⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.01.2017)
გაუქმებულია:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.10.2011
ძალის დაკარგვა 11.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №პირადი ნომერი
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016085
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111031011, 02/11/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,706 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.10.2011 მიღება
11.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
ბინა სამსახური
ნომერი პირადი ნომერი
სწავლების წლები სასწავლო დაწესებულება
დონე ძალიან კარგად
მუშაობის ადგილი (ორგანიზაციის დასახელება) დაკავებული თანამდებობა; სახელფასო განაკვეთი
დაოჯახებული და სა ოჯახებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:16.0pt; } p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; } a:link, span.MsoHyperlink { color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.FooterChar { } span.BodyTextChar { } span.BodyText3Char { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.saxexmlChar { font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 66.25pt 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება № 834 2011 წლის 28 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში სტაჟირების გავლის წესი”. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 2 მაისის №247 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                                                                                                                          ბ . ახალაია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში სტაჟირების გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში (შემდგომში – ოფისი) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗 1. სტაჟირების მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების, კვალიფიციური კადრების მომზადების, გადამზადების და მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა. 2. კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, ოფისი სტაჟირების გასავლელად იღებს პერსპექტიულ ახალგაზრდებს, ხელს უწყობს მათი პროფესიული დონის ამაღლებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ქმნის შესაბამის სფეროში ცოდნის დონის ამაღლების პირობებს.     მუხლი 3🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:  ა) სტაჟირება – ოფისში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებადი საქმიანობა;  ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;  გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ოფისში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ. თავი II სტაჟიორის შერჩევა და სტაჟირების გავლის წესი     მუხლი 4🔗  სტაჟიორად, კონკურსის წესით (ტესტირება ან/და გასაუბრება) მიიღება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განსაზღვრული შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე პირი. ამასთან, მინისტრის ინდივიდუალური ადმინიდსტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება დადგინდეს განსხვავებული წესი.     მუხლი 5🔗 1. სტაჟირების კონკურსს ატარებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სტაჟირების საბჭო (შემდგომში – საბჭო).  2. კონკურსის პირობებსა და თემატიკას დეპარტამენტების (სამმართველოების) მიხედვით ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ საბჭოს წარდგინების საფუძველზე. ამ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება (სამართლებრივი აქტი) შეიძლება მიიღოს მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.  4. საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით, ხოლო ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა 1/3 მაინც.     მუხლი 6🔗 1. ოფისში სტაჟირების გავლის მსურველმა, საბჭოს სამდივნოში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:  ა) სტაჟიორის ანკეტა-რეზიუმე (დანართი №1). ბ) დიპლომის ასლი;  გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;  დ) ორი ფოტოსურათი; ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;  ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ.  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტში მითითებულ ანკეტა-რეზიუმეში კანდიდატმა უნდა მიუთითოს ოფისის ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც მას სურვილი აქვს გაიაროს სტაჟირება. ამასთან, კანდიდატს უფლება აქვს მიუთითოს ოფისის არა უმეტეს ორი სტრუქტურული ქვედანაყოფი , თუ იგი აკმაყოფილებს მითითებული ქვედანაყოფების მიერ დადგენილ მოთხოვნებს.     მუხლი 7🔗  კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს ხელწერილი დანართი №2 -ის მიხედვით.     