პირველი აუქციონის გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
პირველი აუქციონის განაცხადი
„გადახდისუუნარობის შესახებ“საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, შპს „ბათუმგამწვანების“ გაკოტრების მმართველი, ფიზიკური პირი, ნუკრი ტაკიძე აცხადებს აუქციონს შპს „ბათუმგამწვანების“ (იურიდიული მისამართი: ბათუმი ნინოშვილის №13; ს/კ245442221) სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით.
აუქციონი ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ბათუმი, ზღვისპირა პარკი, ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული 2011 წლის 07 ნოემ ბ ერს, 12:00 სთ-ზე.
აუქციონზე იყიდება შპს „ბათუმგამწვანების“ კუთვნილი/ბალანსზე არსებული შემდეგი უძრავი და მოძრავი ქონება და დებიტორული მოთხოვნების საზოგადოების სასარგებლოდ, მათ შორის (შპს „საკონსულტაციო ჯგუფი რ.ჯ. მიერ მოწოდებული დასკვნის საფუძველზე ქონების ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით):
| დასახელება | რაოდენობა | რაოდენობის |
| შენიშვნა |
|
| ||||
| ბათუმში მელიქიშვილის ქუჩა №108-ში მდებარე 40,84 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასაზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი. საკადასტრო კოდი 05.26.28.032 | 1 | ცალი | 36592 |
|
| ბათუმში ანგისის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთი. საკადასტრო კოდი 05.32.01.797. | 1 | ცალი | 504765 |
|
| ბათუმში გენერალ ა. აბაშიძის №14-ში მდებარე 227.41 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი. საკადასტრო კოდი 05.26.01.001. | 1 | ცალი | 554902 |
|
| ბათუმში მ.აბაშიძის ქუჩა №2-ში მდებარე 80 კვ.მ შენობა-ნაგებობა და 112 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საკადასტრო კოდი 05.21.07.002. | 1 | ცალი | 238400 |
|
| შემდეგი აქტივები ავტომანქანის მისაბმელი ტრაქტორის მისაბმელი №7609, ტრაქტორის მისაბმელი წყლის ველოსიპედი, ნიველირი -, ტელევიზორის მაგიდა-. მაგიდის კოპლექტი-, კომპიუტერი და პრინტერი, საპრფარეშო, კროშკაგარე განათების ბოძები-, სანიაღვრე ჭის ლუქები- შეზლონგი -, ნავთის ღუმელი -, შეზლონგი (ტაპჩანი) - ქოლგა -, ფარდა, ნოხი პალასი -, სკამი - რკინის კარადა. |
|
| 4005 |
|
| 1996 წელს გამოშვებული ტრაქტორი დტ-75 | 1 | ცალი | 2500 | ტექ.პასპორტი არ გააჩნია და ამორტიზებულია |
| მცენარეები |
|
| 34359 |
|
|
|
|
|
|
|
| დებიტორული მოთხოვნები: |
|
|
|
|
| ბეგლარ დავითაძე |
|
| 500 |
|
| სს „აბაშიძე და კომპანია“ |
|
| 23760 |
|
| მერიის კეთილმოწყობის სამსახური |
|
| 102590 |
|
| სსიპ ზღვისპირა პარკი |
|
| 9709.55 |
|
| მინისტრთა საბჭო |
|
| 70000 |
|
შენიშვნა: დებიტორული მოთხოვნები დაჯამებულია ბუღალტრული დოკუმენტაციის საფუძველზე.
აუქციონზე გასაყიდი სამეურვეო ქონების საწყისი ფასია 1582082.55 (ერთი მილიონ ხუთას ოთხმოადაორი ათას ოთხმოცდაორი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა გაკოტრების მმართველს უნდა მიმართოს არა უგვიანეს 2011 წლის 07 ნოემბრის 11საათისა განაცხადით შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი ზღვისპირა პარკი ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული (ტელ: 871 33 17 74), აუქციონში მონაწილეობის თაობაზე და წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ა) დოკუმენტი სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ბეს სახით საზოგადოების ანგარიშზე განთავსების თაობაზე ან წარმ ოად გინოს საბანკო გარანტია სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ოდენობით,რომლითაც მოხდება აუქციონზე დაფიქსირებული შესყიდვის ფასის გადახდის უზრუნველყოფა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 15 საბანკო დღისა;
ბ) იურიდიული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპანიის გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე შესყიდვის თაობაზე;
გ) პირადობის მოწმობა.
გაკოტრების მმართველი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სრულყოფილებას, რის შემდეგაც რეგისტრაციაში ატარებს განაცხადს და აფიქსირებს მიღების დროს.
აუქციონის დანიშვნის შესახებ გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებული დროის შემდეგ მონაწილეთა განცხადებების მიღება წყდება.
აუქციონზე გამარჯვების კრიტერიუმია მაქსიმალური ფასის შეთავაზება, მაგრამ არანაკლებ საწყისი ფასისა.
აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალება საზოგადოების ანგარიშზე(მიმართეთ გაკოტრების მმართველს) შეიტანოს გადასახდელი თანხა სრულად 20საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, დადგენილი წესით, წარმოეშობა საკუთრების უფლება. თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდება, გადახდილი ბე არ დაუბრუნდება ან ამოქმედდება საბანკო გარანტია.