„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
190040000.19.012.016018
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111026016, 31/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №18

2011 წლის 26 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №104 ბრძანებაში (სსმ III, 02.08.2004 წ.,№79, მუხლი 701) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 – 43 პუნქტები:

„41. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებმა – საკრედიტო კავშირებ მა, რომლებიც ფუნქციონირებენ 2011 წლის 1 ნოემბრისთვის 2011 წლის 1 დეკემბრამდე „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“დებულები თ დადგენილი წესით უზრუნველყონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმ ის წარდგენა და აღნიშნული ფორმის წარდგენისთანავე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ცნობების წარმოდგენა განახორციელონ ზემოაღნიშნული დებულებით დადგენილი წესით.

42. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებ ი – საკრედიტო კავშირებ ი, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ 2011 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიცენზიის აღებიდან ოცი დღის ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“დებულები თ დადგენილი წესით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარადგენენ აღრიცხვის ფორმ ას.

43. ამ ბრძანების 41 პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმ ის წარდგენამდე არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებ ი – საკრედიტო კავშირებ ი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნას უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №104 ბრძანებით დამტკიცებული დებულების №1 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით, კოდირებული ფაილის სახით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: str@fms.gov.ge.“.

2. „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 9. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმების მიწოდებასთან დაკავშირებით

1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საკრედიტო კავშირი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ცნობები ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლით და ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებთან დაკავშირებით, ასევე არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით.

3. ანგარიშგების ფორმები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიეწოდება ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტენიკურად შეუძლებლობისას.

4. ანგარიშგების ფორმების მიწოდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:

 ა) თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში ან დანაწევრების მიზნით განხოციელებულ გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – მისი შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, გარიგებათა ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

 ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – მისი საეჭვოობის შესახებ ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;

 გ) თუ გარიგების მონაწილე რომელი პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნ ე ს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ შემთხვევაში, ანგარიშგების სპეციალურ ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს საკრედიტო კავშირის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.

     5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, საკრედიტო კავშირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ფოსტის საშუალებით, შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი საკრედიტო კავშირის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0108, საქართველო, თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა №6, გრიფით „კონფიდენციალური“.

     6. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსითა ან/და თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.

7. გადაწყვეტილებას ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების შესახებ იღებს საკრედიტო კავშირის ის თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია მონიტორინგის განხორციელებაზე. ანგარიშგების სპეციალური ფორმების შევსების უფლება აქვს საკრედიტო კავშირის იმ თანამშრომელს, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საკრედიტო კავშირის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

8. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას საკრედიტო კავშირში ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული ვადით. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია წესდებით (ინსტრუქციით) _ საკრედიტო კავშირის ბეჭდით. ანგარიშგების ფორმის ერთი ეგზემპლარი წარედგინება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე რჩება საკრედიტო კავშირში და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.

9. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. საკრედიტო კავშირი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდებული ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა.

10. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმის მიწოდების შემთხვევაში საკრედიტო კავშირი ვალდებულია მიუთითოს გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ გარიგების მონაწილე პირების მიერ განხორციელებულ სხვა გარიგებებს.

11. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს საკრედიტო კავშირისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერი გარიგების და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ გარიგების თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო მიწოდებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. საკრედიტო კავშირი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

12. თუ ანგარიშგების ფორმის მიწოდების შემდეგ საკრედიტო კავშირი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამისი გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, საკრედიტო კავშირი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და მიწოდების თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმის სახით.

13. საკრედიტო კავშირი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალობა. ინფორმაცია გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის მიწოდების შესახებ, არ უნდა ეცნობოს შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებს და არც ნებისმიერ სხვა პირს. საკრედიტო კავშირის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო გარიგებას ან შეავსებს ანგარიშგების სპეციალურ ფორმას შეუძლია აცნობოს ეს ინფორმაცია საკრედიტო კავშირის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.

    მუხლი 10. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემთა ბაზაში საკრედიტო კავშირების (მათი ფილიალების) შესახებ ინფორმაციის შეტანა

1. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განსახორციელებლად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში თითოეული საკრედიტო კავშირის შესახებ ინფორმაციის შეტანის მიზნით საკრედიტო კავშირმა უნდა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის (მი სი ფილიალების) აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) საკრედიტო კავშირი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული ფორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.“.

3. დანართი №1 და დანართი №2 ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.

სამსახურის უფროსი მ. როინიშვილი