⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2005)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართგელოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ

მიღების თარიღი 13.12.2000
ძალის დაკარგვა 01.01.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №689
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.05.001.000.865
გამოქვეყნების წყარო სსმ, 50, 27/12/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,191 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.12.2000 მიღება
01.01.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართგელოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin:0in; margin-bottom:.0001pt; background:navy; font-size:10.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.75pt 49.6pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებისაგან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ ამ კანონის მიზანია საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს შორის ურთიერთვალდებულებების არსებული თანაფარდობიდან გამომდინარე ყველა დონის ბიუჯეტის სტაბილური საშემოსავლო ბაზის ფორმირება.     მუხლი 1🔗 აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებში მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებიდან ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივები 2001 წლიდან 2004 წლის 1 ივლისამდე თითოეულზე განისაზღვროს 99 პროცენტის ოდენობით. საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბერის კანონი №3203 - სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.249     მუხლი 2🔗 საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებიდან ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივები 2001 წლიდან 2004 წლის 1 ივლისამდე თითოეულზე განისაზღვროს 85 პროცენტის ოდენობით. საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბერის კანონი №3203 - სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.249     მუხლი 3🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საბაჟო ორგანოების მიერ მობილიზებული საბაჟო გადასახადიდან ანარიცხის გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივი 2001-2004 წლებისათვის განისაზღვროს 50 პროცენტის ოდენობით. საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბერის კანონი №3203 - სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.249     მუხლი 4🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საბაჟო ორგანოების მიერ მობილიზებული დამატებული ღირებულების გადასახადიდან და აქციზიდან ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივები 2001-2004 წლებისათვის განისაზღვროს 40 პროცენტის ოდენობით, ხოლო საგადასახადო ორგანოების მიერ მობილიზებული დამატებული ღირებულების გადასახადიდან – 30 პროცენტის ოდენობით. საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბერის კანონი №3203 - სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.249     მუხლი 5🔗 აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებიდან ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივები 2004 წლის 1 ივლისიდან 2005 წლის 1 იანვრამდე თითოეულზე განისაზღვროს 100 პროცენტის ოდენობით, ხოლო იმავე ბიუჯეტში ფიქსირებული და მცირე ბიზნესის გადასახადებიდან ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივები 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე თითოეულზე განისაზღვროს 20 პროცენტის ოდენობით. საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბერის კანონი №3203 - სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.249     მუხლი 5🔗​1 აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ფიქსირებული გადასახადიდან ანარიცხის გრძელვადიანი ნორმატივი განისაზღვროს 20%-ის ოდენობით. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3040 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.214     მუხლი 5🔗​2 აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში მცირე ბიზნესის გადასახადიდან ანარიცხის გრძელვადიანი ნორმატივი განისაზღვროს 20%-ის ოდენობით. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3040 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.214     მუხლი 5🔗​3 1. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავალში, ამ კანონის პირველი–მე-5 მუხლებით განსაზღვრული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების მიხედვით სხვა ბიუჯეტებში გადასაცემი ანარიცხების გამოკლების შემდეგ, ჩაირიცხება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით გათვალისწინებული დამატებული ღირებულების, აქციზის (გარდა საავტომობილო ბენზინის აქციზისა, რომელიც მიიმართება სახელმწიფო საგზაო ფონდში), საბაჟო, საშემოსავლო, მოგების, ფიქსირებული და მცირე ბიზნესის გადასახადებიდან დარჩენილი თანხა. 2. საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში არასაგადასახადო შემოსავლის სახით, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესის თანახმად ჩაირიცხება: ა) ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის და სხვა სახის სახელმწიფო (ან სახელმწიფოს სახელით) მომსახურების გაწევიდან მიღებული მოსაკრებელი და საფასური; ბ) სახელმწიფო ბაჟი; გ) შემოსავალი სახელმწიფო ქონების (გარდა მიწისა) იჯარიდან; დ) მთლიანად სახელმწიფო ქონებით ან სახელმწიფო ქონების მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისაგან მიღებული დივიდენდები და მოგების ნაწილი; ე) როიალტები; ვ) სახელმწიფო სესხის, დეპოზიტის, ვექსილისა და სხვა პროცენტები (სარგებელი); ზ) შემოსავალი სახელმწიფო ქონების (გარდა მიწისა) გაყიდვიდან; თ) შემოსავალი სახელმწიფო მარაგის გაყიდვიდან; ი) შემოსავალი არამატერიალური აქტივების გაყიდვიდან; კ) შემოსავალი ტრანსფერებიდან; ლ) შემოსავალი გრანტებიდან; მ) „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭების შედეგად მიღებული მთლიანი შემოსავლის 50 პროცენტი; ნ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო მიწის გასხვისების შედეგად მიღებული მთლიანი შემოსავლის 50 პროცენტი; ო) სხვა არასაგადასახადო შემოსავლები. საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბერის კანონი №3203 - სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.249     მუხლი 5🔗​4 1. ამ კანონის პირველი–მე-5 მუხლების შესაბამისად საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივებით განსაზღვრული ანარიცხების გარდა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავალში მთლიანად ჩაირიცხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები: ა) ქონების გადასახადი; ბ) გადასახადი ქონების გადაცემისათვის; გ) გადასახადი მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის; დ) გადასახადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის. 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების თვითმმართველობის (სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის) ბიუჯეტებში მთლიანად ჩაირიცხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ადგილობრივი გადასახადები: ა) სათამაშო ბიზნესის გადასახადი; ბ) საკურორტო გადასახადი; გ) სასტუმროს გადასახადი; დ) რეკლამის გადასახადი; ე) გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის; ვ) მიწის გადასახადი. 3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში არასაგადასახადო შემოსავლის სახით, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესის თანახმად ჩაირიცხება: ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის და სხვა სახის მომსახურების გაწევიდან მიღებული მოსაკრებელი და საფასური; ბ) სახელმწიფო ბაჟი; გ) შემოსავალი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის გამგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და მიწის იჯარიდან; დ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის გამგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონებით ან სახელმწიფო ქონების მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისაგან მიღებული დივიდენდები და მოგების ნაწილი; ე) როიალტები; ვ) სესხის, დეპოზიტის, ვექსილისა და სხვა პროცენტები (სარგებელი); ზ) შემოსავალი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის გამგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების (გარდა მიწისა) გაყიდვიდან; თ) შემოსავალი არამატერიალური აქტივების გაყიდვიდან; ი) შემოსავალი ტრანსფერებიდან; კ) შემოსავალი გრანტებიდან; ლ) „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭების შედეგად მიღებული მთლიანი შემოსავლის 50 პროცენტი; მ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო მიწის გასხვისების შედეგად მიღებული მთლიანი შემოსავლის 50 პროცენტი; ნ) სხვა არასაგადასახადო შემოსავლები. საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბერის კანონი №3203 - სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.249     მუხლი 6🔗 ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 2000 წლის 27 მარტი).     მუხლი 7🔗 ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე თბილისი, 2000 წლის 13 დეკემბერი. №689–რს შეტანილი ცვლილებები: 1.     საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3040 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.214 2.     საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბერის კანონი №3203 - სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.249 3.     ძალადაკარგულია - საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბერის კანონი №937 - სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.212