„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30.11.1210
სარეგისტრაციო კოდი
010260050.37.101.016082
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111031043, 01/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №30.11.1210

2011 წლის
28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის                               16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1.
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში (სსმ 250211, 25/02/2011)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. დამტკიცდეს დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის უფლებით გაცემის შესახებ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული აქტის ფორმა დანართი 1-ის შესაბამისად.“
;
ბ) მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 და 92 პუნქტები:
„91.
დამტკიცდეს დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის უფლებით გაცემის შესახებ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირის ელექტრონული ფორმის განაცხადის საფუძველზე, ელექტრონული ფორმით
გაცემული აქტის ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად.

92.
დამტკიცდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით გაცემული
აქტის ფორმა დანართი 3-ის შესაბამისად.“
.
2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი                             გ. უგულავა

დანართი 1

ბრძანება
---------- (ფიზიკური პირის სახელი გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისმართი, პირადი/საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი)
პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაცემის შესახებ

ფიზიკურმა/იურიდიულმა პირმა (საიდენტიფიკაციო ნომერი) განცხადებით (რეგისტრ. №) მომართა ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს და ითხოვა ქ. თბილისში, ------- (ქონების მისამართი) იჯარით გადაცემა, ______ მიზნით.
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ „საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-5 პუნქტის და ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის“, „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის ---- ---- №
დადგენილების შესაბამისად,ვბრძანებ:
1. დაკმაყოფილდეს ---------------- (ფიზიკური/იურიდიული პირის) (პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი: -------) განცხადება (რეგისტრ. №) და პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, ---- წლის ვადით გადაეცეს ქ. თბილისში (უძრავი ქონების მისამართი, ფართი და მიწის საკადასტრო კოდი: №----) -------- მიზნით.
2. ბრძანების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საიჯარო პირობები განისაზღვრება ბრძანების დანართით.
3. წინამდებარე ბრძანება ------ -ის განცხადებასთან ერთად გათანაბრებულია ხელშეკრულებასთან, რომლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს თანდართული საიჯარო პირობები.
4. საიჯარო ურთიერთობის მხარეებს წარმოადგნენ ქ. თბილისის მერია (თბილისის თვითმმართველი ერთეული) – წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს (მეიჯარე) სახით და ------- (მოიჯარე).
5. წინამდებარე ბრძანებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სააგენტოს უფლებამოსილი პირი                                                       --------------------------

დანართი 1-ის დანართი

საიჯარო პირობები
1. ბრძანების შესაბამისად გადაცემულ ქონებაზე იჯარის უფლება წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
2. მოიჯარე უფლებამოსილია იჯარით მიღებულ მიწის ნაკვეთზე განახორციელოს მხოლოდ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტით ან/და სხვა ფორმის თანხმობით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი.
3.1. ყოველწლიური იჯარის ღირებულება შეადგენს 1 კვმ-ზე -- (--) ლარს (შემდგომში “საიჯარო ქირა”).
3.2. საიჯარო ქირა გადახდილ უნდა იქნეს თანაბარწილად ყოველ 6 თვეში ერთხელ, არა- უგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა. გადახდის ვადა აითვლება ბრძანების გაცნობის მომენტიდან.
3.3. საიჯარო ქირა გადაირიცხება შემდეგ საბანკო ანგარიშზე: მიმღების დასახელება: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო
საიდენტიფიკაციო კოდი: ___________;
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა;
ანგარიში: ______________;
ბანკის კოდი: ______________;
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: __________;
(ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის იჯარიდან და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან მიღებული შემოსავალი).
3.4. საიჯარო ურთიერთობის განმავლობაში ეროვნული ვალუტის ინფლაციის შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია გაზარდოს საიჯარო ქირა შესაბამისი ოდენობით. ასევე ეკონომიკური პირობების ცვლილებების გათვალისწინებით, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიწის ნორმატიული ფასის ცვლილების შემთხვევაში, საიჯარო ქირის გადახედვა ურთიერთობის მონაწილეების მიერ შესაძლებელია შეთანხმების საფუძველზე, ან მეიჯარე ამ პირობებით განსაზღვრული წესით ატყობინებს ქონების მიმღებს ახალ საიჯარო ქირის ოდენობას. წერილობითი შეტყობინებიდან ერთი თვის ვადაში შეთანხმების მიუღწევლობის და საიჯარო პირობებში ცვლილების გაუფორმებლობის შეთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს საიჯარო ურთიერთობა.
4. მოიჯარე ვალდებულია მეიჯარის პირველივე მოთხოვნისთანავე გაათავისუფლოს იჯარით გადაცემული ქონება 1 თვის ვადაში.
5. იჯარით გადაცემულ ქონებაზე გამარჯვებულ სარეკლამო კომპანიასთან შეთანხმების გარეშე, მოიჯარემ არ უნდა განათავსოს რეკლამა თავის საქმიანობასთან დაკავშირებული რეკლამის გარდა.

6. საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარეს არ ათავისუფლებს მიწით სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელებისაგან.
7. მეიჯარე ადასტურებს, რომ თანახმაა მოიჯარემ გამოიყენოს იჯარის საგანი ბრძანებით გათვალისწინებული მიზნით. გაუთვალისწინებელი მიზნით ქონების გამოყენებისას მოიჯარე ვალდებულია მიიღოს მეიჯარის წინასწარი თანხმობა.
8. იჯარის ვადის გასვლის შემდგომ მოიჯარე ვალდებულია ქონება დააბრუნოს და
, მესაკუთრის მოთხოვნის შემთხვევაში, მოიყვანოს იგი
პირვანდელ მდგომარეობაში.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 28 მარტის დადგენილება №07.23.250
– ვებგვერდი, 01.04.2011 წ.

9.1
. იჯარის უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მოიჯარე.
9.2
. მეიჯარე უფლებამოსილია მოიჯარის ხარჯით თავად განახორციელოს იჯარის უფლების რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები.
10.1. მეიჯარე თანახმაა, მოიჯარემ იჯარით გადაცემული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის: გააქირაოს, ქვეიჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) მესამე პირს მეიჯარესთან შემდგომი შეთანხმების გარეშე. ამასთან, მოიჯარე პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.25.445
– ვებგვერდი, 19.05.2011წ.

10.2. ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, საიჯარო პირობები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მოთხოვნისთანავე, მეიჯარის მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარუდგინოს ინფორმაცია მეიჯარეს.
10.3. ამ პირობებისა და ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ამ პირობებით განსაზღვრული ფორმით ეძლევა გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა. პირგასამტეხლო განსაზღვრულია დანართით საიჯარო პირობებიდან გამომდინარე.
10.4. საიჯარო პირობების შეუსრულებლობის (დარღვევის) განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მეიჯარის მიერ მიიჩნევა საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება გაწეული ნებისმიერი სხვა ხარჯი. მეიჯარე უფლებამოსილია, ასევე, მოითხოვოს ქონებისთვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის და/ან ზარალის ანაზღაურება.
10.5. საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში სარგებლობის უფლების მიმღებ პირს არ უბრუნდება შემოტანილი თანხა და არ უნაზღაურდება გაწეული ხარჯები.
11. მოიჯარე ვალდებულია:
11.1. აცნობოს დაუყოვნებლივ მეიჯარეს, თუ ქონებას აღმოაჩნდება ნაკლი;
11.2. მოთხოვნისთანავე მეიჯარეს წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია საიჯარო პირობებით და საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად;
11.3. ხელი შეუწყოს მეიჯარეს, საიჯარო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტური და ვიზუალური მონიტორინგის განხორციელებაში;
11.4. ხელი შეუწყოს მეიჯარეს, კანონმდებლობით და საიჯარო პირობებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
11.5. საიჯარო პირობების დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება 12.1-12.3 პუნქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლო.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.25.445
– ვებგვერდი, 19.05.2011წ.

12.1. საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია ქირის 0,1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
12.2. პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით:
მიმღები: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო; საიდენტიფიკაციო კოდი: ________ მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ანგარიშის ნომერი: _________; ბანკის კოდი: _________; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: __________.
12.3. საიჯარო პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების (გარდა საიჯარო ქირის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებებისა) დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 100 (ასი) ლარის ოდენობით.
13.1. საიჯარო ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს:
13.1.1. მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით;
13.1.2.. მეიჯარის მიერ, ცალმხრივად: საიჯარო პირობების 3.4 და
მე-4 პუნქტებ
ით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის პირველივე შემთხვევაში;
13.1.3. მეიჯარის მიერ, ცალმხრივად, წინამდებარე დანართის 10.4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
13.1.4. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;
13.2. საიჯარო ურთიერთობა შეწყვეტილად ითვლება იჯარის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში;
13.3. საიჯარო ურთიერთობა წყდება მოიჯარის განცხადებისა და სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, გარდა მეიჯარის მიერ ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტისა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საკმარისია სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მიერ გამოცემული ბრძანება.
14.1. ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება საიჯარო პირობებში შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა შეთანხმებით – მოიჯარის განცხადებისა და სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე;
14.2. სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ საიჯარო პირობებში ცვლილების ინიციი
რების შემთხვევაში მოიჯარის თანხმობა გამოიხატება აქტზე ხელმოწერით;
14.3. საიჯარო პირობებში ცვლილებები და დამატებები საჯარო რეესტრში რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
15. დავის არსებობის შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოს.
16.1. ყველა შეტყობინება, მოთხოვნა ან სხვა სახის კორესპონდენცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, უნდა გაიგზავნოს პერსონალური გადაცემის გზით, წინასწარ გადახდილი დაზღვეული ფოსტით, საკურიერო სამსახურით ან ფაქსით, ასევე მეიჯარის მიერ 16.3 პუნქტით გათვალისწინებული წესით შესაბამის მხარესთან შემდეგ მისამართზე:
მოიჯარე

მისამართი:
ტელეფონი:
მობილური ტელეფონი:
ელ. ფოსტა:

მეიჯარე:
სსიპ – ქონების მართვის სააგენტო

მისამართი:
ჟ. შარტავას №7,ქ. თბილისი, საქართველო
სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს უფროსი

16.2. მხარეები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ერთმანეთს საკონტაქტო მონაცემების ნებისმიერი რეკვიზიტის ცვლილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეტყობინება ითვლება მიმღები მხარის მიერ მიღებულად მის მიერ მითითებულ უკანასკნელ მისამართზე გამგზავნი მხარის მიერ გაგზავნის შემთხვევაში.
16.3. მეიჯარის მიერ ელექტრონულად (მათ შორის, ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვ.) მოიჯარის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება, მოთხოვნა და სხვა კორესპონდენცია ძალაშია ადრესატის შესაბამის მისამართზე (მათ შორის, ელექტრონულ ფოსტაზე) შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.
გავეცანი ბრძანებას თანდართული პირობებით და ვეთანხმები.
ჩავიბარე: _________________________________ ____________________
სახელი, გვარი ხელმოწერა
თარიღი:

დანართი 2

სააგენტოს გადაწყვეტილება
დაკმაყოფილდეს
(ფიზიკური პირის სახელი გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისმართი, პირადი/საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი) განცხადება და
პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაეცეს ------------
ქ. თბილისში, ------- (ქონების მისამართი, საკადასტრო კოდი: ფართობი)
______ მიზნით.
საფუძველი:
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-5 პუნქტის და ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის“, „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის ---- ---- № დადგენილების შესაბამისად,1. დაკმაყოფილდეს ---------------- (ფიზიკური/იურიდიული პირის) (პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი: -------) განცხადება და პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, ---- წლის ვადით გადაეცეს ქ. თბილისში, (უძრავი ქონების მისამართი, ფართი და მიწის საკადასტრო კოდი: №----) -------- მიზნით.
2. გადაწყვეტილების
პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საიჯარო პირობები განისაზღვრება გადაწყვეტილების
დანართით.
3. წინამდებარე გადაწყვეტილება
------ -ის ელექტრონულ
განცხადებასთან ერთად გათანაბრებულია ხელშეკრულებასთან, რომლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს თანდართული საიჯარო პირობები.
4. საიჯარო ურთიერთობის მხარეებს წარმოადგნენ ქ. თბილისის მერია (თბილისის თვითმმართველი ერთეული) – წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს (მეიჯარე) სახით და ------- (მოიჯარე).
5. წინამდებარე გადაწყვეტილებასთან
დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.

დანართი 2-ის დანართი

საიჯარო პირობები
1. გადაწყვეტილების
შესაბამისად გადაცემულ ქონებაზე იჯარის უფლება წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
2. მოიჯარე უფლებამოსილია იჯარით მიღებულ მიწის ნაკვეთზე განახორციელოს მხოლოდ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტით ან/და სხვა ფორმის თანხმობით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი.
3.1. ყოველწლიური იჯარის ღირებულება შეადგენს 1 კვმ-ზე -- (--) ლარს (შემდგომში „საიჯარო ქირა”).
3.2. საიჯარო ქირა გადახდილ უნდა იქნეს თანაბარწილად ყოველ 6 თვეში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა. გადახდის ვადა აითვლება გადაწყვეტილების
გაცნობის მომენტიდან.
3.3. საიჯარო ქირა გადაირიცხება შემდეგ საბანკო ანგარიშზე: მიმღების დასახელება: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო
საიდენტიფიკაციო კოდი: ___________;
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა;
ანგარიში: ______________;
ბანკის კოდი: ______________;
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: __________;
(ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის იჯარიდან და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან მიღებული შემოსავალი).
3.4. საიჯარო ურთიერთობის განმავლობაში ეროვნული ვალუტის ინფლაციის შემთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია გაზარდოს საიჯარო ქირა შესაბამისი ოდენობით. ასევე ეკონომიკური პირობების ცვლილებების გათვალისწინებით, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიწის ნორმატიული ფასის ცვლილების შემთხვევაში, საიჯარო ქირის გადახედვა ურთიერთობის მონაწილეების მიერ შესაძლებელია შეთანხმების საფუძველზე, ან მეიჯარე ამ პირობებით განსაზღვრული წესით ატყობინებს ქონების მიმღებს ახალ საიჯარო ქირის ოდენობას. წერილობითი შეტყობინებიდან ერთი თვის ვადაში შეთანხმების მიუღწევლობის და საიჯარო პირობებში ცვლილების გაუფორმებლობის შეთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს საიჯარო ურთიერთობა.
4. მოიჯარე ვალდებულია მეიჯარის პირველივე მოთხოვნისთანავე გაათავისუფლოს იჯარით გადაცემული ქონება 1 თვის ვადაში.
5. იჯარით გადაცემულ ქონებაზე გამარჯვებულ სარეკლამო კომპანიასთან შეთანხმების გარეშე, მოიჯარემ არ უნდა განათავსოს რეკლამა თავის საქმიანობასთან დაკავშირებული რეკლამის გარდა.
6. საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარეს არ ათავისუფლებს მიწით სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელებისაგან.
7. მეიჯარე ადასტურებს, რომ თანახმაა მოიჯარემ გამოიყენოს იჯარის საგანი გადაწყვეტილებით
გათვალისწინებული მიზნით. გაუთვალისწინებელი მიზნით ქონების გამოყენებისას მოიჯარე ვალდებულია მიიღოს მეიჯარის წინასწარი თანხმობა.
8. იჯარის ვადის გასვლის შემდგომ მოიჯარე ვალდებულია ქონება დააბრუნოს და
, მესაკუთრის მოთხოვნის შემთხვევაში, მოიყვანოს იგი
პირვანდელ მდგომარეობაში.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 28 მარტის დადგენილება №07.23.250
– ვებგვერდი, 01.04.2011 წ.

9.1
. იჯარის უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მოიჯარე.
9.2
. მეიჯარე უფლებამოსილია მოიჯარის ხარჯით თავად განახორციელოს იჯარის უფლების რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები.
10.1. მეიჯარე თანახმაა, მოიჯარემ იჯარით გადაცემული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის: გააქირაოს, ქვეიჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) მესამე პირს მეიჯარესთან შემდგომი შეთანხმების გარეშე. ამასთან, მოიჯარე პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.25.445
– ვებგვერდი, 19.05.2011 წ.

10.2. ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, საიჯარო პირობები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მოთხოვნისთანავე, მეიჯარის მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარუდგინოს ინფორმაცია მეიჯარეს.
10.3. ამ პირობებისა და ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ამ პირობებით განსაზღვრული ფორმით ეძლევა გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა. პირგასამტეხლო განსაზღვრულია საიჯარო პირობებით.

10.4. საიჯარო პირობების შეუსრულებლობის (დარღვევის) განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მეიჯარის მიერ მიიჩნევა საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება გაწეული ნებისმიერი სხვა ხარჯი. მეიჯარე უფლებამოსილია, ასევე, მოითხოვოს ქონებისთვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის და/ან ზარალის ანაზღაურება.
10.5. საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში სარგებლობის უფლების მიმღებ პირს არ უბრუნდება შემოტანილი თანხა და არ უნაზღაურდება გაწეული ხარჯები.
11. მოიჯარე ვალდებულია:
11.1. აცნობოს დაუყოვნებლივ მეიჯარეს, თუ ქონებას აღმოაჩნდება ნაკლი;
11.2. მოთხოვნისთანავე მეიჯარეს წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია საიჯარო პირობებით და საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად;
11.3. ხელი შეუწყოს მეიჯარეს, საიჯარო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტური და ვიზუალური მონიტორინგის განხორციელებაში;
11.4. ხელი შეუწყოს მეიჯარეს, კანონმდებლობით და საიჯარო პირობებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
11.5. საიჯარო პირობების დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება 12.1-12.3 პუნქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლო.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.25.445
– ვებგვერდი, 19.05.2011 წ.

12.1. საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია ქირის 0,1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
12.2. პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით:
მიმღები: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო; საიდენტიფიკაციო კოდი: ________ მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ანგარიშის ნომერი: _________; ბანკის კოდი: _________; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: __________.
12.3. საიჯარო პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების (გარდა საიჯარო ქირის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებებისა) დარღვევის შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 100 (ასი) ლარის ოდენობით.
13.1. საიჯარო ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს:
13.1.1. მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით;
13.1.2.. მეიჯარის მიერ, ცალმხრივად: საიჯარო პირობების 3.4 და მე-4 პუნქტებ
ით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის პირველივე შემთხვევაში;
13.1.3. მეიჯარის მიერ, ცალმხრივად, წინამდებარე დანართის 10.4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

13.1.4. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;
13.2. საიჯარო ურთიერთობა შეწყვეტილად ითვლება იჯარის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში;
13.3. საიჯარო ურთიერთობა წყდება მოიჯარის განცხადებისა და სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების
საფუძველზე, გარდა მეიჯარის მიერ ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტისა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საკმარისია სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
.
14.1. ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება საიჯარო პირობებში შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა შეთანხმებით – მოიჯარის განცხადებისა და სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების
საფუძველზე.

14.2. სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ საიჯარო პირობებში ცვლილების ინიციი
რების შემთხვევაში მოიჯარის თანხმობა გამოიხატება აქტზე ხელმოწერით.

14.3. საიჯარო პირობებში ცვლილებები და დამატებები საჯარო რეესტრში რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

15. დავის არსებობის შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოს.
16.1. ყველა შეტყობინება, მოთხოვნა ან სხვა სახის კორესპონდენცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, უნდა გაიგზავნოს პერსონალური გადაცემის გზით, წინასწარ გადახდილი დაზღვეული ფოსტით, საკურიერო სამსახურით ან ფაქსით, ასევე მეიჯარის მიერ 16.3 პუნქტით გათვალისწინებული წესით შესაბამის მხარესთან შემდეგ მისამართზე:
მოიჯარე
მისამართი:
ტელეფონი:
მობილური ტელეფონი:
ელ. ფოსტა:
მეიჯარე:
სსიპ – ქონების მართვის სააგენტო
მისამართი:
ჟ. შარტავას №7,ქ. თბილისი, საქართველო
სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს უფროსი

16.2. მხარეები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ერთმანეთს საკონტაქტო მონაცემების ნებისმიერი რეკვიზიტის ცვლილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეტყობინება ითვლება მიმღები მხარის მიერ მიღებულად მის მიერ მითითებულ უკანასკნელ მისამართზე გამგზავნი მხარის მიერ გაგზავნის შემთხვევაში.
16.3. მეიჯარის მიერ ელექტრონულად (მათ შორის, ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვ.) მოიჯარის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება, მოთხოვნა და სხვა კორესპონდენცია ძალაშია ადრესატის შესაბამის მისამართზე (მათ შორის, ელექტრონულ ფოსტაზე) შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.

დანართი №3

ქ.თბილისის მერიის სსიპ _
ქონების მართვის სააგენტოს
გადაწყვეტილება

001
ქ. თბილისის თვითმმართველის ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამართულ ელეტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა:

სახელი გვარი/დასახელება

შპს „-------„/ -------------

პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი

000000000000/000000000

მისამართი

ქ.თბილისი

წარმომადგენელი/მინდობილი პირი

დირექტორი

ელ.ფოსტა

@

საკონტაქტო ტელეფონი №

--------------------------

____________________________________________________________
სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამართული ელეტრონული აუქციონისა და გასაცემი უძრავი ქონების მონაცემები:

ჩატარებული აუქციონის მონაცემები:

უძრავი ქონების მონაცემები:

აუქციონის ჩატარების თარიღი

--------------- წელი

მისამართი

ქ. თბილისი

აუქციონის №

---

მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №

---------------

აუქციონის ლოტის №

----

უძრავი ქონების ფართი კვ.მ.

---------

_______________________________________________________________________________________
სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამართული ელეტრონული აუქციონის პირობები:

სარგებლობის ფორმა

იჯარა

სარგებლობის უფლების ვადა

---წელი

სარგებლობის უფლების წლიური საფასური ლარებში

--------

სარგებლობის უფლების საფასურის გადახდის პერიოდულობა

ყოველ 6 თვეში ერთხელ

სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანი

------------/ -------------

სხვა/განსაკუთრებული პირობები

-----------------------------

_______________________________________________________________________________________
წინამდებარე გადაწყვეტილება აუქციონში მონაწილეობის შესახებ გამარჯვებულის განცხადებასთან ერთად გათანაბრებულია ხელშეკრულებასთან, რომლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს სარგებლობის პირობები.
საფუძვლები:
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის 195 მუხლი, ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი“

დანართი №3-ის დანართი

სარგებლობის პირობები
1. გადაწყვეტილების შესაბამისად გადაცემულ ქონებაზე (იჯარის) უფლება წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
2.1. სარგებლობის საფასურის გადახდის ვადა აითვლება გადაწყვეტილების გაცნობის მომენტიდან.
2.2. სარგებლობის საფასური გადაირიცხება მესაკუთრის მიერ, მესაკუთრის ოფიციალურ ვებ გვერდზე მითით
ებულ საბანკო ანგარიშზე:
2.3.
უძრავი ქონების გადაცემიდან წარმოშობილი ურთიერთობის განმავლობაში ეროვნული ვალუტის ინფლაციის შემთხვევაში მესაკუთრე უფლებამოსილია გაზარდოს სარგებლობის საფასური შესაბამისი ოდენობით. ასევე ეკონომიკური პირობების ცვლილებების გათვალისწინებით, სარგებლობის საფასურის გადახედვა ურთიერთობის მონაწილეების მიერ შესაძლებელია შეთანხმების საფუძველზე, ან მესაკუთრე ამ პირობებით განსაზღვრული წესით ატყობინებს ქონების მიმღებს ახალ სარგებლობის საფასურის ოდენობას. წერილობითი შეტყობინებიდან ერთი თვის ვადაში შეთანხმების მიუღწევლობის და სარგებლობის პირობებში ცვლილების გაუფორმებლობის შეთხვევაში მესაკუთრე უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ურთიერთობა.
3. ქონების მიმღები პირი ვალდებულია მესაკუთრის პირველივე მოთხოვნისთანავე გაათავისუფლოს სარგებლობით გადაცემული ქონება 1 თვის ვადაში.
4. სარგებლობის საფასურის გადახდა ქონების მიმღებ პირს არ ათავისუფლებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და კომუნალური მომსახურების გადასახადებისგან.
5. მესაკუთრე ადასტურებს, რომ თანახმაა ქონების მიმღებმა პირმა გამოიყენოს გადაცემული ქონება გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მიზნით. გაუთვალისწინებელი მიზნით ქონების გამოყენებისას ქონების მიმღები პირი ვალდებულია მიიღოს მესაკუთრის წინასწარი თანხმობა.
6. სარგებლობის უფლების ვადის გასვლის შემდგომ ქონების მიმღები პირი ვალდებულია ქონება დააბრუნოს და, მესაკუთრის მოთხოვნის შემთხვევაში, მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში.
7.1. მოიჯარე ვალდებულია, გადაწყვეტილების გაცნობიდან 20 კალენდარული დღის ვადაში გადაწყვეტილება და სარგებლობის პირობები დაარეგისტრიროს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.
7.2. გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს ქონების მიმღები პირი.
7.3. მესაკუთრე უფლებამოსილია ქონების მიმღები პირის ხარჯით თავად განახორციელოს გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობების რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები.
8.1. ქონების მიმღებ პირს
უფლება არა აქვს, სარგებლობის უფლებით
გადაცემული ქონება სარგებლობის უფლებით კვლავ
გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, ქვეიჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) მესამე პირს ან სხვაგვარად დატვირთოს იგი მესაკუთრესთან
შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
8.2. ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მოთხოვნისთანავე, მესაკუთრის მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარუდგინოს ინფორმაცია მესაკუთრეს.
8.3. ამ პირობებისა და ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ამ პირობებით განსაზღვრული ფორმით ეძლევა გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა. პირგასამტეხლო განსაზღვრულია დანართით სარგებლობის პირობებიდან გამომდინარე.
8.4. გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობების შეუსრულებლობის (დარღვევის) განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მესაკუთრის მიერ მიიჩნევა ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება გაწეული ნებისმიერი სხვა ხარჯი. მესაკუთრე უფლებამოსილია, ასევე, მოითხოვოს ქონებისთვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის და/ან ზარალის ანაზღაურება.
8.5. ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში სარგებლობის უფლების მიმღებ პირს არ უბრუნდება შემოტანილი თანხა და არ უნაზღაურდება გაწეული ხარჯები.
9. ქონების მიმღები პირი ვალდებულია:
9.1. აცნობოს დაუყოვნებლივ მესაკუთრეს, თუ ქონებას აღმოაჩნდება ნაკლი;
9.2. მოთხოვნისთანავე მესაკუთრეს წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობებით და საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად;
9.3. ხელი შეუწყოს მესაკუთრეს, გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტური და ვიზუალური მონიტორინგის განხორციელებაში;
9.4. ხელი შეუწყოს მესაკუთრეს, კანონმდებლობით, გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
9.5. გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობებისდარღვევის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ეკისრება 10.1-10.3 პუნქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლო.
10.1. სარგებლობის საფასურის (ქირის) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია ქირის 0,1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
10.2. პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს მესაკუთრის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე:
10.3. გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების (გარდა ქირის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებებისა) დარღვევის შემთხვევაში, ქონების მიმღებ პირს ეკისრება პირგასამტეხლო 100 (ასი) ლარის ოდენობით.
11.1 ქონების გადაცემის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს:
11.1. მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით.

11.2. მესაკუთრის მიერ, ცალმხრივად: საიჯარო პირობების 2.3, და 8.4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის პირველივე შემთხვევაში;
11.3. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

11.4. ქონების გადაცემის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობა შეწყვეტილად ითვლება სარგებლობის უფლების მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში.

12.1. ქონების გადაცემის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობა წყდება ქონების მიმღები პირის განცხადებისა და სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა მესაკუთრის მიერ ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტისა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საკმარისია სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილება.
12.2.. ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობებში შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა შეთანხმებით – ქონების მიმღები პირის განცხადებისა და სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

12.3.
სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობებში ცვლილების ინიციი
რების შემთხვევაში ქონების მიმღები პირის თანხმობა გამოიხატება აქტის გაცნობით;
12.4. გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობებში ცვლილებები და დამატებები საჯარო რეესტრში რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
12.5. დავის არსებობის შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოს.
13.1. ყველა შეტყობინება, მოთხოვნა ან სხვა სახის კორესპონდენცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, უნდა გაიგზავნოს პერსონალური გადაცემის გზით, წინასწარ გადახდილი დაზღვეული ფოსტით, საკურიერო სამსახურით ან ფაქსით, ასევე მესაკუთრის მიერ 13.3 პუნქტით გათვალისწინებული წესით შესაბამის მხარესთან მითითებულ მისამართზე.

13.2. მხარეები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ერთმანეთს საკონტაქტო მონაცემების ნებისმიერი რეკვიზიტის ცვლილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეტყობინება ითვლება მიმღები მხარის მიერ მიღებულად მის მიერ მითითებულ უკანასკნელ მისამართზე გამგზავნი მხარის მიერ გაგზავნის შემთხვევაში.
13.3. მესაკუთრის მიერ ელექტრონულად (მათ შორის, ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვ.) ქონების მიმღები პირის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება, მოთხოვნა და სხვა კორესპონდენცია ძალაშია ადრესატის შესაბამის მისამართზე (მათ შორის, ელექტრონულ ფოსტაზე) შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.