„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2248
სარეგისტრაციო კოდი
240.090.000.05.001.001.270
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 02/06/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 3.06.2002, მუხ. 61) მე-19 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. „ო.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო.ბ) სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის ნებართვა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;“.

2. „ო.ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო.კ“ ქვეპუნქტი:

„ო.კ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 8 მაისი.

№2248–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.05.2003.
როდის იქნა მიღებული „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.05.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2248. სარეგისტრაციო კოდი — 240.090.000.05.001.001.270.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №2248, 08.05.2003, სარეგისტრაციო კოდი 240.090.000.05.001.001.270 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14914/