მუხლი 8🔗  1. სტაჟირების მაქსიმალური ვადაა 6 თვე.  2. სტაჟიორს დანიშვნის შემდეგ ეძლევა სტაჟიორის მოწმობა.  3. სტაჟირების სრული ვადის გავლისა და დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, ხელმძღვანელის წარდგინებით , სტაჟიორს ეძლევა სერტიფიკატი (დანართი №3).     მუხლი 9🔗  1. სტაჟირებაზე პირის შერჩევა შეძლება მოხდეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ან/და ტესტირების ან/და გასაუბრების საფუძველზე. 2. ტესტი შეიცავს საბჭოს მიერ განსაზღვრული ოდენობის საკითხებს. 3. ტესტირების დადებითი შეფასების მისაღებად სტაჟიორმა უნდა დააგროვოს, საბჭოს წინადადებით და მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი).     მუხლი 10🔗  1. მოთხოვნას სტაჟიორთა რაოდენობის თაობაზე ცალკეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში საჭიროების მიხედვით წარადგენს ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. 2. ოფისში სტაჟიორთა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 11🔗 1. ოფისის სტაჟიორი ვალდებულია, სტაჟირების ვადის გასვლისთანავე, შეადგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.  2. სტაჟიორის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენა-განხილვისას მხედველობაში მიიღება სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის (სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ განსაზღვრული პირი) მოსაზრება სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ. 3. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ საბჭო აფასებს სტაჟიორის მიერ გაწეულ სამუშაოს და იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ. თავი III სტაჟიორის უფლებები  მუხლი 12🔗  სტაჟიორს უფლება აქვს:  ა) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გარდა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის კანონმდებლობით დადგენილ წესებს;  ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასა და შეხვედრებში ;  გ) სტაჟიორს უფლება აქვს ოფისის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სემინარებსა და კონფერენციებში. თავი IV სტაჟიორის მოვალეობები     მუხლი 13🔗  სტაჟიორი ვალდებულია:  ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებითა და სამინისტროს საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით;  ბ) დაიცვას ოფისის შინაგანაწესი და შრომის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები;  გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება ამ წესით დადგენილი წესით;  დ) მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა ოფისის საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღება დ;  ე) სტაჟიორი ოფისის, სტრუქტურული ქვედანაყოფისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებითა და უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს; ვ) სტაჟიორი ვალდებულია დაიცვას სამინისტროში მიღებული ყველანაირი ინფორმაცია გამხელისაგან. თავი V სამინისტროს მოვალეობები     მუხლი 14🔗  სამინისტრო ვალდებულია სტაჟიორს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად შეუქმნას სათანადო პირობები.     მუხლი 15🔗  სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:  ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა;  ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და მასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ინფორმაციით; გ) განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა;  დ) ხელი შეუწყოს სტაჟიორისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას. თავი VI სტაჟირების საბჭო     მუხლი 16🔗 1. სტაჟიორების კონკურსს ატარებს საბჭო. 2. გადაწყვეტილებას კონკურსის ჩატარების ვადებისა და ფორმის შესახებ იღებს საბჭო მინისტრთან შეთანხმებით.  3. საბჭოს ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.  4. საბჭო შედგება თავმჯდომარისა და 7 წევრისაგან, საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით. 5. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე.  6. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.     მუხლი 17🔗 1. საბჭო, როგორც წესი, კონკურს აწყობს მინისტრის აქტით განსაზღვრული პერიოდულობით. 2. გადაწყვეტილებას კონკურსის გადადების შესახებ იღებს საბჭოს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით. თავი VII სტაჟირების გავლის სხვა პირობები     მუხლი 18🔗 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:  ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა; ბ) პირადი განცხადება;  გ) ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა;  დ) ამ წესით და ოფისის შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.  2. ოფისში სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი საბჭოს ან ოფისის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინადადებით.     