„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№381
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016542
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111012019, 13/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №381

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის  №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში (სსმ, 31.12.2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

მამუკა ბარათაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

გოგა გუგავა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი

დავით ქევხიშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

დავით ჩხეიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ვაჟა პეტრიაშვილი       – საქართველოს მთავრობის კანცელარიის ფისკალურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                        ნ. გილაური