⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.12.2012)
გაუქმებულია:

კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.10.2011
ძალაში შესვლა 01.01.2012
ძალის დაკარგვა 26.12.2012
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.149.016069
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111028014, 03/11/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,702 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.10.2011 მიღება
01.01.2012 ძალაში შესვლა
26.12.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:"Arial Narrow"; panose-1:2 11 6 6 2 2 2 3 2 4;} @font-face {font-family:"Lohit Hindi";} @font-face {font-family:"\@Lohit Hindi";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoList, li.MsoList, div.MsoList {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.DefaultParagraphFont1 {mso-style-name:"Default Paragraph Font1";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; font-family:"Times New Roman","serif";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"ზედა კოლონტიტული"; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Arial Narrow","sans-serif";} p.a0, li.a0, div.a0 {mso-style-name:წარწერა; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-style:italic;} p.a1, li.a1, div.a1 {mso-style-name:ინდექსი; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.ListParagraph1, li.ListParagraph1, div.ListParagraph1 {mso-style-name:"List Paragraph1"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.PlainText1, li.PlainText1, div.PlainText1 {mso-style-name:"Plain Text1"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.a2, li.a2, div.a2 {mso-style-name:"ჩარჩოს შინაარის"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 40.5pt 45.0pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება № 40 2011 წლის 28 ოქტომბერი ქ. კასპი კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 1. დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (დანართი 1). 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან. საკრებულოს თავმჯდომარე              დ.მესროფაშვილი დანართი 1 კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია     მუხლი 1🔗. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება 1. ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 3. ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად: ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის ქიმიოთერაპიის თანადაფინანსება 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარის ;. ბ) ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.     მუხლი 2🔗. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება საკეისრო ოპერაციების და ფიზიოლოგიური მშობიარობების დროს 1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია ის პირები, რომელთაც გააჩნიათ 70 000-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულა . 2. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, საკეისრო ოპერაციებისა და ფიზიოლოგიური მშობიარობის თანადაფინანსება 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 300 ლარისა . 3. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;  დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;      მუხლი 3🔗. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა  1. ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია: ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები; ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები; გ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები; დ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებული პაციენტები; ე) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცერებრალური დამბლით დაავადებული პაციენტები. 2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არა უმეტეს 100 ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში. 3. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 განახლებული); ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.     მუხლი 4🔗. ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სამედიცინო დახმარება 1. ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების დახმარება მოხდება ერთჯერადად, 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი; გ ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.     მუხლი 5🔗. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების სამედიცინო დახმარება 1. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება მოხდება ერთჯერადად, 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის(პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.     მუხლი 6🔗. ფსორიაზით დაავადებული პირების დახმარება 1. ფსორიაზით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირების, რომელთაც გააჩნიათ 70 000-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულა დახმარება მოხდება ერთჯერადად, 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 300 ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან ; ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.     მუხლი 7🔗 ლეიშმანიოზით დაავადებული ბავშვების დახმარება. 1. ლეიშმანიოზით დაავადებული ბავშვების დახმარება მოხდება ერთჯერადად, 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.     მუხლი 8🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება 1. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის – 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა. 2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) მეურვის/მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან. ზ) ბავშვის დაბადების მოწმობების ასლები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.     მუხლი 9🔗. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახისადმი დახმარება 1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა. 2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე დამდგარი ზიანიდან ერთი კვირის ვადაში; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; დ) ცნობა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურიდან; ე) ცნობა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურიდან; ვ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.     მუხლი 10🔗. ენდოკრინოლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბავშვთა დახმარება 1. დაფინანსდეს კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-5 და მე-9 კლასების მოსწავლეთა ვიზუალური გამოკვლევა მათი სწავლების ადგილზე ენდოკრინოლოგიური (ჩიყვის) დაავადების გამოსავლენად; 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ იმ სოციალურად დაუცველ მოსწავლეთა, სარეიტინგო ქულით 70 000-დან 150 000 -მდე, რომელთა ვიზუალურმა კვლევამაც დადებითი შედეგი აჩვენა, სამედიცინო გამოკვლევა ენდოკრინოლოგიური (ჩიყვის) დაავადების გამოსავლენად, მთლიანი ღირებულების გადახდა მოხდება ერთჯერადად კასპის მუნიციპალიტეტის მიერ გამოვლენილ სამედიცინო დაწესებულებაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით კასპის მუნიციპალიტეტის მიერ გამოვლენილი შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.     