განჩინება შპს „სოხუმის პროფესორის აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტი“-ს განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/9850-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111013001, 13/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

2011 წლის 3 ოქტომბერი                                           

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

განმცხადებელი: შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნ ი ვერსიტეტი”(ს/კ 251716807);

წარმომადგენელი: ნუცა არდაშელია (დირექტორი);

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2011 წლის 5სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნ ი ვერსიტეტის“ დირექტორმა ნუცა არდაშელიამ და მოითხოვა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

2011 წლის 7 სექტემბრის განჩინებით გან მ ცხადებ ელს მიეთითა განცხადებისათვის დამახასიათებელ ხარვეზთა თაობაზე და გან ი საზღვრა ვადა მის შესავსებად. 2011 წლის           19 სექტემბრის განჩინებით, აღნიშნული ვადა გაგრძელდა განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) კალენდა რ უ ლ ი დღით.

დადგენილ ხარვეზთა აღმოფხვრის მიზნით 2011 წლის 28 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნ ი ვერსიტეტის“ დირექტორმა ნუცა არდაშელიამ.

სასამართლო გაეცნო განცხადებას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონი თ დადგენილ მოთხოვნებს და მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, 20-ე, მე-21, 25-ე, 26-ე, 29-ე მუხლებით და

:

1. შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნ ი ვერსიტეტის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში;

2. მეურვედ დაინიშოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი  –  აღსრულების ეროვნული ბიურო;

3. აეკრძალოს შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ უნ ი ვერსიტეტს” ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;

4. შეჩერდეს შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნ ი ვერსიტეტის“ მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულებ ის ყველა ღონისძიება და არ და ი შვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;

5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არ ს ებული ვალების უზრუნველყოფა, შე ჩ ერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის – საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა;

6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;

7. განემარტოს შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნ ი ვერსიტეტის“ დირექტორს ნუცა არდაშელიას, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავი ანთი მოთხოვნები შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნ ი ვერსიტეტი ს” მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;

9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 18ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №23);

10. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ს“ ვებგვერდზე და სასამართლოს  დაფაზე;

11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით, განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                                               ბ. სისვაძე