„საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №16
2011 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №6 ბრძანებაში (სსმ III, 02.10.2008 წ., №145, მუხლი 1447) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბროკერო კომპანიებმა, რომლებიც ფუნქციონირებენ 2011 წლის 1 ნოემბრისთვის, 2011 წლის 1 დეკემბრამდე „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული წესით უზრუნველყონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენა და აღნიშნული ფორმის წარდგენისთანავე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ცნობების წარდგენა განახორციელონ ზემოაღნიშნული დებულებით დადგენილი წესით.“.
2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. საბროკერო კომპანიებმა, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ 2011 წლის 1 ნოემბრიდან, ლიცენზიის აღებიდან ერთი თვის ვადაში „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული წესით უზრუნველყონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენა.
32. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენამდე საბროკერო კომპანიები მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნას უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №6 ბრძანების №2 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით, კოდირებული ფაილის სახით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: str@fms.gov.ge.“.
3. „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საბროკერო კომპანიის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით
1. კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საბროკერო კომპანია ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს ცნობები ელექტრონული სახით კანონის მე-5 მუხლითა და ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ, მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებთან დაკავშირებით, ასევე არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით.
3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობის შემთხვევაში.
4. ანგარიშგების ფორმების სამსახურისათვის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ გარიგების ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულ გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – მისი შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან ან ასეთი გარიგების, გარიგებათა ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
გ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნ ე ს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ, შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს საბროკერო კომპანიის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით სამსახურისათვის მიწოდება ხდება შესაბამისად დაბეჭდილი კონვერტით, საბროკერო კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი საბროკერო კომპანიის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0108, საქართველო, თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა №6 და გრიფი „კონფიდენციალური“.
6. სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით, შესაბამისი ვებგარსითა ან/და თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.
7. გადაწყვეტილებას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს საბროკერო კომპანიის პასუხისმგებელი პირი, რომელიც საბროკერო კომპანიის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების თანახმად, პასუხისმგებელია მონიტორინგის განხორციელებაზე.
8. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას საბროკერო კომპანიაში ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული ვადით. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული საბროკერო კომპანიის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და თუ ეს გათვალისწინებულია აღნიშნული ინსტრუქციით (ან წესდებით) – საბროკერო კომპანიის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება საბროკერო კომპანიაში და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.
9. საბროკერო კომპანია ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის წარდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით.
10. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად.
11. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემთხვევაში, საბროკერო კომპანია ვალდებულია ანგარიშგების ფორმაში მიუთითოს გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს დადებული ან შესრულებული გარიგების მონაწილე პირების მიერ საბროკერო კომპანიის ხელთ არსებულ დადებულ ან შესრულებულ სხვა გარიგებებს.
12. კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს საბროკერო კომპანიისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ გარიგებასთან და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ დადებული ან შესრულებული გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი სამსახურში. საბროკერო კომპანია ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
13. თუ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ საბროკერო კომპანია შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, საბროკერო კომპანია ვალდებულია ამ დებულებით დადგენილი წესით და ვადებში წარუდგინოს ეს ინფორმაცია სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ნომერი და გაგზავნის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს.
14. საბროკერო კომპანია ვალდებულია მკაცრად დაიცვას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურში წარდგენასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. გარიგების ან მისი მონაწილე პირის საეჭვოდ მიჩნევის და ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურში წარდგენის შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება ეცნობოს გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ინფორმაცია მიეწოდება. საბროკერო კომპანიის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო გარიგებას ან შეავსებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმას, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია შეუძლია მიაწოდოს საბროკერო კომპანიის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც საბროკერო კომპანიის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე, უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.
მუხლი 9. სამსახურში საბროკერო კომპანიების აღრიცხვა
1. მონიტორინგს დაქვემდებარებული დადებული ან/და შესრულებული გარიგებების თაობაზე სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და დამუშავების (ანალიტიკური სამუშაოების განხორციელების) მიზნით, სამსახური აწარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის აღრიცხვას. აღრიცხვის მიზნით საბროკერო კომპანიამ უნდა წარუდგინოს სამსახურს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენილი, აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული, ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, საბროკერო კომპანია შესაბამისი ცვლილებების ამსახველ, განახლებულ ფორმას სამსახურს წარუდგენს ამ ცვლილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით.“.
4. დანართი №2 და დანართი №3 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.
სამსახურის უფროსი მ. როინიშვილი