,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2011 წლის 5 ოქტომბერი
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილ ების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებით (სსმ V, №19 , 01.09. 2010 წ. , მუხ. 500) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები
1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ერთეულებია:
ა) ახმეტის ტერიტორიული ორგანო – ქალაქი ახმეტა, სოფელი ბუღაანი, სოფელი ბუხრები, სოფელი ვეძები, სოფელი ნადუქნარი, სოფელი საბუე, სოფელი შახვეტილა, სოფელი ჩაჩხრიალა, სოფელი ქვემო ჩოფჩაური, სოფელი ჭართალა, სოფელი ჯაბური;
ბ) მატნის ტერიტორიული ორგანო – სოფელი მატანი;
გ) საკობიანოს ტერიტორიული ორგანო – სოფელი ბაყილოვანი, სოფელი დედისფერული, სოფელი კუწახტა, სოფელი საკობიანო, სოფელი ქორეთი, სოფელი ყვარელწყალი, სოფელი ხევისჭალა;
დ) დუისის ტერიტორიული ორგანო – სოფელი დუისი, სოფელი წინუბანი;
ე) ჯოყოლოს ტერიტორიული ორგანო – სოფელი ბირკიანი, სოფელი ძიბახევი, სოფელი ჯოყოლო;
ვ) ხალაწნის ტერიტორიული ორგანო – სოფელი დუმასტური, სოფელი ზემო ხალაწანი, სოფელი ომალო, სოფელი ქვემო ხალაწანი, სოფელი შუა ხალაწანი;
ზ) ზემო ალვანის ტერიტორიული ორგანო – სოფელი ზემო ალვანი, სოფელი ხორბალო;
თ) ქვემო ალვანის ტერიტორიული ორგანო – სოფელი ბაბანეური, სოფელი ქვემო ალვანი;
ი) მაღრაანის ტერიტორიული ორგანო – სოფელი არგოხი, სოფელი მაღრაანი, სოფელი ფიჩხოვანი;
კ) ოჟიოს ტერიტორიული ორგანო – სოფელი ალავერდი, სოფელი კოღოთო, სოფელი ოჟიო, სოფელი ჩაბინაანი, სოფელი ხორხელი;
ლ) ზემო ხოდაშნის ტერიტორიული ორგანო – სოფელი აწყური, სოფელი ახალდაბა, სოფელი ზემო ხოდაშენი, სოფელი ჩარექაული, სოფელი ხველიანდრო;
მ) ქისტაურის ტერიტორიული ორგანო – სოფელი არაშენდა, სოფელი ახალშენი, სოფელი ახშანი, სოფელი ახშნის ველები, სოფელი ინგეთი, სოფელი კოჯორი, სოფელი ოსიაური, სოფელი საჩალე, სოფელი ქისტაური;
ნ) კასრისწყლის ტერიტორიული ორგანო – სოფელი კასრისწყალი;
ო) თუშეთის ტერიტორიული ორგანო – სოფელი აგეურთა, სოფელი ალისგორი, სოფელი ბასო, სოფელი ბეღელა, სოფელი ბიქუურთა, სოფელი ბოჭორნა, სოფელი ბუხურთა, სოფელი გირევი, სოფელი გოგრულთა, სოფელი გუდაანთა, სოფელი დადიკურთა, სოფელი დანო, სოფელი დართლო, სოფელი დაქიურთა, სოფელი დიკლო, სოფელი დოჭუ, სოფელი ეთელთა, სოფელი ილიურთა, სოფელი იფხორი, სოფელი ვაკისძირი, სოფელი ვერხოვანი, სოფელი ვესტმო, სოფელი ვესტომთა, სოფელი ვეძისხევი, სოფელი თუშეთის საბუე, სოფელი ინდურთა, სოფელი ინწუხი, სოფელი კვავლო, სოფელი კოკლათა, სოფელი ნაციხარი, სოფელი ომალო, სოფელი ორციხე, სოფელი ჟველურთა, სოფელი საგირთა, სოფელი საჩიღლო, სოფელი ტბათანა, სოფელი ფარსმა, სოფელი ქუმელაურთა, სოფელი ცოკალთა, სოფელი შენაქო, სოფელი შტროლთა, სოფელი ჩიგლაურთა, სოფელი ჩიღო, სოფელი წარო, სოფელი ჭალა, სოფელი ჭერო, სოფელი ჭეშო, სოფელი ჭონთიო, სოფელი ხახაბო, სოფელი ხისო, სოფელი ჯვარბოსელი, სოფელი ჰეღო.
3. გამგეობის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით , გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.10.2011.
- როდის იქნა მიღებული „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 05.10.2011. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №37. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.162.016061.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.10.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №37, 05.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016061 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1491196/