“ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის N131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№133
სარეგისტრაციო კოდი
300160070.54.066.016017
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111018001, 18/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №133

2011 წლის 1 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი ს“დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის № 131 ბრძანება შ ი ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“დამტკიცების თაობაზე” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის № 131 ბრძანებით (ვებგვერდი 111013020,17/10/2011 წ.) დამტკიცებულ საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საწარმოს სერტიფიცირებას – სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანას, სერტიფიკატის და/ან მისი დანართის დუბლიკატის გაცემას, სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობას, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ს ისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).”.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განმცხადებელი, სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №1-ით დადგენილ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე საწარმოს მიერ სააგენტოში წარდგენილ განცხადება ზე სერტიფიკატის განახლებასთან, დუბლიკატის გაცემასთან, აგრეთვე, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.

3. მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სერტიფიკატის გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა.”.

4. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 17 ოქტომბრიდან.

ი. დავითაძე

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს

საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს

განცხადება

გთხოვთ, –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(მიეთითოს: სერტიფიკატის გაცემა, განახლება, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილების შეტანა, სერტიფიკატის და/ან მისი დანართის დუბლიკატის გაცემა)

 

საწარმოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საწარმოს იურიდიული მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ძირითადი საწარმოო ბაზის ადგილმდებარეობა –––––––––––––––––––––––––––––––

საწარმოს სადგურები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ტელეფონი –––––––––––––;         ფაქსი ––––––––––––;    ანგარიშსწორების ანგარიში

განცხადებას თან ერთვის: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

(თანდართული საბუთების ზუსტი ჩამონათვალი, გვერდების რაოდენობის მითითებით)

 

საწარმოს ხელმძღვანელი      ––––––––––––––––––       ––––––––––––––––––––––––

 

(ხელმოწერა)                                                (სახელი, გვარი)

 

ბ.ა.                          ––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                                       (თარიღი)”

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის N131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.10.2011.
როდის იქნა მიღებული “ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის N131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
“ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის N131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 17.10.2011. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №133. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.54.066.016017.
რამდენი მუხლისგან შედგება “ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის N131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის N131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის N131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.10.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება “ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის N131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №133, 17.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016017 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1492256/