შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მალტის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 08.06.2011
ძალაში შესვლა 21.06.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016060
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111109002, 15/11/2011
matsne.gov.ge 1,344 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.06.2011 მიღება
21.06.2011 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მალტის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 63.0pt;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 63.0pt;} div.Section3 {page:Section3;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და მალტის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და მალტის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“, ითვალისწინებენ რა, რომ ნებისმიერი სახის დანაშაული საფრთხეს უქმნის ორივე სახელმწიფოს საზოგადოებრივ წესრიგსა და უშიშროებას, აგრეთვე მათი მოქალაქეების კეთილდღეობასა და ფიზიკურ უსაფრთხოებას; მიზნად ისახავენ რა, აქტიურად შეიტანონ წვლილი დანაშაულის ყველა გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლაში; იზიარებენ რა პრინციპებს, რომლებიც მოცემულია 1961 წლის 30 მარტის ერთიან კონვენციაში „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1972 წლის 25 მარტის ოქმით მასში შეტანილი ცვლილებებით, 1971 წლის 21 თებერვლის კონვენციას „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ და 1988 წლის 20 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1990 წლის 14 დეკემბრის №45/123 რეზოლუციას „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“, ორმხრივად სცემენ რა პატივს სუვერენიტეტისა და თანასწორობის პრინციპებს და ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებისა და შემდგომი განმტკიცების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 1. წინამდებარე შეთანხმებით მხარეებმა, თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დაცვით, უნდა ითანამშრომლონ საერთაშორისო დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში. 2. მხარეები ადგენენ, რომ წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები არიან: –   საქართველოს მხრიდან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს პროკურატურა; –   მალტის მხრიდან: იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. 3. მხარეებმა დიპლომატიური არხების საშუალებით უნდა აცნობონ ერთმანეთს ზემოაღნიშნული ორგანოების სახელწოდებისა და უფლებამოსილების ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 4. წინამდებარე შეთანხმებაში მოცემული დებულებების განხორციელების მიზნით, კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ხელი მოაწერონ ოქმებს, რომლებიც აღნიშნული შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იქნება, მოაწყონ ექსპერტთა და პრაქტიკოსთა შეხვედრები და გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები.     მუხლი 2🔗 კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ დანაშაულების, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულების თავიდან აცილებაში, გამოვლენაში, გახსნასა და აღკვეთაში. კერძოდ კი შემდეგ სფეროებში: a)  ორგანიზებული დანაშაული; b)  ტერორიზმის ყველა გამოვლინება; c)  ნარკოტიკული საშუალებებით, ფსიქოტროპული ნივთიერებებით და პრეკურსორებით უკანონო ვაჭრობა; d)  იარაღით, ფეთქებადი და ტოქსიკური ნივთიერებებით და რადიოაქტიური მასალებით უკანონო ვაჭრობა; e)  ადამიანებით ვაჭრობა; f)  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება); g)  უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულები; h) კომპიუტერული დანაშაულები, მათ შორის, ინტერნეტის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით ჩადენილი დანაშაულები.     მუხლი 3🔗 1. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ შემდეგ საკითხებში: a)  ოპერატიული და სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლა; b)  დანაშაულის, მათ შორის, წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ბრალდებული პირების ძებნა, დადგენა და იდენტიფიკაცია; c) გამოძიებაში დახმარება, კერძოდ, წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის „ჰ” პუნქტით გათვალისწინებული კომპიუტერული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის სწრაფი გაცვლა;  d)  გამოცდილების გაზიარება და შესაბამისი ექსპერტების გაცვლა, აგრეთვე მათი ტრენინგი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში;   e) დანაშაულის მიზეზთან და სახეებთან დაკავშირებით ინფორმაციისა და ანალიზის გაცვლა. 2. მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში, კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ითანამშრომლონ სხვა სფეროებშიც, აგრეთვე შიდა პროცედურების შესაბამისად, გაცვალონ საკონტაქტო პუნქტები და გამოიყენონ მეკავშირე ოფიცრები. 3. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ინფორმაციის გადაცემა და დახმარების აღმოჩენა უნდა განხორციელდეს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის ან ინიციატივის საფუძველზე.     