განჩინება შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
2011წლი ს 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად განიხილა შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანის“მიმართ წარმოებულ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის 121 პუნქტის თანახმად, თუ მე-2 აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, კრედიტორები უფლებამოსილნი არიან ქონება ნატურით მიიღონ საკუთრებაში ან გაკოტრების მმართველს განუსაზღვრონ ქონების გაყიდვის წესი. ამ ნორმის გათვალისწინებით, შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანის“კრედიტორებმა 2010 წლის 17 დეკემბერის კრედიტორთა კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრეს სამეურვეო ქონების გაყიდვის წესი და დაადგინეს, რომ ქონება საწყის ფასად – 191075 ლარად – კვლავ გაეტანა გაკოტრების მმართველს აუქციონზე გასაყიდად. ამასთან, კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებით, განისაზღვრა აუქციონის ჩატარების ვადა – 2010 წლის 17 დეკემბრიდან ერთი თვე. ამავე გადაწყვეტილებით კრებაზე გამოცხადებულმა კრედიტორებმა ერთხმად გამოხატეს ნება, რომ თუ კვლავ ვერ მოხერხდებოდა აუქციონზე ქონების რეალიზაცია, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდებოდა მოვალის ქონების ნატურით მიღების გზით.
2012 წლის 30 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანის“გაკოტრების მმართველმა ვახტანგ კაპანაძემ და განმარტა, რომ კრედიტორთა მიერ განსაზღვრული ქონების გაყიდვის წესით სამეურვეო ქონების რელიზაციის მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. კრედიტორებს გაკოტრების მმართველმა შესთავაზა ქონების ნატურით მიღება. 2011 წლის 21 ივლისს კრედიტორებთან, გარდა სსიპ –შემოსავლების სამსახურისა, გაფორმდა ხელშეკრულება სამეურვეო ქონების ნატურით მიღების წესის თაობაზე. რაც შეეხება უზრუნველყოფილ კრედიტორს სსიპ – შემოსავლების
სამსახურს, ის მართალია გამოთქვამს თანხმობას ქონების ნატურით მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა მიაჩნია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს კრედიტორთა კრებაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გაკოტრების მმართველი ითხოვს კრედიტორთა კრების მოწვევას შემდეგი დღის წესრიგით: შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანის“სამეურვეო ქონების ნატურით კრედიტორებზე განაწილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ გაკოტრების მმართველის მოთხოვნა შეესაბამება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესს, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების მოწვევას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 38-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანის“ (ს/კ 209456792) მიმართ გახსნილი გაკოტრების საქმეზე მოწვეულ იქნ ე ს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა) გაკოტრების მმართველის მიერ გაწეული საქმიანობის და მისგან გამომდინარე შედეგების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა და ანალიზი;
ბ) შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანის“სამეურვეო ქონების ნატურით კრედიტორებზე განაწილება;
2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2011 წლის 2 ნოემბერი 10 (ათი) საათი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია,მდებარე თბილისში, დავით აღმაშენებლის მე-12 კილომეტრი, №6 მისამართზე, სასამართლო სხდომის დარბაზი №23;
3. განჩინება გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2011 წლის 26 ოქტომბრისა „საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც. „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანის“გაკოტრების მმართველს ვახტანგ კაპანაძეს, მასვე დაევალოს მოვალისა და კრედიტორთათვის კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებების ჩაბარება და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა;
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბ. სისვაძე