი, გვარი -------------
ტელეფონი: სახლის ------------- მობილური ------------------ სამსახურის --------------
ელ-ფოსტის მისამართი --------------------------
12.განცხადება-ანკეტა მიიღო __________________________________________________________
(უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი , გვარი)