„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№728
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.04.001.000.877
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 2, 19/02/2001

დოკუმენტის ტექსტი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტში, მე-6 მუხლის პირველ პუნქტში, მე-11 მუხლის მე-6 პუნქტში, მე-13 მუხლის სათაურსა და მე-2-5 პუნქტებში, მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტში და 49-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში სიტყვები „რაიონის (ქალაქის)“ შეიცვალოს სიტყვებით „რაიონული (სამოქალაქო)“.
2. 54-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „2000 წლის 1 ივლისიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „2001 წლის 31 დეკემბრიდან“.
3. კანონს დაემატოს 541 მუხლი:
„მუხლი 541. პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიება
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში ქ. თბილისში არსებული რაიონების პროკურატურები გარდაიქმნას რაიონულ პროკურატურებად.
2. პროკურატურის რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით 2001 წლის 15 მარტამდე საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,2001 წლის 16 თებერვალი
№728–IIს