მუხლი 11🔗. თირკმლის უკმარისობით (დიალეზი) დაავადებებით დაავადებულ პაციენტების დახმარება 1. თირკმლის უკმარისობით (დიალეზი) დაავადებებით იმ პირების, რომელთაც გააჩნიათ 70 000-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულა, დახმარება მოხდება ერთჯერადად 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან; ვ) ცნობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან იმის თაობაზე, რომ დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) არ მონაწილეობს თირკმლის უკმარისობით (დიალეზი) დაავადებების პროგრამაში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.     მუხლი 12🔗. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება 1. ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შემდეგ კატეგორიას: ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს 10 0 ლარის ოდენობით; ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I ჯგუფის ინვალიდებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას და საჭიროებს მომვლელს, 100 ლარის ოდენობით. 2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუფსიდიების სააგენტოდან); დ ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშზე.      მუხლი 13🔗 . მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთისა და უნგრეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების, სარიტუალო მომსახურება; დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვლილი პირის დევნილის მოწმობის ასლი; დ) ომისა და სამხედრო ძალების გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობა; ე) გარდაცვლილი ვეტერანის ან გარდაცვლილი დევნილის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ვ) დამკრძალავის და გარდაცვლილის კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსერო ასლი; ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; თ) შესაბამისი ტერიტოტიული ორგანოს რწმუნებულის ინფორმაცია დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის შესახებ . 3. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.     მუხლი 14🔗. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის, ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის, 9 მაისისთვის, ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანობის მოწმობის ასლი . 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.     მუხლი 15🔗. სააღდგომოდ სურსათით დახმარების პროგრამა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხსა და სოფელ თელიანში კომპაქტურად ჩასახლებული და აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისათვის 1. აღნიშნული კატეგორია დახმარებას – სასაჩუქრე პაკეტს მიიღებს 2012 წლის აღდგომისთვის ერთჯერადად. 2. სასაჩუქრე პაკეტის ღირებულებაა 70 ლარი; 3. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს: ა) დევნილის მოწმობის ასლი; ბ) პირადობის მოწმობის ასლი.     მუხლი 16🔗. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 1. აღნიშნული კატეგორია დახმარებას მიიღებს ერთჯერადად 100 (ასი) ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:  ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;  ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;  გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი .  3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე .      მუხლი 17🔗. 3 მარტს, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამშობიარო სახლებში მყოფი ქალებისთვის, რომლებსაც შეეძინათ შვილი , „დედის დღის“ მილოცვა სასაჩუქრე პაკეტით 1. აღნიშნული კატეგორია დახმარებას – სასაჩუქრე პაკეტს მიიღებს 2012 წლის 3 მარტს.  2. სასაჩუქრე პაკეტის ღირებულებაა 200 ლარი (ორასი ლარი) .  3. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილი 3 მარტს, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამშობიარო სახლებში მყოფი ქალების, რომლებსაც შეეძინათ შვილი, რაოდენობისა და ვინაობის შესახებ მათი პირადობის მოწმობის მონაცემების მითითებით.     მუხლი 18🔗. მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური დახმარება 1. სოციალური დახმარება კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისა, რომელთაც ქორწინების პერიოდში შეეძინათ მესამე ან მომდევნო შვილი და ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დახმარებას მიიღებს ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით ახლადშეძენილ თითოეულ ბავშვზე . 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები; დ) ქორწინების მოწმობის ქსერო ასლი; ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. თავი II სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება     მუხლი 19🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური (შემდგომში – სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის კომისიას (შემდგომში – კომისია), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.     მუხლი 20🔗. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა 1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი. 2. კომისის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს. 3. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე და კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება კომისიის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში კომისიის მდივანი უფლებამოსილია კომისიის სხდომის მდივნობა დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს. 4. კომისია მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ მაინც. 5. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 6. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.     მუხლი 21🔗. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. 2. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.     მუხლი 22🔗. კომისიის ოქმები და დასკვნები 1. კომისის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში. 3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი. 5. კომისიის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას. 6. კომისიის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.     მუხლი 22🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, კომისიის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. თავი III დასკვნითი დებულებები     მუხლი 23🔗. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა 1. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია მოსახლეობის იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც დახმარების მიმღებად ითვლებიან სახელმწიფო პროგრამების მიხედვით. 2. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა კასპის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან. 3. სოციალური დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) პირი ვალდებულია, თუ ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ კატეგორიას მიეკუთვნება, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ არ განეკუთვნება – მიუთითოს აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.