„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესის" დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.10.2011
ძალის დაკარგვა 26.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №835
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016086
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111031012, 02/11/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესის" დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №835
2011 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესის’’ დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ქ)” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესი”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამოქალაქო ოფისში (შემდგომში – ოფისი) პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.
მუხლი 3🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პრაქტიკა – ოფისში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებადი საქმიანობა;
ბ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის პრაქტიკას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განცხადება პრაქტიკის გავლის შესახებ;
დ) პასუხისმგებელი კოორდინატორი – პირი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს პრაქტიკანტს.
თავი II
პრაქტიკანტის სტატუსი
მუხლი 4🔗
პრაქტიკანტად მიიღება პირი, რომელიც არის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, რომლის განათლების დამადასტურებელი დოკუმეტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
მუხლი 5🔗
ოფისში პრაქტიკანტების მიღება წარმოებს სამინისტროს ადმინისტრაციისა და სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან გასაუბრების საფუძველზე ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.
მუხლი 6🔗
1. კანდიდატების სათანადო დოკუმენტაციის მომზადებასა და პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.
2. გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად მიღების შესახებ იღებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) სამინისტროს ადმინისტრაციის წინადადების საფუძველზე. ამ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.
მუხლი 7🔗
კანდიდატმა სამინისტროს ადმინისტრაციაში უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა (დანართი №1) პრაქტიკის გავლაზე.
მუხლი 8🔗
1. პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 3 თვემდე ვადით.
2. პრაქტიკანტს, პრაქტიკის ვადის გავლის შემდეგ ეძლევა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი მოწმობა (ცნობა).
მუხლი 9🔗
პრაქტიკანტთა რაოდენობა ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ამ ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფში შტატით გათვალისწინებულ მომსახურეთა საერთო რაოდენობის 1/5-ს. ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფში პრაქტიკანტთა საჭირო რაოდენობა განისაზღვრება ამ ქვედანაყოფის უფროსის მიერ.
თავი III
პრაქტიკანტის უფლებები
მუხლი 10🔗
1. პრაქტიკანტი უფლებამოსილია:
ა) ოფისის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით გაეცნოს შესაბამის სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით, რომელსაც განსაზღვრავს ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ოფისის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ) გაეცნოს ოფისის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც ამ ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება.
2. პრაქტიკანტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებითა და უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეეხება მოცემული ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის საკითხებს.
მუხლი 11🔗
მინისტრი ადმინისტრაციის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე პრაქტიკანტის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) მიიღოს გადაწყვეტილება პრაქტიკანტის სხვა ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.
თავი IV
პრაქტიკანტის მოვალეობანი
მუხლი 12🔗
1. პრაქტიკანტი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (შემდგომში – სამინისტროს დებულება), შესაბამისი ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებითა და სამინისტროს საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება შესაბამისად, ოფისის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის პრაქტიკას;
გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებთან.
2. პრაქტიკანტი ვალდებულია ყოველდღიურად გამოცხადდეს სამინისტროში, რაზეც კონტროლს ახორციელებს მისი უშუალო ხელმძღვანელი.
3. ხელწერილი სამინისტროს დებულებისა და ოფისის შინაგანაწესის გაცნობის შესახებ თან ერთვის პრაქტიკანტის პირად საქმეს.
4. პრაქტიკანტი ვალდებულია სასწავლო პრაქტიკის გავლის პროცესში, შეადგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
5. კანონმდებლობის შესაბამისად პრაქტიკანტი ვალდებულია პრაქტიკის გავლის პერიოდში, ასევე პრაქტიკის დამთავრების შემდეგ არ გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
თავი V
სამინისტროს უფლება - მოვალეობანი
მუხლი 13🔗
სამინისტრო პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 14🔗
1. ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი პირადად აკონტროლებს პრაქტიკანტის სამსახურებრივ საქმიანობას. იგი პრაქტიკანტს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად აკონტროლებს მათ შესრულებას.
2. ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ან უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია პრაქტიკანტს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
3. პრაქტიკის 3-თვიანი გავლის ამოწურვიდან ერთი სამუშაო კვირის განმავლობაში პასუხისმგებელი კოორდინატორი წერილობით აფასებს პრაქტიკანტის მიერ გაწეულ საქმიანობას და აცნობებს ამომწურავ ინფორმაციას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტმენტს, რომელიც, თავის მხრივ, ინახავს აღნიშნულ ინფორმაციას შემდგომში მისი საჭიროებისამებრ გამოყენების მიზნით.
მუხლი 15🔗
ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველთვიურად მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს პრაქტიკის მიმდინარეობის შესახებ.
თავი VI
პრაქტიკის გავლის სხვა პირობები
მუხლი 16🔗
1. პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პრაქტიკის გავლის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში შესაბამის ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) შინაგანაწესის დარღვევა.
2. პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
დანართი №1
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისი
განაცხადი პრაქტიკის გავლაზე
1. გვარი, სახელი ----------------------------------------------------------------------------------------
2. დაბადების ადგილი, თარიღი ---------------------------------------------------------------------
3. მოქალაქეობა -----------------------------------------------------------------------------------------
4. პირადი ნომერი --------------------------------------------------------------------------------------
5. ოჯახური მდგომარეობა ----------------------------------------------------------------------------
6. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი
________________________________________________________________________________
7. განათლება
ფაკულტეტი როდიდან როდემდე სასწავლებელი
8. ამჟამად სად სწავლობთ?
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
9. სპეციალობა
10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე;
შეაფასეთ ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად.
ენა კითხვა მეტყველება წერა
11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
12. რატომ აირჩიეთ სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პროფესიული გეგმები და მიზნები
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
13. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გსურთ პრაქტიკის გავლა.
მიუთითეთ სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფი პრიორიტეტების მიხედვით.
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
14. სპეციალური ან პროფესიული ჩვევები (მიუთითეთ რა კურსები ან ტრენინგები გაქვთ გავლილი. სად, როდის).
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
15. სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება; როდის გაქვთ მინიჭებული და რომელი ორგანოს-დაწესებულებისაგან
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
16. გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ოფიციალური წერილობითი მოთხოვნა და რეკომენდაცია;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) CV (რეზიუმე);
დ) ფოტოსურათი;
ე) სამოტივაციო წერილი;
ვ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
შევსების თარიღი -------------------------
პირადი ხელმოწერა------------------------
დანართი №2
ხ ე ლ წ ე რ ი ლ ი
შეგნებული მაქვს რა ჩემზე ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესის” თანახმად დაკისრებული მოვალეობები, პრაქტიკის გავლის პერიოდში პასუხისმგებელი ვარ ჩემს ქმედებებზე, ასევე პრაქტიკის დამთავრების შემდეგ არ გავავრცელებ ინფორმაციას, რომელიც ცნობილი გახდა ჩემთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.
პრაქტიკანტის ხელმოწერა / /
„ --------------------“ 201 წ.