საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№684
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.000.863
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 27/12/2000

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-7 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ. „საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებებისა.“

2. 272-ე მუხლის 25-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. „საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №31–33, მუხ. 683) – მე-6 და მე-7 მუხლები 1998 წლის 1 იანვრიდან.“.

3. 273-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. საწარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდებას, საკანალიზაციო წყლების გატარება-ჩაშვებისა და გაწმენდის სამუშაოებსა და მომსახურებას, 2002 წლის 1 იანვრამდე საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებაზე გადასახდელი დღგ განისაზღვროს მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მოცულობის 60%-დან. თუ ამ პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად ანაზღაურება მეტია, მაშინ დღგ-ის გადახდა განხორციელდეს ფაქტობრივი ანაზღაურებით. ამასთან, ამ საწარმოების მიერ მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიხედვით დღგ-ის ჩათვლა განხორციელდეს 60%-ის პროპორციულად, ხოლო თუ ამ პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად ანაზღაურება მეტია, მაშინ დღგ-ის ჩათვლა განხორციელდეს ფაქტობრივი ანაზღაურების მიხედვით.“;

ბ) 41-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42-ე ნაწილი:

„42. ამ კოდექსის 270-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში ფაქტობრივად ჩარიცხული თანხებიდან მისაღები სახსრების ოდენობა 2002 წლის 1 იანვრამდე განისაზღვროს შემდეგი წესით:

ა) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საგადასახადო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის 2001 წლის განმავლობაში საგადასახადო ორგანოების მიერ კონტროლირებადი შემოსავლებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების 1 % ირიცხება ხაზინაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე;

ბ) 2001 წლის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საგადასახადო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საგადასახადო ორგანოების მიერ კონტროლირებადი შემოსავლებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის განწერით ყოველთვიურად განსაზღვრული საგადასახადო შემოსავლების გადამეტებით მიღებული მთლიანი შემოსავალი, მაგრამ არა უმეტეს წლიურად ჯამში 5 მილიონი ლარისა, ირიცხება ხაზინაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე. ამ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების მიერ.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 13 დეკემბერი.

№684_რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.12.2000.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 13.12.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №684. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.000.863.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“, №684, 13.12.2000, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.863 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14986/