„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5098-IIს
სარეგისტრაციო კოდი
050060000.05.001.016439
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111021012, 21/10/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“საქართველოს კანონ შ ი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. მე-2 მუხლის „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) განმცხადებელი −ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ითხოვს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციას ან და რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლებას;“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული

  აღნიშვნის ს ხვა სახელმწიფოში რეგისტრაცია და დაცვა

1. საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ,ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა სხვა სახელმწიფოში სარეგისტრაციოდ წარადგინონ მხოლოდ მ ისი საქართველოში რეგისტრაციის შემდეგ.

2. თუ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის„საქპატენტში“რეგისტრაციისას განმცხადებელი არის საჯარო ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, „საქპატენტი“უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სხვა სახელმწიფოში რეგისტრაციისა და დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები.“.

3. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. 2011 წლის 31 ოქტომბრამდე„საქპატენტმა“უზრუნველყოს„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის−„საქპატენტის“დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის№181 დადგენილებით დამტკიცებული„საჯარო სამართლის იურიდიული პირის−საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის−„საქპატენტის“დებულების“ამ კანონის მე-10 მუხლთან შესაბამისობ ა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 ოქტომბერი.

№5098II