განჩინება სპს „მურუსიძე-სხილაძის“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების
წარმოებაში მიღების თაობაზე
2011 წლის 24ოქტომბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სპს ,,მურუსიძე-სხილაძის’’ დირექტორების გოჩა სხილაძის და მამუკა მურუსიძის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების გახნის შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2011 წლის 10 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართ ეს სპს,,მურუსიძე-სხილაძის’’ დირექტორ ებმა მამუკა მურუსიძემ და გოჩა სხილაძემ და სპს ,,მურუსიძე-სხილაძის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა მოითხოვ ეს, ხოლო მოტივად საზოგადოების გადახდისუუნარობა და ვადამოსული გადახდის ვალდებულებების დაფარვის შეუძლებლობა მიუთით ეს.
ვინაიდან განცხადება არ აკმაყოფილებდა ,,გახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის შესავსებად. დადგენილ ვადაში განმცხადებელმა აღმოფხვრა ხარვეზი და ითხოვა განცხადების წარმოებაში მიღება.
სასამართლ ო მ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული მასალები, მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის III და IV თავით დადგენილ ყველა პირობას იგი და მიღებულ უნდა იქნეს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-17, 21-ე, 25-ე, 26-ე, 29-ე, 32-ე, 36-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სპს ,,მურუსიძე-სხილაძის’’ დირექტორების გოჩა სხილაძის და მამუკა მურუსიძის (ს/ნ 230048533) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნ ე ს წარმოებაში და სპს ,,მურუსიძე-სხილაძის’’ მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმე.
2. სპს ,,მურუსიძე-სხილაძის’’ მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი– აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს სპს ,,მურუსიძე-სხილაძეს’’ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა.
4. შეჩერდეს იძულებითი აღსრულება სპს ,,მურუსიძე-სხილაძის’’მიმართ.
5. აიკრძალოს გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
6. განემარტოს კრედიტორებს, რომ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში სასამართლოს უნდა წარმოუდგინონ გაკოტრების მმართველის კანდიდატურები და მათ შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების ფარგლები.
7. 2011 წლის 07 დეკემბერს 14:00 საათზე, მოწვეულ იქნეს სპს ,,მურუსიძე-სხილაძის’’ კრედიტორთა კრება.
8. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).
კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხები:
ა) მეურვის ანგარიშის მოსმენა მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ;
ბ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის შედგენა;
გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.
9. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ და სასამართლო დაფაზე.
10. კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს მოტივირებული და არგუმენტირებული შუამდგომლობით მეურვის აცილების შესახებ.
11. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთა ინტერესსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11).
მოსამართლე გ. აბუსერიძე