„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5124-IIს
სარეგისტრაციო კოდი
120190000.05.001.016435
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111019018, 19/10/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონ ის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 19) მე-8 მუხლის:

ა)მე-2 და მე-3 პუნქტ ები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, შიდა გადამუშავება და გარე გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა ხორციელდება ნებართვის საფუძველზე, რომელსაც იარაღის, მათ შორის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის, დამზადებასთან, წარმოებასთან და შეკეთებასთან (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) დაკავშირებულ სამუშაოებზე გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ ი საჯარო სამართლის იურიდიულ ი პირ ი– შემოსავლების სამსახურ ი.

3. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტზე ნებართვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ აღნიშნული პროდუქცია ამ კანონის მე-6 მუხლის „ვ“ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ ნუსხაში ვარსკვლავით არის აღნიშნული; ასეთ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.“;

ბ)მე-13 პუნქტ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოს, რომელმაც გასცა ნებართვა, შეუძლია გააუქმოს ან შეაჩეროს ნებართვის მოქმედება, თუ ექსპორტიორმა (იმპორტიორმა) დაარღვია საექსპორტო და საიმპორტო ოპერაციათა ჩატარების წესი ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 13 ოქტომბერი.

№5124 –IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.10.2011.
როდის იქნა მიღებული „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.10.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5124-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 120190000.05.001.016435.
რამდენი მუხლისგან შედგება „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.10.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5124-IIს, 13.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 120190000.05.001.016435 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1493946/