განჩინება შპს „მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის“ გაკოტრების კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2011წლის 7 ოქტო მბერი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილ ი
ზეპირი მოსმენის გარეშე ერთპიროვნულად განიხილა შპს ,,მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის” გაკოტრების მმართველის გიორგი მერებაშვილის განცხადება გაკოტრების კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 27-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოცემულ საქმეზე კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 27 ოქტომბერ ს 1400 საათისათვის გორის რაიონული სასამართლოს შენობაში (მის.: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. №30).
დღის წესრი განისაზღვროს შემდეგნაირად: 1. გაკოტრების მმართველის ანგარიშის განხილვა; 2. შპს ,,მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.
2. კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დაეგზავნოთ მოვალეს, გაკოტრების მმართველს და კრედიტორებს.
3. განჩინების მხოლოდ შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა განხორციელდეს გაკოტრების მმართველის გიორგი მერებაშვილის მიერ.
მოსამართლე დ. პაპუაშვილი