„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 15 დეკემბრის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №13
2011 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 15 დეკემბრის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ს მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 15 დეკემბრის №10 ბრძანებაში (სსმ III, 18.12.2008 წ.,№180, მუხლი 1845) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნ ე ს;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, რომლებიც ფუნქციონირებენ 2011 წლის 1 ნოემბრისთვის, 2011 წლის 1 დეკემბრამდე „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულები თ გათვალისწინებული წესით უზრუნველყონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმ ის წარდგენა და აღნიშნული ფორმის წარდგენისთანავე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ცნობების წარმოდგენა განახორციელონ ზემოღნიშნული დებულებით დადგენილი წესით.“.
2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. მიკროსაფინასო ორგანიზაციები, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ 2011 წლის 1 ნოემბრიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „მირკოსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულებით გათვალისწინებული წესით წარადგენენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმას.
32. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში აღრიცხვის ფორმის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნას უზრუნველყოფენ №2 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით, კოდირებული ფაილის სახით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: “str@fms.gov.ge”.“.
3. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს ცნობები ზემოაღნიშნული კანონის მე-5 და ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა (ოპერაციების) შესახებ, ასევე არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.
2. სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით.
3. ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს (შეივსოს და გაიგზავნოს) სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობის შემთხვევაში.
4. ანგარიშგების ფორმების მიწოდება (შევსება და გაგზავნა) სამსახურისთვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ ოპერაციის (გარიგების) ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულ ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – ოპერაციის (გარიგების) შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ ოპერაცია (გარიგება) ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
გ) თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გარიგებას (ოპერაციას) – ოპერაციის (გარიგების) შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან – არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
დ) თუ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობის პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნ ე ს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ _ შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში, ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) სამსახურისათვის მიწოდება ხდება სათანადოდ დაბეჭდილი კონვერტით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, ადრესატი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0108, საქართველო, ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა N6 და გრიფი „კონფიდენციალური“.
6. სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით, შესაბამისი ვებგარსითა ან/და თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.
7. გადაწყვეტილებას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ის თანამშრომელი, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა ინსტრუქციით მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება. ანგარიშგების ფორმების შევსების უფლება აქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ შიდა ინსტრუქციით.
8. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან ამ დებულების მე-9 მუხლით განსაზღვრული ვადით. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმა იბეჭდება ორ ეგზემპლიარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული თანამშრომლის ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-9 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.
9. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის გაგზავნილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით.
10. საეჭვო ოპერაციის (გარიგების) გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს ოპერაციის (გარიგების) საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირების მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში განხორციელებულ სხვა ოპერაციებს (გარიგებებს).
11. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ გარიგებასთან და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ ოპერაციების (გარიგებების) თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი სამსახურში. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
12. თუ ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებული რაიმე დამატებითი ინფორმაცია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს ეს ინფორმაცია სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და გაგზავნის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.
13. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურში წარდგენასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. გარიგების ან მისი მონაწილე პირის საეჭვოდ მიჩნევის და ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურში წარდგენის შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება ეცნობოს ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო გარიგებას ან შეავსებს ანგარიშგების ფორმას, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია შეუძლია მიაწოდოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხოლოდ იმ თანამშრომელს, რომელსაც შიდა ინსტრუქციით უფლება აქვს ფლობდეს ასეთ ინფორმაციას.
მუხლი 11. სამსახურის მონაცემთა ბაზაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის(მისი ფილიალების, წარმომადგენლობების) შესახებ ინფორმაციის შეტანა
1. მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიზის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახური ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში თითოეული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის შეტანის მიზნით მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა წარუდგინოს სამსახურს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით, შესაბამისი ვებგარსით. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. სამსახურში წარდგენილი აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი მონაცემის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წარუდგინოს სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული აღიცხვის ფორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით.“.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.
სამსახურის უფროსი მ. როინიშვილი