„სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს
ბრძანება №143
2011 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის №166 ბრძანებაში (სსმ III, 09.09.2010 წ., №114, მუხ. 1712) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული „სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულების“ (დანართი №1):
ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. პირი გათავისუფლდება კონკურსის გავლის ვალდებულებისაგან, თუ მას ჩაბარებული აქვს ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“;
ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონკურსს აცხადებს პალატის გამგეობა კონკურსის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.“;
გ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კონკურსი ტარდება ტესტირების ფორმით ზოგად უნარებში.“;
ე) მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. ტესტირება
1. ტესტირება ტარდება კომპიუტერული პროგრამის ან სხვა საშუალების გამოყენებით.
2. ტესტი შედგება 100 კითხვისგან. ტესტირებისთვის პირს ეძლევა 2 საათი. თითოეული შეკითხვა ფასდება ერთი ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად სტაჟირების გავლის მსურველმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 70 ქულა.
3. პალატის გამგეობა უფლებამოსილია საკონკურსო კომისიის დასაბუთებული წინადადების საფუძველზე დასწიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დადებითი შეფასებისთვის დადგენილი მინიმალური ზღვარი.
4. ტესტირების დროს სტაჟირების გავლის მსურველი პირის მიერ დამხმარე მასალის, აუდიო ან ტექნიკური საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონების) გამოყენების გამოვლენა წარმოადგენს კონკურსიდან პირის მოხსნის საფუძველს.
5. ტესტირების შედეგები ქვეყნდება პალატის შენობაში და ვებგვერდზე ტესტირების ჩატარებიდან სამი დღის ვადაში.
6. ტესტები ხელმისაწვდომია მხოლოდ პალატის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირებისათვის.
7. კონკურსში გამარჯვებულად ითვლება პირი, რომელიც წარმატებით გაივლის ტესტირებას და დააგროვებს ამ დებულებით განსაზღვრულ ქულების შესაბამის რაოდენობას.
8. საკონკურსო კომისია ამტკიცებს კონკურსის საბოლოო შედეგებს და წარუდგენს პალატის გამგეობას კონკურსის დასრულებიდან ათი დღის ვადაში.
9. კონკურსის დასრულების შემდეგ კონკურსში მონაწილეთა ნამუშევრები ილუქება და ინახება პალატაში ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ნამუშევრები ნადგურდება.
10. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში პალატა სტაჟიორს სტაჟირებისათვის აგზავნის ცენტრში, რის თაობაზეც ინფორმაციას აწვდის სამინისტროს.
11. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის მიერ დამტკიცებულ შედეგებზე დაყრდნობით, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მიერ სტაჟიორთა მიღების თაობაზე გამოიცემა ბრძანება.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული „სტაჟირების გავლის წესის“ (დანართი №2):
ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ტესტირება
1. სტაჟიორს თეორიული კურსის სწავლების დასასრულს უტარდება ტესტირება პროფესიულ უნარ-ჩვევებში. დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში სტაჟიორი პრაქტიკული კურსის გასავლელად იგზავნება ნოტარიუსთან.
2. პრაქტიკული სწავლების მიმდინარეობისას სტაჟიორს უტარდება ინტელექტისა და პიროვნების საკვლევი კითხვარის ტესტი, რომლის საფუძველზეც ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის მიერ მზადდება პიროვნების ფსიქოლოგიური პროფილი. ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით სასწავლო ცენტრის დასკვნა სტაჟირების დასრულების შემდეგ ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
3. სტაჟირების სრული კურსის დასრულების შემდეგ სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი და რეგისტრირდება სტაჟიორების მონაცემთა ბაზაში.
4. თეორიული კურსის სწავლების დასასრულს პროფესიულ უნარ-ჩვევებში ტესტირების უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟირების დასასრულს სტაჟიორს არ გადაეცემა სერტიფიკატი. ასეთ შემთხვევაში თეორიული კურსის დასრულების შემდეგ მას შეუძლია სტაჟიორთა კონკურსის გავლის გარეშე განმეორებით გაიაროს სტაჟირების კურსი ამ ბრძანებით დადგენილი წესით.
5. სტაჟირების კურსის განმეორებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორი ვალდებულია გადაიხადოს სტაჟირების გასავლელად პალატისათვის გადასახდელი საფასური.“;
ბ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლები
1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;
ბ) სტაჟიორის მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტაჟირების შეწყვეტის შესახებ საკითხს აყენებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წინაშე.
3. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მიერ გამოიცემა ბრძანება.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.10.2011.
- როდის იქნა მიღებული „სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.10.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №143. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.22.027.016210.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.10.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №143, 27.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.027.016210 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1499072/