სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - ,,ქართული საბავშვო ფოლკლორის” დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.10.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №175/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016212
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111028002, 01/11/2011
matsne.gov.ge 1,502 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - ,,ქართული საბავშვო ფოლკლორის” დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {mso-style-link:"Body Text 3 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.apple-style-span {mso-style-name:apple-style-span; font-family:"Times New Roman","serif";} span.apple-converted-space {mso-style-name:apple-converted-space; font-family:"Times New Roman","serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:AcadNusx;} span.BodyText3Char {mso-style-name:"Body Text 3 Char"; mso-style-link:"Body Text 3"; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №175/ნ 2011 წლის 27 ოქტომბერი ქ. თბილისი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – ,,ქართული საბავშვო ფოლკლორის” დებულების დამტკიცების თაობაზე „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – ,,ქართული საბავშვო ფოლკლორის” დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. შაშკინი დანართი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი – ,,ქართული საბავშვო ფოლკლორი“ დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – ,,ქართული საბავშვო ფოლკლორი” (შემდგომში – კონკურსი) მიზანია საგრანტო დაფინანსების მეშვეობით ქართველოლოგიური კვლევების ფარგლებში ხელი შეუწყოს ქართული ფოლკლორული თქმულებების, ეპოსის, ზღაპრების მეცნიერულ შესწავლასა და სისტემატიზაციას, ასევე თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის კვლევასა და მისი შედეგების პოპულარიზაციას. 2. კონკურსის ფარგლებში განსაზღვრულია როგორც ქართული ხალხური ეპოსისა და ზღაპრების, ასევე სხვადასხვა ეპოქის ავტორების მიერ შექმნილი ქართული ზღაპრების მეცნიერული შესწავლა, სისტემატიზაცია და ადაპტირება სკოლამდელი და დაწყებითი სასკოლო საფეხურის ასაკის მოსწავლეთათვის. კონკურსი ითვალისწინებს ისეთი ზღაპრების მოძიებასა და შეკრებას, რომლებიც დაფუძნებულია სიკეთეზე, უფროსების პატივისცემაზე, სამშობლოს, მშობლების, და-ძმის, მეგობრების სიყვარულზე, სწავლისა და შრომისმოყვარეობაზე, მოკლებულია ძალადობისა და აგრესიულობის მაგალითებს და თავისი შინაარსით დადებით ემოციებს აღძრავს მკითხველში. 3. კონკურსს შედეგად უნდა მოჰყვეს საბავშვო კრებულის გამოსაცემად მომზადება. კრებულში სულ მცირე 25 ზღაპარი უნდა შედიოდეს. შეკრებილი მასალა გამიზნული უნდა იყოს საგანმანათლებლო პროცესში გამოსაყენებლად. უპირატესობა მიენიჭება ისეთ კრებულს, რომელშიც საყოველთაოდ ცნობილ ქართულ ზღაპრებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ახალი ან ჯერ გამოუქვეყნებელი ზღაპრები.     მუხლი 2🔗. კონკურსის ადმინისტრირება 1. კონკურსს ატარებს და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი). 2. დასაფინანსებელი პროექტის შერჩევა მოხდება ღია და საჯაროდ გამოცხადებული კონკურსის გზით. 3. ფონდი უზრუნველყოფს: ა) კონკურსის გამოცხადებას; ბ) კონკურსის გამართვისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენას, საკონკურსო დოკუმენტაციის, განაცხადისა და პროექტის შესრულების ანგარიშის ფორმების დამტკიცებას; გ) საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებას; დ) კონკურსის პირობებთან საკონკურსო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას; ე) პროექტების შესაფასებლად ფონდის გენერალური დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საკონკურსო კომისიის (შემდგომში – კომისიის) შექმნას; ვ) კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული პროექტის დამტკიცებას; ზ) დამტკიცებული პროექტის დაფინანსებასა და მისი განხორციელების მონიტორინგს. 4. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.     მუხლი 3🔗. სუბიექტები 1. კონკურსში მონაწილეობისათვის პროექტის შემოტანა შეუძლიათ: ა) მკვლევართა ჯგუფს; ბ) მკვლევართა ჯგუფსა და საბაზო ორგანიზაციას ერთობლივად. 2. მკვლევართა ჯგუფს წარმოადგენენ ფიზიკური პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. 3. საბაზო ორგანიზაცია შესაძლოა იყოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამარ­თლი­ს იურიდიულ პირი, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, საბაზო ორგანიზაციის სტატუსით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. 4. პროექტს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქა­ლაქე, რომელიც წარმართავს პრო­ექ­­ტით დაგეგმილ კვლევას და პასუხისმგებელია პროექტის სამეცნიერო შედეგებსა და ფინანსურ ანგარიშგებაზე. 5. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს კვლევის შედეგად კრებულის პოლიგრაფიული წესით გამოსაცემად მომზადებას.     მუხლი 4🔗. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები 1. პროექტის მიერ ფონდიდან მოთხოვნილი მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 7 000 ლარს. 2. პროექტის ხანგრძლივობა (ხელშეკრულების გაფორმებიდან კრებულის გამოსაცემად მომზადებამდე) არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. 