„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №17
2011 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანებაში (სსმ III, 02.10.2008 წ., №145, მუხლი 1448) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა, რომლებიც ფუნქციონირებენ 2011 წლის 1 ნოემბრისთვის, 2011 წლის 1 დეკემბრამდე „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული წესით უზრუნველყონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენა და აღნიშნული ფორმის წარდგენისთანავე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ცნობების წარმოდგენა განახორციელონ ზემოღნიშნული დებულებით დადგენილი წესით.“.
2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ 2011 წლის 1 ნოემბრიდან, ლიცენზიის აღებიდან ერთი თვის ვადაში „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული წესით უზრუნველყონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენა.
32. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენამდე ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნას უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანების№2 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით, კოდირებული ფაილის სახით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: str@fms.gov.ge.“.
3. „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. რეგისტრატორთა ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით
1. კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, რეგისტრატორი ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს ცნობები კანონის მე-5 მუხლითა და ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებთან დაკავშირებით, ასევე არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.
2. სამსახურისათვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით.
3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობისას.
4. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმების მიწოდება სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ან დანაწევრების მიზნით განხოციელებულ გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – მისი შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
გ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ, შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს რეგისტრატორის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხევაში, თანდართული მასალების) სამსახურისათვის მიწოდება ხდება შესაბამისად დაბეჭდილი კონვერტით, რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი რეგისტრატორის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0108, საქართველო, ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის №6, გრიფით „კონფიდენციალური”.
6. სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად, სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით, შესაბამისი ვებ გარსითა ან/და თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.
7. გადაწყვეტილებას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმების შევსების და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს რეგისტრატორის უფლებამოსილი პირი, რომელიც სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების თანახმად და ინსტრუქციის შესაბამისად, პასუხისმგებელია მონიტორინგის განხორციელებაზე.
8. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას რეგისტრატორთან ამ დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული ვადით. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით და რეგისტრატორის სურვილისამებრ – რეგისტრატორის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი წარედგინება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება რეგისტრატორთან და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.
9. რეგისტრატორი ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით.
10. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად.
11. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით სამსახურისათვის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია მიუთითოს გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ გარიგების მონაწილე პირის (პირების) მიერ განხორციელებულ და რეგისტრატორის ხელთ არსებულ სხვა გარიგებებს.
12. კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს რეგისტრატორისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერი გარიგების და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი სამსახურში. რეგისტრატორი ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
13. თუ ანგარიშგების ფორმის მიწოდების შემდეგ რეგისტრატორი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამისი გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, რეგისტრატორი ვალდებულია ამ დებულებით დადგენილი წესით და ვადებში მიაწოდოს ეს ინფორმაცია სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და წარდგენის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს.
14. რეგისტრატორი ვალდებულია მკაცრად დაიცვას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის ფაქტისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ, არ უნდა ეცნობოს შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ინფორმაცია მიეწოდება და არც ნებისმიერ სხვა პირს. რეგისტრატორის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო გარიგებას ან შეავსებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმას, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია შეუძლია მიაწოდოს რეგისტრატორის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც რეგისტრატორის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.
მუხლი 8. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში რეგისტრატორის აღრიცხვა
1. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების თაობაზე სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, სამსახური აწარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული რეგისტრატორის აღრიცხვას. აღრიცხვის მიზნით, რეგისტრატორმა უნდა წარუდგინოს სამსახურს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, რეგისტრატორი სამსახურს წარუდგენს შესაბამისი ცვლილებების ამსახველ განახლებულ ფორმას ამ ცვლილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით.“.
4. დანართი №2 და დანართი №3 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.
სამსახურის უფროსი მ. როინიშვილი