,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46
2011 წლის 2 ნოემბერი
ქ. ოზურგეთი
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის №27 დადგენილებაში (სსმ V, №42, 22/10/2010წ. მუხლი1253) და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 (პრიმა) მუხლი:
„მუხლი 111. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის სფეროში.
1. დასახლების საჭიროებათა გამოვლენისას:
ა) საჭიროებათა გამოვლენის მიზნით გამგეობის რწმუნებული უზრუნველყოფს დასახლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და მის პერიოდულ განახლებას;
ბ) დასახლების შესახებ ინფორმაციიდან გამომდინარე, გამგეობის რწმუნებული ახდენს დასახლების წინაშე არსებული პრობლემების განსაზღვრას, სისტემატიზაციასა და მათ ურთიერთკავშირის დადგენას;
გ) პრობლემათა სისტემატიზაციის შემდეგ, გამგეობის რწმუნებული, პრობლემათა ანალიზის საფუძველზე, ახდენს საჭიროებათა გამოვლენას და ადგენს იმ სავარაუდო ღონისძიებათა სიას, რომელთა განხორციელებაა საჭირო პრობლემების გადასაწყვეტად.
დ) გამგეობის რწმუნებული ვალდებულია ყოველი წლის არა უგვიანეს 1 მარტამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს (შემდგომში – გამგებელი) წარუდგინოს დასახლების წინაშე არსებული პრობლემებისა და ამ პრობლემების გადასაწყვეტად საჭირო სავარაუდო ღონისძიებათა სია.
2. პრიორიტეტების დადგენისას:
ა) პრიორიტეტების განსაზღვრა გულისხმობს გამოვლენილი საჭიროებებიდან მომავალი წლისათვის გასახორციელებელი ძირითადი, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის/საკითხების გამოყოფას;
ბ) პრიორიტეტების დადგენის ძირითადი ფორმაა დასახლების, ხოლო დასახლების უბნებად დაყოფის შემთხვევაში – დასახლების უბნების წარმომადგენელთა საერთო კრება/კრებები;
გ) პრიორიტეტების დასადგენად საერთო კრებასთან/კრებებთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსახლეობის გამოკითხვა;
დ) დასახლების უბნებად დაყოფის შემთხვევაში უბნების კრებებზე აირჩევა უბნის წარმომადგენელი (წარმომადგენლები), უბანში მცხოვრები მოსახლეობის პროპორციულად. დასახლებას, დასახლების ტრადიციული დაყოფის გათვალისწინებით, უბნებად ჰყოფს გამგეობის რწმუნებული. უბნიდან ასარჩევ წარმომადგენელთა რაოდენობას, უბანში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად, განსაზღვრავს გამგეობის რწმუნებული. უბნის წარმომადგენელთა არჩევის შემდეგ ტარდება მხოლოდ ამ წარმომადგენელთა საერთო კრებები, რომლებზედაც განიხილება გამოვლენილი საჭიროებები, კიდევ ერთხელ ხდება მათი კორექტირება და ძირითადი პრიორიტეტების გამოყოფა;
ე) გამგეობის რწმუნებული, დასახლების (წარმომადგენელთა) საერთო კრებაზე დასახელებულ პრიორიტეტებს, კრების ჩატარებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 1 აპრილისა, წარუდგენს გამგებელს და აცნობებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, როგორც თვითმმართველი ერთეულის, პრიორიტეტების დოკუმენტში მათი გათვალისწინების მიზნით.
ვ) გამგეობის რწმუნებული პერიოდულად მართავს კონსულტაციებს დასახლების (დასახლების უბნის) წარმომადგენლებთან და დასახლების პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, გამგებელთან შეთანხმებით, ორგანიზებას უწევს მათ შეხვედრებს გამგეობის შესაბამის სამსახურებთან, ასევე საკრებულოს კომისიებთან.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი