„ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 17 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
190040000.19.012.016019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111026017, 31/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №19

2011 წლის 26 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

 „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“დებულების დამტკიც ებ ის თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 17 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 17 თებერვლის №1 ბრძანებაში (სსმ III, 19.02.2009 წ., №19, მუხლი 233) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნ ე ს;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირებმა, რომლებიც ფუნქციონირებენ 2011 წლის 1 ნოემბრისთვის 2011 წლის 1 დეკემბრამდე „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით უზრუნველყონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენა და აღნიშნული ფორმის წარდგენისთანავე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ცნობების წარმოდგენა განახორციელონ ზემოაღნიშნული დებულებით დადგენილი წესით.

3. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ 2011 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციიდან ათი დღის ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარადგენენ აღრიცხვის ფორმას.

2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენამდე ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნას უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 17 თებერვლის №1 ბრძანების №2 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით, კოდირებული ფაილის სახით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: str@fms.gov.ge.“.

 

3. „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების:

ა) მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევაში ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაუყონებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა და მასთან ერთად მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია (დოკუმენტი), ამ დებულების მე-9 მუხლით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 9. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით

1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს ცნობები ზემოაღნიშნული კანონის მე-5 და ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა (ოპერაციების) შესახებ, ასევე არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.

2. სამსახურისათვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით.

3. ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს (შეივსოს და გაიგზავნოს) სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობის შემთხვევაში.

4. ანგარიშგების ფორმების მიწოდება (შევსება და გაგზავნა) სამსახურისთვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:

ა) თუ ოპერაციის (გარიგების) ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულ ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – ოპერაციის (გარიგების) შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

ბ) თუ ოპერაცია (გარიგება) ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;

გ) თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარიგებას (ოპერაციას) – ოპერაციის (გარიგების) შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან – არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;

დ) თუ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნ ე ს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით სამსახურისათვის მიწოდება ხდება სათანადოდ დაბეჭდილი კონვერტით, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის დასახელება და მისამართი, ადრესატი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0108, საქართველო, ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა №6 და გრიფი „კონფიდენციალური“.

6. სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსითა ან/და თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.

7. გადაწყვეტილებას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ის თანამშრომელი, რომელსაც ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება. ანგარიშგების ფორმების შევსების (ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმების შემთხვევაში, მათი შევსებისა და ხელმოწერის) უფლება აქვს მხოლოდ იმ თანამშრომელს, რომლებსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით (თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ფიზიკური პირია, მას შეუძლია თავად იკისროს ამ ფუნქციის შესრულება).

8. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.

9. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის გაგზავნილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა.

10. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირ ი სგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ გარიგებასთან და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ ოპერაციების (გარიგებების) თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი სამსახურში. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

11. თუ ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი შეიტყობს შესაბამის ოპერაციასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებული რაიმე დამატებით ინფორმაციას, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაუყონებლივ წარუდგინოს ეს ინფორმაცია სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და გაგზავნის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმის სახით.

12. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურში წარდგენასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ოპერაციის (გარიგების) ან მისი მონაწილე პირის საეჭვოდ მიჩნევის და ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურში წარდგენის შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება ეცნობოს ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს. “.

    მუხლი 2.

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.

სამსახურის უფროსი   მ. როინიშვილი