საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.11.2011
ძალის დაკარგვა 29.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №855
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016087
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111107003, 08/11/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 26.02.2016
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.saxexmlChar { font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:26.95pt 42.5pt 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №855
2011
წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ბ
. ახალაია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ანალიტიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დებულების, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
2
. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტს, მ
ინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ
-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში,
გააჩნია ბლანკი და ბეჭედი.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა)
თავდაცვის სისტემის განვითარების
ხელშეწყობის მიზნით, თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ
ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და სისტემატიზაცია
;
ბ) თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების, პერსპექტიული თანამშრომლობის პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური ანალიზი,
სათანადო დასკვნების მომზადება, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარსადგენად;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ფუნქციური უფლება-მოვალეობები
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი
მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს;
დ
) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე)
ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
ვ)
ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაში;
ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ
) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;
დ
) დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს;
ე
) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა, უფლებამოსილება და ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საინფორმაციო უზრუნველყოფის
სამმართველო:
ა.ა) საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება;
ა.ბ) მონაცემთა დამუშავების განყოფილება.
ბ) ანალიტიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
ბ.ა) მონაცემთა ბაზის ანალიზის განყოფილება;
ბ.ბ) ანალიტიკური განყოფილება.
2. საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველო
ახორციელებს – თავდაცვის სისტემის განვითარების
ხელშეწყობის მიზნით, თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ
ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას და სისტემატიზაციას.
3. ანალიტიკური უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს:
ა) თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების, პერსპექტიული თანამშრომლობის პოლიტიკურ-სტრატეგიულ, საფინანსო-ეკონომიკურ და სამხედრო-ტექნიკურ ანალიზს
;
ბ)
სათანადო დასკვნების მომზადებას
, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას
მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარსადგენად.
4
. დეპარტამენტის სტრუქტურულ
ქვედანაყოფს (სამმართველოს/განყოფილებას) (შემდგომში
– ქვედანაყოფი)
ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. ქვედანაყოფის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს ქვედანაყოფის თანამშრომელი.
5. ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს;
დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით,
მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს;
თ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის
უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
6. ქვედანაყოფის
უფროსს, სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება ჰყავდეს ერთი მოადგილე, რომელიც:
ა) ხელს უწყობს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში;
ბ) მონაწილეობს სამმართველოში/
განყოფილებაში შემოსული მასალების განაწილებაში;
გ) ზედამხედველობს სამმართველოს/
განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) უშუალო უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს;
ე) ზემდგომი უფროსის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.