„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№547
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016262
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111024035, 24/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №547

2011 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2010  წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებულ ინსტრუქცი ა ში შე ტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:

1. 72-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე” ქვეპუნქტი:

„ე) საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის შემთხვევაში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე დღგ-ის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტ ზე.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის XIX2 თავი:

„თავი XIX2

საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტისას  დღგ-ის გადახდის წესი

    მუხლი 757. დღგ-ით დაბეგვრის წესი

1. პირი, რომელიც ახორციელებს საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში (შემდგომში – საწყობი) შეძენილი უცხოური საქონლის დღგ-ით დასაბეგრ იმპორტს, ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად წარუდგინოს გაანგარიშება „საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში შეძენილი უცხოური საქონლის იმპორტისას საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე გადასახდელი დღგ-ის შესახებ” (შემდგომში – გაანგარიშება) №III-27 დანართის შესაბამისად.

2. გაანგარიშებას თან უნდა დაერთოს ამავე გაანგარიშებით კუთვნილი (გაანგარიშებაში მოცემული ცხრილის მე-6 სვეტში მითითებული) დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. იმ შემთხვევაში, თუ საწყობში შეძენილი უცხოური საქონლის იმპორტს ახორციელებს პირი, რომლისთვისაც საქონლის მიწოდება საგადასახადო კანონმდებლობით გათავისუფლებულია დღგ-ისაგან, გაანგარიშებაში მოცემული ცხრილის მე-6 სვეტის შესაბამის  გრაფაში დაისმევა ტირე ’’–‘’.

4. დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი გაანგარიშებასთან ერთად წარმოადგენს დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტს, რომელზეც არ ვრცელდება დღგ-ის ჩათვლისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი შეზღუდვები.

5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის შესაბამისად იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლა პირს არ ათავისუფლებს საწყობში შეძენილი უცხოური საქონლის დღგ-ით დასაბეგრი იმპორტისას სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად გაანგარიშების წარდგენისა და გაანგარიშებით კუთვნილი დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებისაგან.“.

3. დაემატოს დანართი №III-27 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ.  გვინდაძე

დანართი №III-27

   გ ა ა ნ გ ა რ ი შ ე ბ ა

საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში შეძენილი  უცხოური საქონლის იმპორტისას საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და  სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე გადასახდელი დღგ-ის შესახებ

 

1.იმპორტის სასაქონლო   დეკლარაციის

 

 

     №         

 

 

       

 

 

 

 

 

 

 

 

 

თარიღი

 

2. დეკლარანტი (გადასახადის გადამხდელი) -------------------------------------------------

                                                                                           (დასახელება/ სახელი, გვარი)

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქონლის დასახელება

ზომის ერთეული

რაოდენობა

სატარიფო ღირებულება

საწყობში შეძენის ღირებულება

გადასახდელი დღგ (სვ.5-სვ.4)X18%

ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი

 

3. დეკლარანტის საიდენტიფიკაციო ნომერი              

                                                                                                                                                     

4. საწყობში საქონლის შესყიდვისა და სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე გადასახდელი დღგ:

 

დეკლარანტი/უფლებამოსილი პირი  ----------------------------------------------------------------------------

                                                                                                                (სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში))