აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 24.10.2011
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010130000.32.061.016012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111025002, 25/10/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,431 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.MsoPageNumber {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:26.95pt 42.5pt 35.45pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აფხაზეთის მთავრობის დადგენილება №11 2011 წლის 24 ოქტომბერი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები –  პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურების წესის დამტკიცების თაობაზე ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის/ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურების წესი“. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურება, უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მომართვის შემთხვევაში, განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა (პ. კაკულია) თანდართული წესისა და ფორმის შესაბამისად. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა აფხაზეთის მთავრობას კვარტალურად წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. 4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.  აფხაზეთის მთავრობის                                გ . ბარამია  თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები –  პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურების წესი      მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო  ეს წესი არეგულირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი სურვილის შესაბამისად, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად ფოტოიდენტურობის დადასტურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებანი  1. ამ წესის თანახმად, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირებად (შემდგომში – უფლებამოსილი პირები) მიიჩნევა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები .  2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღების უფლება არა აქვს პირს, რომელზეც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი .  3. უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებას ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში (შემდგომში – დეპარტამენტი) შექმნილი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურდადასტურების კომისია“ (შემდგომში – კომისია).  4. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საქართველოსა და აფხაზეთის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.     მუხლი 3🔗. კომისიის უფლება -მოვალეობები  1. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების საჭიროებიდან გამომდინარე, ელექტრონული ფორმით მომართვის შემთხვევაში, კომისია ახორციელებს შემდგომ საქმიანობას:  ა) საფუძვლიანად შეისწავლის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებიდან შემოსულ მასალებს და უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე არსებულ და მოპოვებულ ინფორმაციას;  ბ) უფლებამოსილი პირის გამოკითხვის შედეგად დაამუშავებს მიღებულ ინფორმაციას;  გ) მოითხოვოს უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის (ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა წარდგენილ ფოტოსურათთან) თაობაზე სრულწლოვანი, ქმედუნარიანი, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები პირების წერილობით დადასტურებას და გამოკითხავს მათ იდენტურობის დადგენის მიზნით;  დ) აუცილებლობის შემთხვევაში, მოითხოვს დამატებითი მასალებისა და ინფორმაციის მიღებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებისაგან;  ე) კომისია, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, უფლებამოსილია ფოტოიდენტურობის დადასტურების მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურიდან მიიღოს ფოტოიდენტურობის დადასტურებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტი ელექტრონული ფორმით, მათ შორის: ე.ა. უფლებამოსილი პირის, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირის, არასრულწლოვანის ან ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი განცხადების ასლი მოწმობის გაცემის მოთხოვნის თაობაზე; ე.ბ. პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის ასლი: ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პასპორტი, შესაბამის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გაცემული დაბადების, პირადობის ან ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი , კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, სამხედრო ბილეთი, მართვის მოწმობა, დიპლომი, ატესტატი, ქორწიების მოწმობა, საბინაო წიგნი და სხვა). ე.გ ) 1 ფოტოსურათი (ერთი) ზომით 3.5 X4.5 დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით. ვ) საქმის არსებითად გადაწყვეტის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვევს 1993 წლის        27 სექტემბრამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული სამსახურების ყოფილ თანამშრომლებს;  ზ) შემოსულ მასალებში არსებული მონაცემების, სათანადო დოკუმენტების მიღებული და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიიღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე;  თ) შესაბამისი მოთხოვნისა და სათანადო მასალების მიღებიდან 5 დღის ვადაში მიაწოდებს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ინფორმაციას უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის თაობაზე.       მუხლი 4🔗. კომისიის სტრუქტურა და მუშაობის წესი  1. კომისიას ხელმძღვანელობს და კომისიის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.  2. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.  3. კომისია მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ საჭიროებისამებრ. კომისია უფლებამოსილია, თუ კომისიის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.  4. კომისიის მდივანი აწარმოებს კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც აისახება სხდომის მიმდინარეობა და მიღებული გადაწყვეტილება. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.  5. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურიდან ფოტოიდენტურობის დადასტურების შესახებ ელექტრონული ფორმით საქმის მასალების მიღებისას, დეპარტამენტი, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებს, რომლებიც ვალდებულნი არიან გასცენ სათანადო პასუხი ელექტრონული ფორმით ერთ სამუშაო დღეში.  6. აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობები ვალდებულნი არიან დეპარტამენტს გადმოუგზავნონ ცნობა უფლებამოსილი პირების საცხოვრებელი ადგილის შესახებ ელექტრონული ფორმით ერთ სამუშაო დღეში.  7. კომისიის გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 სამუშაო დღეს მასალების ელექტრონული ფორმით შემოსვლის დღიდან. თუ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კომისიის მიერ გადაწვეტილების გამოტანა შეიძლება გაგრძელდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურთან შეთანხმებით, არა უგვიანეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნეიტრალური მოწმობის გაცემის ვადისა.  8. კომისიის მიერ ფოტოიდენტურობის დადასტურებისას მზადდება დასკვნა, რომლის საფუძველზე სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ეგზავნება შესაბამისი პასუხი ელექტრონული ფორმით.  9. კომისია დოკუმენტბრუნვას ახორციელებს მატერიალური ფორმით.      მუხლი 5🔗. ფოტოიდენტურობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი  საქართველოს და აფხაზეთის კანონმდებლობისა და ამ წესის თანახმად, თუ კომისიის მიერ განხორციელებული ღონისძიებები არ იძლევა დადებით შედეგს და არ არსებობს ფოტოიდენტურობის დადასტურების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე უარის თქმის შესახებ.     მუხლი 6🔗. დასკვნა ფოტოიდენტურობის დადასტურების შესახებ 1. კომისიის დასკვნას უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების შესახებ ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, წევრები და მდივანი, რაც დამოწმებულ უნდა იქნეს სათანადო ბეჭდით.  2. უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების შესახებ დასკვნის რეკვიზიტებია:  ა) კომისიის სახელწოდება;  ბ) დასკვნის სახელწოდება;  გ) დასკვნის გაცემის თარიღი და ადგილი;  დ) უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და მამის სახელი;  ე) ფოტოსურათის ჩასაკრავი ადგილი;  ვ) დაბადების თარიღი და ადგილი;  ზ) კომისიის თავმჯდომარის, წევრებისა და მდივნის ხელმოწერა;  თ) სათანადო ბეჭედი.      მუხლი 7🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება  კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.      მუხლი 8🔗. კომისიის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და კომისიის მუშაობის წესში ცვლილებების შეტანა  კომისიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, ასევე, კომისიის მუშაობის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად . დანართი №1 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები –  ნეიტრალური პირადობის მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურების დამდგენი კომისიის დასკვნა ფოტოიდენტურობის თაობაზე №              ქ. ––––––––––––––––                                                                            “––––”––––––––– 20 ––– წ. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის/ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანების საფუძველზე წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად მიჩნეულ იქნეს: პიროვნების –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                 (გვარი, სახელი, მამის სახელი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                (დაბადების ადგილი და თარიღი) ფოტოიდენტურობის წერილობითი დასტური . ფოტოსურათის ადგილი  ბ. ა. კომისიის თავმჯდომარე: კომისიის წევრები: 1. 2. 3. 4. 5. კომისიის მდივანი: