საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5114-IIს
სარეგისტრაციო კოდი
010190020.04.001.016025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111031027, 31/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ორგანული კანონი (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) დაემატოს შემდეგი შინაარსის 12918 მუხლი:
„მუხლი 12918. ამომრჩეველთა სიების დაზუსტება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის
1. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით იქმნება კომისია.
2.  კომისიის შემადგენლობაში თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით შედიან ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ 21 წევრისა.
3. კომისიის შემადგენლობას პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
4. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო    უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი კომისიის დებულებით დადგენილი წესით.
5. კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიის მდივანს. კომისიის თავმჯდომარე არჩეული უნდა იქნეს ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ წარდგენილი წევრებისგან.
6. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც კომისიის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
7. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების  უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედისა.
8. კომისია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის,  კარდაკარ გადამოწმების პრინციპით.
9. კომისია ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას უზრუნველყოფს 2012 წლის 1 ივლისამდე. კომისიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი სია არის ამომრჩეველთა ერთიანი სია.
10. სახელმწიფო უწყებები ვალდებული არიან ითანამშრომლონ კომისიასთან ამომრჩეველთა ერთიანი სიის დასაზუსტებლად.
11. კომისიის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                             მ. სააკაშვილი
თბილისი,2011 წლის 13 ოქტომბერი.
№5114–IIს