საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. 176-ე მუხლში სიტყვები "2000 წლის 31 დეკემბრამდე" შეიცვალოს სიტყვებით "2002 წლის 1 იანვრამდე".
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 177-ე მუხლი:
„მუხლი 177. სახელმწიფო ბიუჯეტში ფაქტობრივად ჩარიცხული თანხებიდან მისაღები თანხების ოდენობა
1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და საბაჟო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის 2001 წლის განმავლობაში საბაჟო ორგანოების მიერ კონტროლირებადი შემოსავლებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების 1% ირიცხება ხაზინაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე.
2. 2001 წლის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და საბაჟო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საბაჟო ორგანოების მიერ კონტროლირებადი შემოსავლებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის განწერით ყოველთვიურად განსაზღვრული საგადასახადო შემოსავლების გადამეტებით მიღებული მთლიანი შემოსავალი, მაგრამ წლიურად ჯამში არა უმეტეს 5 მილიონი ლარისა, ირიცხება ხაზინაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე. ამ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ.".
II. ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,2000 წლის 29 დეკემბერი.
№717-რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.12.2000.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 29.12.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №717. სარეგისტრაციო კოდი — 230.000.000.05.001.000.873.
- სად არის „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“, №717, 29.12.2000, სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.000.873 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15046/