ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიები გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც სათანადო საქმიანობები ხორციელდება, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში).

საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025