„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №540
2011 წლის 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში (სსმ III, 11.10.2010, №130, მუხ. 1897) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციის ა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე”.
2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს:
ა) ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები“ (დანართი №1);
ბ) ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი“ (დანართი №2);
გ) ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების კვარტალური ანგარიშის ფორმა (დანართი №3).“.
3. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წეს ი სა და პირობებ ის“ (დანართი №1):
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, აგრეთვე ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილების, ლიზინგის ფორმით გადაცემ ისა და რეალიზაციის წესსა და პირობებს.“;
ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ქონების განკარგვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ქონების რეალიზაცია, განაწილება, განადგურება და ლიზინგის ფორმით გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;
გ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1” ქვეპუნქტი:
,,ე1) ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა – სააგენტოს მიერ ქონების სარგებლობაში გადაცემა განსაზღვრული ვადით, დადგენილი პერიოდულობით საზღაურის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლო გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით;“;
დ) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ქონება ინახება მისი განაწილების, ლიზინგის ფორმით გადაცემ ის, რეალიზაციის ან განადგურების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.“;
ე)მე-6 მუხლის პირველი პუნქ ტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ქონების განადგურების, განაწილების, ლიზინგის ფორმით გადაცემის ან რეალიზაციის (მათ შორის, რეალიზაციის ფორმის) შესახებ გადაწყვეტილებას, ქონების სპეციფიკისა და რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.”;
ვ)მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ქონების განკარგვის ფორმებია:
ა) ქონების რეალიზაცია აუქც იონის (ელექტრონული, საჯარო) ფორმით;
ბ) ქონების რეალიზაცია პირდაპირი მიყიდვის ფორმით:
ბ.ა) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;
ბ.ბ) სავაჭრო ობიექტების (მათ შორის, ინტერნეტ-მაღაზიის) საშუალებით;
გ) ქონების რეალიზაცია მესამე პირის მეშვეობით;
დ) ქონების განაწილება;
ე) ქონების განადგურება;
ვ) ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა.”;
ზ) მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. აუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 5 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს საგარანტიო თანხა/ბე ან წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (მათ შორის, ელექტრონული სახით).“;
თ) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:
,,111. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, ხოლო დამარცხებულს უფლება აქვს მოითხოვოს საგარანტიო თანხის/ბეს დაბრუნება, რომელიც უნდა დაუბრუნდეს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღისა.“;
ი) მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:
,,მუხლი 191. ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა
1. ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის მიზანია ქონების მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის ქონების გადაცემა განსაზღვრული ვადით საზღაურის სანაცვლოდ, მისი გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით.
2. გადაწყვეტილებას ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის თაობაზე სააგენტო იღებს ქონების სპეციფიკისა და ღირებულების გათვალისწინებით.
3. ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის წლიური საფასური ს საწყისი ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს მიერ შერჩეული ექსპერტის ან/და აუდიტორის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული ქონების ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
4. ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ლიზინგის მიმღების შერჩევა ხდება ინტერნეტ-აუქციონის საფუძველზე.
5. ინტერნეტ-აუქციონის ჩატარების მიზანია ლიზინგის ფორმით განსაზღვრული ვადით სარგებლობაში გადაეცეს ქონება იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს, ხოლო თუ ინტერნეტ-აუქციონი გამოცხადდა პირობებით, ლიზინგის ფორმით ქონება გადაეცემა იმ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს გამოცხადებულ პირობებს და ამასთანავე ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.
6. სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს საგარანტიო თანხის/ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტი ის წარდგენის ვალდებულება და განსაზღვროს მისი ოდენობა.
7. ინტერნეტ-აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული დღისა, სააგენტო შესაბამის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) ინტერნეტ-აუქციონის დაწყების და დასრულების დროს (აუქციონის ხანგრძლივობა მისი გამოცხადებიდან დასრულებამდე არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს);
ბ) ლიზინგის ფორმით გადასაცემი ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობას და მოკლე აღწერას;
გ) ლიზინგის ფორმით გადასაცემი ქონების წლიური საფასური ს საწყის ოდენობას და ბიჯის ოდენობას;
დ) საგარანტიო თანხ ის/ბეს ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტი ის ოდენობას (არსებობის შემთხვევაში);
ე) ლიზინგის ფორმით გადასაცემი ქონების სარგებლობის ვადას და პირობებს;
ვ) ინტერნეტ-აუქციონის ჩატარების პირობებს.
8. ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტ-აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის განცხადება;
გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარით და პირადობის მოწმობის ნომრით, იურიდიული პირის დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით.
9. ინტერნეტ-აუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 5 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს საგარანტიო თანხა/ბე, როგორც ,,ინტერნეტ ბანკინგის” საშუალებით, ისე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ან წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტი ა (მათ შორის, ელექტრონული სახით).
10. ინტერნეტ-აუქციონში ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.
11. ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერაც ინტერნეტ-აუქციონის დასრულებამდე შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში კი მონაწილე, რომლის მიერაც შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი, პირობების გათვალისწინებით.
12. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს ეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგის შესახებ ელექტრონული ფორმით, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
13. თუ მონაწილე ვერ გაიმარჯვებს ინტერნეტ-აუქციონში, მას უფლება აქვს მოითხოვოს საგარანტიო თანხის/ბეს უკან დაბრუნდება, რომელიც უნდა დაუბრუნდეს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, საგარანტიო თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო შემოთავაზებულ ფასში.
14. თუ არ მოხდება ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების ფასის არა უმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.
15. თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც არ განხორციელდა ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მიიღოს გადაწყვეტილება ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით ლიზინგის ფორმით გადაცემის თაობაზე.
16. ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, გამარჯვებულის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, სააგენტოსა და ქონების ლიზინგით მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლი ს საფუძველზეც მხარეები თანხმდებიან შესაბამის პირობებზე.“.
4. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი ს” (დანართი №2):
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციის ა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წეს ი”;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. ზოგადი დებულებები
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების (შემდგომში – ქონება) რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესს.”;
გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. სააგენტოს დაფინანსების წყარო და მოცულობა
1. სააგენტოსათვის გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემისთვის აუცილებელი ხარჯები გაიწევა სააგენტოს დაფინანსებიდან.
2. სააგენტოს დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ყოველწლიურად დამტკიცებული სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის მოცულობით.“;
დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგენს კვარტალურ ანგარიშს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. კვარტალურ ანგარიშში მიეთითება მონაცემები განვლილი კვარტალის განმავლობაში და წლის დასაწყისიდან მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების შესახებ (დანართი №3).“.
5. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების გაანგარიშება 20–––წლის–– კვარტალის მდგომარეობით
|
| დასახელება | საანგარიშო კვარტალი | წლის დასაწყისიდან |
| 1 | 2 | 3 | 4 |
| 1
| ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გარდამავალი ნაშთი (+/–) |
|
|
| 2
| ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობა |
|
|
| 3
| სააგენტოს დაფინანსება ამონაგები თანხიდან |
|
|
| 4
| საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი |
|
|
| 5
| გადარიცხულია ბიუჯეტში (თანხა ლარებში) |
|
|
| 6
| დარიცხულია ბიუჯეტის სასარგებლოდ (2-3-4) (თანხა ლარებში) |
|
|
| 7
| ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას (6+1–5) (თანხა ლარებში) |
|
|
“
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე