„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №392
2011 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილე ბ ის შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ „ტყითსარგებლობის წესში“:
1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სოციალური ჭრა ხორციელდება არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით (მათ შორის, ნახანძრალი და ძირნაყარი ხე-ტყე, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ან/და მოწყობისას მოჭრილი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზია ნტისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი, ასევე მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსი) უზრუნველყოფის მიზნით.“.
2. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ თავის მიზნებისათვის მერქნული რესურსია სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, აგრეთვე ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ან/და მოწყობისას მოჭრილი მერქნული რესურსი (გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზია ნ ტი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი, ამ წესის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 58-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 59-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი, ასევე მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსი.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური