„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
I. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს დედაქალაქ თბილისში“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გადაწყვეტილებას კონტროლის პალატის ბიუროების შექმნის ან გაუქმების შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით იღებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი“.
2. 22-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტიდან, IV თავის სათაურიდან, 24-ე, 26-ე, 27-ე, 28-ე, 29-ე, მე-40 და 42-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ქალაქ თბილისის.“
3. 31-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქალაქ თბილისის გარდა.“.
4. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 81
1. საქართველოს კონტროლის პალატა ძირითადად კომპლექტდება ეკონომიკური და იურიდიული განათლების მქონე პირებით. საქართველოს კონტროლის პალატის საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობით დაკავებულ მოხელეს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟი და გავლილი – საკვალიფიკაციო-საატესტაციო გამოცდა.
2. საკვალიფიკაციო-საატესტაციო გამოცდის ჩატარების წესი განისაზღვრება ცალკე დებულებით, რომელსაც საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. საქართველოს კონტროლის პალატის საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობით დაკავებული მოხელე საკვალიფიკაციო-საატესტაციო გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში თავისუფლდება თანამდებობიდან.
5. კანონს დაემატოს 84-ე მუხლი:
„მუხლი 84
ამ კანონის 81-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2001 წლის 1 აპრილიდან.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 8 დეკემბერი.
№672_Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.08.2000.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ მიღებულია 12.08.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №672. სარეგისტრაციო კოდი — 010.230.000.05.001.000.861.
- სად არის „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.08.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ, №672, 12.08.2000, სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.05.001.000.861 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.08.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14974/