საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრისა და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანება №2-41/31 2000 წლის 23 მარტი ქ. თბილისი საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მარცვეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის ურთიერთმოქმედების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 23.03.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-41
სარეგისტრაციო კოდი 000000100.01(2).004.000151
გამოქვეყნების წყარო სსმ, 26, 29/03/2000
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.03.2000 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრისა და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ერთობლივი ბრძანება №2-41/31
2000 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მარცვეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის ურთიერთმოქმედების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 100.012.004.151
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრისა და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ერთობლივი ბრძანება №2-41/31
2000 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მარცვეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის ურთიერთმოქმედების შესახებ
სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (შემდგომში – საქსტანდარტი) და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის (შემდგომში – ინსპექცია) მიერ „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“, „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად, მარცვლეულის, ფქვილისა და მზა პროდუქციის (შემდგომში – ნედლეული და მზა პროდუქცია) სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის დროს უწყებებს შორის პარალელიზმისა და დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, ვბრძანებთ:
1. საქსტანდარტი და ინსპექცია ერთობლივად ახორციელებენ:
1. უხარისხო ნედლეულისა და პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის ფაქტების გამოსავლენად წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ხოლო ოპერატიული საჭიროების შემთხვევაში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ერთობლივი შემოწმებების ჩატარებას და შესაბამისი აღმკვეთი ღონისძიებების განხორციელებას.
2. ნედლეულისა და პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მოქმედ კანონებსა და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადებას.
2. საქსტანდარტი ახორციელებს:
1. მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლს, მისი წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციის დროს.
2. არასერტიფიცირებული და უხარისხო მზა პროდუქციის მწარმოებლისა და რეალიზატორისადმი შესაბამისი სანქციების გატარებას.
3. სასოფლო-სამეურნეო და კვების მრეწველობის პროდუქტებზე ახალი ქართული სტრანდარტების შემუშავებასა და ძველში ცვლილებების შეტანის ან გაუქმების ხელშეწყობას, დამტკიცებას და რეესტრში შეტანას.
4. ნედლეულისა და პროდუქციის იმპორტისას სერტიფიკატის ურთიერთაღიარების შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატის აღიარების უფლების დელეგირებას შესაბამისი სერტიფიკაციის ორგანოებისათვის, სასოფლო-სამეურნეო და კვების მრეწველობის პროდექციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანოს მოსაზრების გათვალისწინებით.
3. ინსპექცია ახორციელებს:
1. ადგილობრივი წარმოების და საიმპორტო-საექსპორტო მარცვლეულისა და ფქვილის (შემდგომში – ნედლეული) ხარისხის კონტროლის, მისი წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის დროს.
2. შემუშავებული გეგმის მიხედვით, მარცვალგადამამუშავებელ საწარმოთა ინსპექტინრებას ნედლეულის გადამუშავებისა და შენახვის პერიოდში.
3. არასერტიფიცირებული და უხარისხო ნედლეულის მწარმოებლისა და რეალიზატორისადმი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
4. სასოფლო-სამეურნეო და კვების მრეწველობის პროდუქციის ცენტრალური ორგანოს მეშვეობით საქსტანდარტიდან საჭირო ინფორმაციის დროულად მოპოვებას.
ბ. გულუა
ჯ. მანჯგალაძე