სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.10.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
ნომერი №თევზ-საჭერი ბადე-იარაღის დასახე-ლება (საშუა-ლებები)
სარეგისტრაციო კოდი 410040000.22.023.016089
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111019012, 21/10/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.10.2011 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| 1 | 2 |
| თევზ-ჭერის (ცდის) რიგითი ნომერი | თევზ-საჭერი ბადე-იარაღის დასახე-ლება (საშუა-ლებები) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 13.09.2010
დოკუმენტის ტექსტი
სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 63.0pt 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება №21
2011 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ
„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბერის №41 ბრძანება.
მუხლი 3🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესი
მუხლი 1🔗
სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესი (შემდგომში _ წესი) არეგულირებს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗
1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერით დაინტერესებულმა პირმა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) თევზჭერის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, უნდა წარმოადგინოს დაგეგმილ თევზჭერასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სადაც მოცემული იქნება:
ა) მონაცემები სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერით დაინტერესებული პირის შესახებ;
ბ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის მიზნები, ამოცანები და სამიზნე ობიექტები (თევზის და/ან სხვა ჰიდრობიონტის ქართული და ლათინური სახელწოდებები);
გ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით მოსაპოვებელი თევზის და/ან სხვა ჰიდრობიონტის მაქსიმალური ოდენობა, შესაბამისი დასაბუთებით;
დ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელების კონკრეტული ვადები, შესაბამისი დასაბუთებით;
ე) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელების ადგილი (წყალსატევის დასახელება, თევზჭერის ადგილის კოორდინატების ან სახმელეთო ორიენტირების მითითებით), შესაბამისი დასაბუთებით;
ვ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის გამოსაყენებელი საჭირო მცურავი საშუალებების, თევზჭერის საშუალებებისა და ხერხების დეტალური აღწერა, შესაბამისი დასაბუთებით.
2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში _ სააგენტო) მიერ ინიციირებული თევზჭერის განმახორციელებელ პირს სამინისტროს თანხმობის გარეშე შეუძლია განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა.
3. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განმახორციელებელი ვალდებულია:
ა) ისარგებლოს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მხოლოდ იმ სახეობებით და ოდენობით, რომლებიც მითითებულია წინასწარ წარმოდგენილ ინფორმაციაში;
ბ) განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა იმ ხერხებითა და საშუალებებით, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე და ვადებში, რომლებიც მითითებულია წინასწარ წარმოდგენილ ინფორმაციაში;
გ) დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერის წესები;
დ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის დროს თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრილი თევზის ან სხვა ჰიდრობიონტების ის სახეობები, ან/და ის ნაწილი, რომელიც აღემატება სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის საჭირო რაოდენობას, რომელიც არ არის მითითებული წინასწარ წარმოდგენილ ინფორმაციაში, დაუყოვნებლივ გაუშვას საბინადრო გარემოში ცოცხალ მდგომარეობაში;
ე) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს სამინისტროში და სააგენტოში ანგარიში სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის შედეგების შესახებ და შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალი (დანართი).
4. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჩატარებაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო, ხოლო დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე, სსიპ _ დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს სამინისტრო მის მიერ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჩატარებაზე თანხმობის გაცემის შემთხვევაში მის თანხმობასთან ერთად დაუყოვნებლივ წარუდგენს სააგენტოს.
6. იმ შემთხვევაში, როცა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა მიზნად ისახავს თევზჭერის ლიცენზიანტებისათვის წლიური მოსაპოვებელი თევზის რესურსის (კვოტის) განსაზღვრას, სამინისტრო სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის შედეგების შესახებ ანგარიშის წარმოდგენიდან ორი კვირის ვადაში უგზავნის თავის მოსაზრებებს სააგენტოს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით.
მუხლი 3🔗
1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელებისას დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები თევზჭერის წესებთან, ვადებთან, ადგილებთან, მოსაპოვებელ სახეობებთან და სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით და მათი დარღვევა განიხილება როგორც თევზჭერის წესების დარღვევა და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განმახორციელებელი სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალს იღებს სააგენტოში.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაკუთრებულ შემთხვევებში სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა შესაძლებელია განხორციელდეს აკრძალული ბადე-იარაღებით (ხერხები, საშუალებები), ვადებში და ჭერისათვის აკრძალულ სახეობებზე, გარდა საქართველოს „წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობებისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი განსაკუთრებული შემთხვევა შესაძლოა იყოს:
ა) თევზჭერის ლიცენზიების მფლობელთათვის (შემდგომში – ლიცენზიანტი), ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული კვლევების (სარეწაო მარაგის დადგენის) მიზნით თევზჭერა;
ბ) სათანადო დასაბუთების საფუძველზე ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიერ დაგეგმილი სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა.
