„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №384
2011 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 65‑ე მუხლის მე‑3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, ხოლო ქ. თბილისში – ქ. თბილისის მთავრობა, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად მშენებლობის ნებართვის საჭიროების თაობაზე, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობებისათვის დადგენილი წესით.“.
2. 66‑ე მუხლის მე‑9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. 65-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქ. თბილისში – ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია.“.
3. 70‑ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.“.
4. 74‑ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.“.
5. 78‑ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.“.
6. 82‑ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.10.2011.
- როდის იქნა მიღებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.10.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №384. სარეგისტრაციო კოდი — 330130000.10.003.016544.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.10.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №384, 08.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.016544 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1489436/