3. გრანტი გაიცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2 ტრანშად. იმ შემთხვევაში, როცა პროექტის წარმომდეგნია მკვლევართა ჯგუფი, მიზნობრივ ანგარიშს ხსნის პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი და ის წარმოადგენს გადარიცხული თანხის განკარგვაზე ანგარიშვალდებულ პირს. თუ პროექტი წარმოდგენილია მკვლევართა ჯგუფისა და საბაზო ორგანიზაციის მიერ ერთობლივად, მიზნობრივ ანგარიშს ხსნის საბაზო ორგანიზაცია. პროექტის სახსრებისთვის გახსნილ მიზნობრივ საბანკო ანგარიშზე არ უნდა დაირიცხოს სარგებელი და მასზე უნდა ხდებოდეს მხოლოდ გრანტის სახსრების ჩარიცხვა. დაუშვებელია გრანტის სახსრების, მათ შორის, ზედნადები ხარჯების, სხვა საბანკო ანგარიშზე გადატანა და/ან სხვა მიზნებზე მიმართვა. 4. ბიუჯეტის პირველი ტრანში, რომელიც შეადგენს მთლიანი ბიუჯეტის ნახევარს, გადაირიცხება ავანსის სახით. 5. მეორე ტრანში გადაირიცხება პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის/სამეცნიერო ხელმძღვანელის და საბაზო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიშის ფონდის მიერ დადებითად შეფასების შემდეგ.     მუხლი 5🔗. პროექტის ბიუჯეტი: პროექტის ფარგლებში დაფინანსდება: ა) პროექტის ხელმძღვანელისა და მკვლევართა ჯგუფის შრომის ანაზღაურება; ბ) ქვეყნის შიგნით მივლინება; გ) კაპიტალური ხარჯები: კომპიუტერებისა და სხვა ძირითადი აქტი­ვების შეძენის ხარჯი; დ) საქონელი და მომსახურება: საკანცელარიო, მცირეფასიანი ტექ­ნი­კის და კვლევასთან (პროექტთან) და­კ­ავ­შირებული მომსახურების ხარჯი; ე) ზედნადები ხარჯები (მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პროექტი ერთობლივად არის წარმოდგენილი მკვლევართა ჯგუფისა და საბაზო ორგანიზაციის მიერ). ზედნადები ხარჯების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების 3%‑ს.     მუხლი 6🔗. კონკურსის ეტაპები კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების ფონდში წარდგენა; გ) შემოსული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; დ) პროექტების შეფასება კომისიის მიერ; ე) კომისიის შეფასების საფუძველზე შერ­ჩეული დასაფინანსებელი პროექტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცება; ვ) გამარჯვებულებთან ხელშეკრულების გაფორმება.     მუხლი 7🔗. პროექტების შეფასება  პროექტების განხილვა და შეფასება ხდება კომისიის მიერ ამ დებულების მე-11 მუხლში განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.     მუხლი 8🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1. დაუშვებელია კომისიის წევრი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე. 2. არ შეიძლება პროექტების დამტკიცების პროცესში მონაწილეობდეს სამეცნიერო საბჭოს ის წევრი ან კომისიის წევრი იყოს ის პირი: ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია პროექტის მონაწილეებთან ან მონაწილეობდა მათთან ერთსა და იმავე სამეცნიერო–კვლევით პროექტში ან მუშაობს ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში (ფაკულტეტი, ინსტიტუტი, დეპარტამენტი); ბ) რომელმაც შესაძლოა მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში; გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია; დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში, პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია, პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია, იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან. 3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4. სამეცნიერო საბჭოს წევრი და კომისიის წევრი ვალდებულია სამეცნიერო საბჭოს/ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით.     მუხლი 9🔗. საგრანტო ხელშეკრულება 1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას გამარჯვებულ აპლიკანტებთან. 2. პროექტის ფარგლებში შექმნილ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებით.     მუხლი 10🔗. პროექტის შესრულების მონიტორინგი 1. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი/სამეცნიერო ხელმძღვანელი და საბაზო ორგანიზაცია ვალდებულია, ფონდთან დადებული საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში წარმოადგინოს პროექტის შესრულების შესახებ ანგარიში, რომელიც შედგება ორი – პროგრამული და ფინანსური ნაწილისაგან. 2. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტის ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირ(ებ)ის წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად. 3. პროექტის ამოცანების შეუსრულებლობის, გრანტის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ყალბი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში ფონდი უფლებამოსილია, შეაჩეროს ან\და შეწყვიტოს პროექტის საგრანტო დაფინანსება. დაფინანსების შეჩერების შემთხვევაში ფონდის გადაწყვეტილებაში მიეთითება ის ვადები და პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსების განახლება, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში – შეწყვეტა.     მუხლი 11🔗. შეფასების კრიტერიუმები კომისია საკონკურსო პროექტებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ა) პროექტის მოსალოდნელი შედეგების შესაბამისობა კონკურსის მიზნებთან; ბ) პროექტის მეთოდოლოგიური გამართულობა და მასალის გადმოცემის ფორმის შესაბამისობა საბავშვო ასაკთან; გ) პროექტის შემსრულებელთა სათანადო პროფესიული განათლება და კვალიფიკაცია; დ) პროექტის განხორციელების რეალისტურობა შემოთავაზებული დროისა და ბიუჯეტის ფარგლებში.