4. ლიცენზიანტის მიერ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევჭერის საფუძველზე მოპოვებული იმ თევზის რესურსის ოდენობა, რომელიც მისთვის კვოტითაა დადგენილი, ჩაითვლება მისთვის დაწესებულ საერთო კვოტაში, ხოლო მის მიერ მოპოვებული იმ თევზის რესურსის ოდენობა, რომელიც მისთვის კვოტით არაა დადგენილი, მაგრამ განცხადებაში აქვს მითითებული, რჩება მის საკუთრებაში.
5. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის საფუძველზე მოპოვებულ თევზის რესურსზე სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განმახორციელებლი პირი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს იხდის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისას სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელებას ესწრება სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.
მუხლი 4🔗
1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჩატარებისთვის დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებში ცვლილებების შეტანის ან ჭერებზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) რესურსით ჭარბი და არასწორი სარგებლობის თავიდან აცილება;
ბ) კონკრეტული ჰიდრობიონტებით სარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა მათი გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა;
გ) ამ მოთხოვნების შეუსაბამობა ჰიდრობიონტების შენარჩუნების, დაცვისა და აღწარმოების მიზნებთან;
დ) წარმოდგენილ ინფორმაციაში მითითებული ჭერის მიზნებისა და ამოცანების შეუსაბამობა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესებთან.
2. ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, აგრეთვე ამ დებულების დანართით დამტკიცებული სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა შესაძლებელია გახდეს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შეწყვეტის საფუძველი, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.
მუხლი 5🔗
1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალი წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის მიმდინარეობის, ჭერილის შემადგენლობის და რაოდენობის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც თევზჭერის განხორციელებამდე აუცილებელია იყოს დანომრილი და დალუქული სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.
2. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალის წარმოება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) ჟურნალში ყველა სვეტის შევსება სავალდებულოა;
ბ) პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ ჭერის ყოველი ცდის დაწყებისთანავე;
გ) მე-6, მე-7, მე-8 და მე-10 სვეტის შევსება წარმოებს უშუალოდ ჭერის ყოველი ცდის დამთავრებისთანავე;
დ) მე-9 სვეტი ივსება არსებობის შემთხვევაში;
ე) ყველა ჩანაწერი სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალში წარმოებს ბურთულიანი კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ, დაუშვებელია ფანქრით ან სხვა ისეთი საწერი საშუალებებით შევსება, რომელთა წაშლაც ადვილია, ასევე აკრძლულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ ჟურნალის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შესაბამისი მონაცემების გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“ და ჟურნალის მომდევნო გვერდზე – ჩანაწერი აღნიშნული შეცდომის შესახებ;
ვ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალში მონაცემთა შეტანა წარმოებს საქართველოს დროით, სახელმწიფო ენაზე;
ზ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალის პირველ გვერდზე მიეთითება მონაცემები სამცენიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერით დაინტერესებული პირის შესახებ;
თ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერით დაინტერესებული პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს სააგენტოს;
ი) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალის დაკარგვა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერით დაინტერესებულ პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან;
კ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალის აღების შემთხვევაში ძველი სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალი წარედგინება სააგენტოს.
3. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა, ასევე მონაცემთა არასწორი შეტანა, ჩაითვლება თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებად.
4. პასუხისმგებლობა წესების დარღვევისათვის ეკისრება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განმახორციელებელ პირს.
დანართი
სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალი
თევზ-ჭერის (ცდის) რიგითი ნომერი
თევზ-საჭერი ბადე-იარაღის დასახე-ლება (საშუა-ლებები)
თევზ-ჭერის
ადგი-ლი
მონაცე-მები
მცურა-ვი საშუა-ლების შესახებ
თევზ-ჭერის (ცდის) დაწყე-ბის დრო (წელი, თვე, რიცხვი, საათი)
თევზ-ჭერის (ცდის) დამთავ-რების დრო (წელი, თვე, რიცხვი, საათი)
ჭერი-ლის ოდე-ნობა (რაო-დენობა სახეო-ბების მიხედ-ვით)
თანჭე-რილის მონაცე-მები სახეოე-ბების მიხედ-ვით, მ/შორის „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები
საბი-ნადრო გარე-მოში ცოც-ხალ მდგო-მარეო-ბაში გაშვე--ბული ჰიდრო-ბიონ-ტები, სახეო-ბებისა და რაოდე-ნობის მიხედ-ვით
პასუ-ხის-მგებე-ლი პირის ხელ-მოწერა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10