მუხლი 4🔗 შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს შემდეგნაირად: a)  დეტალური ინფორმაციის სწრაფი გაცვლა ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათთან კავშირში ბრალდებული პირების იმ დანაშაულებრივი ხერხების, `მოდი ოპერანდი~-ის, დანაშაულებრივი ქმედებების და ორგანიზებული სტრუქტურის შესახებ, რაც ნებისმიერი სახით შეიძლება მიეწერებოდეთ მათ; b)  ინფორმაციის გაცვლა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ გამოყენებული ფინანსური არხების, კაპიტალის ხელახლა დაბანდების შესაძლო გზებისა და ტრანსნაციონალური კავშირების შესახებ, მათ შორის, აღნიშნულ ორგანიზაციებთან და მათთან დაკავშირებულ ფინანსურ წრეებთან კავშირში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირების იდენტიფიკაცია; c)  ტერორიზმის საფრთხის შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლება, მათ შორის, დაგეგმილი ერთობლივი სემინარებისა და ტრენინგების ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარების მეშვეობით.     მუხლი 5🔗 მხარეებმა თავიანთი კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით მოთხოვნის ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე უნდა მიაწოდონ ერთმანეთს ყველა ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ინფორმაციის გაცვლა უნდა მოიცავდეს კერძოდ შემდეგს: a) თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა საერთაშორისო ტერორიზმის სფეროში; b) ორივე მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ ორმხრივად შეთანხმებული ზომების მიღება ან მოქმედებების განხორციელება; c) ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სპეციალიზებულ ექსპერტთა გაცვლა; d) დოკუმენტების, პუბლიკაციების და ორმხრივი ინტერესის სფეროში განხორციელებული სამეცნიერო გამოკვლევის შედეგების გაცვლა; e) ინფორმაციის ორმხრივი გაცვლა, რომელიც ორიენტირებულია საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული ქმედებების თავიდან აცილებაში, გამოვლენასა და გამოძიებაში დახმარების აღმოჩენაზე.     მუხლი 6🔗 1. ინფორმაციის ან დახმარების შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: a)  მომთხოვნი კომპეტენტური ორგანოს დასახელებას; b)  მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს დასახელებას; c)  მოთხოვნის საგანს; d)  მოთხოვნის მიზეზს; e)  სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რაც ხელს შეუწყობს მოთხოვნის შესრულებას. 2. მოთხოვნები და პასუხები შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით ერთ-ერთი მხარის ენაზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს ინგლისურ ენაზე შესრულებული თარგმანი. 3. გადაუდებელ შემთხვევაში მოთხოვნები შეიძლება ზეპირად ჩამოყალიბდეს. ასეთ შემთხვევაში ისინი რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს წერილობით შედგენილი და გაგზავნილი. 4. წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აანაზღაურებს თითოეული კომპეტენტური ორგანო, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა პროცედურები არ იქნება შეთანხმებული.     მუხლი 7🔗 1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისათვის აუცილებელი პირადი მონაცემები და ინფორმაცია, რომელსაც კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს უგზავნიან, უნდა იყოს დამუშავებული და დაცული მონაცემებისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ მხარეთა შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით. 2. პირადი მონაცემები და ინფორმაცია მესამე მხარეს შეიძლება გაეგზავნოს მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოების მიერ და მხოლოდ იმ კომპეტენტური ორგანოს წერილობითი რწმუნებულებით, რომელიც მას აგზავნის. 3. გადაცემული პირადი მონაცემები და ინფორმაცია გადამცემი კომპეტენტური ორგანოს თანხმობის გარეშე არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მიზნით, გარდა იმ მიზნისა, რომლისთვისაც ის იქნა გადაცემული.     მუხლი 8🔗 1. კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნებზე, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნულმა მოთხოვნებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს სუვერენიტეტს, უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და ინტერესებს, ან თუ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას. 2. ასეთ შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ამბობს უარს თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნაზე, წერილობით დროულად უნდა აცნობოს მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს უარის თქმის მიზეზების შესახებ.     მუხლი 9🔗 მხარეები თანხმდებიან, რომ კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრებს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისა და მიღწეული შედეგების შემოწმების, აგრეთვე თანამშრომლობის გეგმის შემდგომი ფაზების განსაზღვრის მიზნით.     მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმება არ უნდა ხელყოფდეს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, რომელთა მონაწილენიც საქართველო ან მალტა არიან.     მუხლი 11🔗 წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ყველა დავა უნდა გადაწყდეს კომპეტენტურ ორგანოებს შორის კონსულტაციებით ან დიპლომატიური არხების მეშვეობით.     მუხლი 12🔗 მხარეთა წინასწარი თანხმობის საფუძველზე წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება წერილობითი ფორმით ცვლილებების ან დამატებების შეტანა. ასეთი ცვლილებები ან დამატებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იქნება. აღნიშნული დოკუმენტი ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.     მუხლი 13🔗 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. 2. ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხების საშუალებით სულ მცირე ექვსი თვით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელმომწერმა, შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი წინამდებარე შეთანხმებას. შესრულებულია ქ. ვალეტაში, 2011 წლის 8 ივნისს,, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. საქართველოს მთავრობის        სახელით მალტის მთავრობის სახელით