„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№539
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.016257
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111017026, 17/10/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №539

2011 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.10, №172, მუხლი 2549) დამტკიცებული ინსტრუქციის :

1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტ შ ი/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;“.

2. 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონლის რეექსპორტით გატანისას სასაქონლო დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნა, ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიების განხორციელება;

ბ) შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიების განხორციელება;“.

3. 32მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეცვალოს დეკლარაციაში მითითებული მონაცემები საქონლის გაშვების შემდეგ, ამასთან:

ა) დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის სახეობების რაოდენობის (გრაფა 5) ან/და საქონლის  რაოდენობის (გრაფები: 38, 41) ან/და საქონლის ღირებულებისა და საქონლის სატარიფო ღირებულების (გრაფები: 42, 46) ან/და გადასახდელების თანხის (გრაფები: 47, B) შემცირება შესაძლებელია მხოლოდ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად (გარდა ამ პუნქტის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ) როდესაც დეკლარანტი წარადგენს წარმოშობის სერტიფიკატს, რომელიც ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენებას, გადასახდელების თანხის (გრაფები: 47, B) შემცირება შესაძლებელია საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების გარეშე;

გ) გაფორმების ორგანოში დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია დეკლარაციაში ცვლილება განხორციელდეს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების გარეშე, თუ საქონელს არ დაუტოვებია გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორია, ან როდესაც საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დარღვეული იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა, ან როდესაც დეკლარირებული საქონლის მონაცემები არასწორად აისახა დეკლარაციაში;

დ) დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის რაოდენობის ან/და ღირებულების ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე.“.

4. 70-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გადამუშავებული საქონლის/ნაშთის/ნარჩენების საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანის მიზნით წარედგინება სასაქონლო დეკლარაცია.“.

5 . 8 2-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 1 პუნქტი:

„1 1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, „ოქროს სიის“მონაწილის სტატუსი პირს შესაძლებელია მიენიჭოს 81-ე მუხლი ს პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი თ დადგენილი პირობების დაკმაყოფილების გა რეშეც, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ გ ა ნახორციელებს ს აქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე  არანაკლე ბ  5,0 მლნ ლარი ს სატარიფო ღირებულების საქონლის  (ძირითადი საშუალებების) იმპორტ ს „ოქროს სიის“მონაწილის სტატუსი ს მიღებიდან ერთი წლის ( უწყვეტი 12 კალენდარული თვის) განმავლობაში .“.

6. 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემოსავლების სამსახური ამოწმებს „ოქროს სიის” მონაწილის მიერ 81-ე მუხლით ან 82-ე მუხლის 1 1 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, რომელიც აითვლება სტატუსის მინიჭების მომენტიდან.

3. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ 81-ე მუხლით ან 82-ე მუხლის 1 1 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობის ან/და საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ხორციელდება „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის გაუქმება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემით. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-7 ან/და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილება წარმოადგენს „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის დაუყოვნებლივ გაუქმების საფუძველს.“.

7. 89-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) პირი საქონლის  იმპორტში მოქცევის მიზნით საქონლის წინასწარი დეკლარირებისას;“;

 ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმპორტის გადასახდელები გადახდილი უნდა იქნეს საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა, „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვე ვა ში – საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 1 5 კალენდარული დღისა, ხოლო ამ ინსტრუქციის 82-ე მუხლით გათვალისწინებული „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი საქონლის გაფორმებისას – საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . გვინდაძე