მუხლი 19🔗  იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი დადგენილი წესით დაინიშნება ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფში, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა სერტიფიკატი.     მუხლი 20🔗  1. სტაჟირების გავლის საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.  2. სტაჟირების საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელთაგან იქმნება საბჭოს სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს კონკურსანტთა საბუთების მიღებასა და ყველა საჭირო დოკუმენტების მომზადებას.  3. სამდივნო შედგება სამდივნოს უფროსისა და წევრებისგან.  4. სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ვალდებულია სტაჟირების საკითხზე 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს თავმჯდომარეს.     მუხლი 21🔗 1. სტაჟირების საბჭოს სხდომის შესახებ დგება ოქმი, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება –საოქმო დადგენილების სახით. 2. სტაჟირების საბჭოს დადგენილება ორგანიზაციული საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება მიღებულ იქნ ეს საბჭოს წევრების გამოკითხვის წესით (მათ შორის , თავმჯდომარის). დანართი №1 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისი ფოტო სტაჟიორის ანკეტა-რეზიუმე ცნობები თქვენ შესახებ 1. სახელი, მამის სახელი, გვარი ________________________________________________ 2. დაბადების თარიღი, ადგილი ________________________________________________ 3. მოქალაქეობა _______________________________________________________________ 4. ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი _______________________________________ 5. საკონტაქტო ტელეფონები ___________________________________________________  ბინა სამსახური მობილური ელ-ფოსტა 6. საპასპორტო მონაცემები ნომერი პირადი ნომერი გაცემის თარიღი გაცემის ადგილი 7. განათლება სწავლების წლები სასწავლო დაწესებულება ფაკულტეტი სპეციალობა ხარისხი 1. 2. 3. 4. 8. უცხო ენის ცოდნა დონე ძალიან კარგად კარგად საშუალოდ ცუდად                     9. სპეციალური ან პროფესიული ჩვევები (მიუთითეთ რა კურსები ან ტრენინგები გაქვთ გავლილი) ______________________________________________________________________ ______________________________________________________________________ 10. შრომითი საქმიანობა მუშაობის ადგილი (ორგანიზაციის დასახელება) დაკავებული თანამდებობა; სახელფასო განაკვეთი სამუშაოზე მოწყობის თარიღი სამუშაოდან წასვლის თარიღი წასვლის მიზეზები 1. 2. 3. 4. 5. 11. ოჯახური მდგომარეობა:  დაოჯახებული  და სა ოჯახებელი  განქორწინებული ქვრივი (ქვემოთ მიუთითეთ თქვენი ოჯახის წევრების სახელი, გვარი, დაბადების თარიღი – რ. /თ. / წ., სამუშაო ადგილი, თანამდებობა). დედა: მამა: და: ძმა: მეუღლე: შვილი: 12 სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება; როდის გაქვთ მინიჭებული და რომელი ორგანოს – დაწესებულებისაგან ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________ 13. ქვედანაყოფი, რომელშიც თქვენ გსურთ გაიაროთ სტაჟირება: შენიშვნა: მიეთითება არა უმეტეს ორი სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელწოდება .  -------------------------------------------------------------------------------------------------------  -------------------------------------------------------------------------------------------------------  -------------------------------------------------------------------------------------------------------  ვადასტურებ ჩემს მიერ წარმოდგენილ მონაცემთა სიზუსტეს ხელმოწერა ---------------------------------------------  თარიღი --------------------------------------------- 0112, თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის ქ. 20, ფაქსი: 2 910898 ტელ.: 2 912058 ელ-ფოსტა: mod@geo.№et.ge ვებ-გვერდი: www.mod.gov.ge დანართი №2 ხ ე ლ წ ე რ ი ლ ი შეგნებული მაქვს რა ჩემზე ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში სტაჟირების გავლის წესის” თანახმად დაკისრებული მოვალეობები, სტაჟირების გავლის პერიოდში პასუხისმგებელი ვარ ჩემს ქმედებებზე, ასევე სტაჟირების დამთავრების შემდეგ არ გავავრცელებ ინფორმაციას, რომელიც ცნობილი გახდა ჩემთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით. სტაჟიორის ხელმოწერა / /  “ “ -------------- 201 წ. დანართი №3 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ეს სერტიფიკატი ეძლევა ----------------------------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი) მასზე, რომ მან 201_ წლის ,, “ ______დან 201_ წლის ,, “ ____მდე წარმატებით გაიარა სტაჟირების კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ____________________________________________________________________ (ქვედანაყოფი)  ---------------------  მინისტრი