"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/116
2011 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების (დანართი 1)“:
ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აპარატში იქმნება დეპარტამენტები, სამმართველოები, სამსახურები და სხვა სტრუქტურული ერთეულები.“;
ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა
1. აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ბ) სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი;
გ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტი.
2. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ დამოუკიდებელ სტრუქტურულ დაწესებულებას წარმოადგენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.“;
გ) მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
ა) ხელს უწყობს სასამართლო რეფორმის განხორციელებას, შეიმუშავებს სათანადო წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ბ) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართალშემოქმედებით საქმიანობას, პარლამენტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ურთიერთობის კოორდინაციას;
გ) ამზადებს წინადადებებს სასამართლო ადმინისტრირების საკითხებზე, შეიმუშავებს სასამართლო საქმისწარმოების ფორმებს;
დ) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას, ახორციელებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების მომზადებას განსახილველად;
ე) ახორციელებს სასამართლო დავებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობას, უზრუნველყოფს სასამართლო დავების ანალიზს, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას, აღრიცხვას და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნას, ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ3“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში;
ვ) ორგანიზებას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების ჩატარებას და უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განსახილველად მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებას;
ზ) საერთო სასამართლოებისა და მოსამართლეთა დატვირთულობის დადგენისა და სასამართლოში მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრის, საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის მართვის თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით უზრუნველყოფს სასამართლო სტატისტიკის მასალების ანალიტიკურ დამუშავებას, განზოგადებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის განსახილველად წარდგენას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უცხო ქვეყნების სათანადო პრაქტიკის მოძიებასა და შესწავლას;
ი) უზრუნველყოფს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავებას, ახორციელებს უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში მათ წარმომადგენლობებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ურთიერთობის დამყარებას და მის შემდგომ წარმართვას;
კ) შეიუმუშავებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთიან ბიუჯეტს და წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად ახორციელებს საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილებას, მართვასა და ანგარიშგებას;
ლ) დადგენილი წესით განკარგავს და აღრიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებსა და საბჭოსათვის მიზნობრივი მოხმარება-განკარგვისათვის გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს;
მ) ასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამუშაოებს;
ნ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლს;
ო) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე რიცხული მატერიალური ფასეულობებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის მოვლა-პატრონობას, სწორ ექსპლოატაციას, ინვენტარიზაციასა და აღრიცხვას, მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება-ზედამხედველობას, ასევე შენობაში სანიტარიული და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, ელექტროობის, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემების გამართულ მუშაობას;
პ) წარმართავს ბუღალტრულ საქმიანობას ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ჟ) უზრუნველყოფს ლოკალური კომპიუტერული ქსელისა და ინტერნეტთან კავშირის გამართულ ფუნქციონირებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის გამართულ ფუნქციონირებას, კომპიუტერულ და ტელესაკომუნიკაციო ქსელების მონტაჟს და მათ შემდგომ ადმინისტრირებას, ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომლებისა და სტუმრების შემოსვლა-გასვლის მონიტორინგის პროგრამის მუშაობას, ასევე თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისების მიზნით ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა გადამზადებას;
რ) აწესრიგებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი აპარატის სამსახურებრივი დოკუმენტების რეგისტრაციასა და დაგზავნას, ორგანიზებას უწევს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას და უზრუნველყოფს საჭირო პირობების შექმნას თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად;
ს) უზრუნველყოფს საიდუმლო კორესპონდენციის მიღებას, რეგისტრაციას, მოძრაობის გაფორმებას, გაგზავნას, დავალებათა შესრულების კონტროლს, საქმეთა ფორმირებას, არქივში დოკუმენტების ჩაბარებასა და დაცვას;
ტ) უზრუნველყოფს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავებას, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზებას, აგრეთვე არქივის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებას, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიებასა და ასლების გაცემას;
უ) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, აღნიშნულთან დაკავშირებით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;
ფ) ახორციელებს სხვა შესაბამის ღონისძიებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
2. სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი შედგება სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველოს, საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს, მანდატურის სამსახურის, კანცელარიისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აპარატისაგან.“;
დ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი:
ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ნორმატიული აქტების საფუძველზე ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;
ბ) დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელების დროს უფლებამოსილია გაეცნოს სასამართლოში არსებულ საქმის მასალებს, მიიღოს საქმის მასალების ასლები;
გ) უფლებამოსილია როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების) ავტორს, სასამართლოს აპარატის თანამშრომელს, მიიწვიოს სხვა პირი და მიღოს მისგან დამატებითი ინფორმაცია;
დ) ამზადებს დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საბჭოს მდივნისა და საბჭოს წევრის დოკუმენტების პროექტებს;
ე) ახორციელებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების მოწვევისა და გამართვის ორგანიზებას;
ვ) შეისწავლის საპროცესო ვადების დაცვის თაობაზე და საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზებთან დაკავშირებით რაიონული (საქალაქო) სასამართლოებიდან გადმოგზავნილ მასალებს, განაზოგადებს მათ და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს შესაბამისი მოხსენებითი ბარათით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანს;
ზ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ან უფლებამოსილი წევრის დავალებით, ახორციელებს საერთო სასამართლოებში განხილულ საქმეთა თემატურ და კომპლექსურ შემოწმებას;
თ) შეისწავლის საერთაშორისო გამოცდილებას სასამართლო ეთიკისა და მოსამართლეთა დისციპლინური დევნის საკითხებზე და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
ი) აწარმოებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების სტატისტიკას და უზრუნველყოფს მის განზოგადებას.";
ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.
1. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი:
ა) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატისა და საერთო სასამართლოებისათვის შეიმუშავებს საკადრო პოლიტიკას და ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიას;
ბ) ახორციელებს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას;
გ) აწარმოებს საერთო სასამართლოების აპარატის მოსამსახურეთა და სტაჟიორთა საკადრო აღრიცხვას და საინფორმაციო ბანკის მართვას;
დ) ამზადებს მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტებს;
ე) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაოს ანალიზის საფუძველზე ადგენს სამუშაო აღწერილობებს, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმებს, ამუშავებს შეფასების შედეგებს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
ვ) ორგანიზებას უწევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აპარატსა და საერთო სასამართლოების სისტემაში მოხელეთა შერჩევის პროცესს, კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვას, უზრუნველყოფს სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;
ზ) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატისა და საერთო სასამართლოების მოხელეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებას, შეფასების შედეგების გათვალისწინებით იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ერთად შეიმუშავებს შესაბამის გეგმებსა და სასწავლო პროგრამებს, უზრუნველყოფს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას;
თ) ახორციელებს საერთო სასამართლოების სისტემაში საკადრო საქმიანობის მეთოდურ ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას, აგრეთვე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებასა და საერთო სასამართლოებში იმპლემენტაციას;
ი) ახორციელებს საკვალიფიკაციო გამოცდების მოწყობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საქმიანობას;
კ) ამზადებს დოკუმენტაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მისი აპარატის მოხელეებისათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების თაობაზე, ახორციელებს კონტროლს სპეციალური წოდებების თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე;
ლ) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა და მოსამართლეთა სოციალური საკითხების გადაწყვეტასა და საპენსიო საბუთების გაფორმებას ნამსახურობის მიხედვით;
მ) შეიმუშავებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის შინაგანაწესს და ახორციელებს კონტროლს მის შესრულებაზე, აკონტროლებს თანამშრომელთა შრომის დისციპლინას, უზრუნველყოფს სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივ შემოწმებას, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანისათვის წარდგენას;
ნ) აწარმოებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების, ასევე საბჭოს მდივნის ბრძანებების რეესტრს.
2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.“;
ვ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტი
1. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტი:
ა) განსაზღვრავს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის ხარისხობრივ მაჩვენებლებს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის სტანდარტებს, ყოველწლიურ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს;
ბ) უზრუნველყოფს მოქალაქეებისა და საერთო სასამართლოების მოხელეებისათვის ხელმისაწვდომი სერვისებისა და ადეკვატური პროცედურების დანერგვას, მათ პერმანენტულად გამარტივებას, ხარისხის კონტროლსა და გაუმჯობესებას;
გ) ქმნის ხარისხის ჯგუფს და კოორდინაციას უწევს მის საქმიანობას; ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახდენს საერთო სასამართლოებში არსებული პრობლემებისა და პოზიტიური გამოცდილების იდენტიფიცირებას, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის აუდიტს; თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით ამოწმებს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის ხარისხის შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან, ამ მიზნით ახორციელებს პერიოდულ ვიზიტებს საერთო სასამართლოებში;
ე) ქმნის და სისტემატურად აუმჯობესებს მოქალაქეებისა და მოხელეებისაგან მიღებული უკუკავშირის (საჩივრების, შენიშვნების, იდეების, პრობლემების) ეფექტური მართვის მექანიზმს; უზრუნველყოფს საერთო სასამართლოების მომსახურებით მოქალაქეების კმაყოფილების დონის შესწავლას და ამ მიზნით სპეციალური კვლევების ჩატარებას;
ვ) ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწავლობს სასამართლოს მოხელეთა ტრენინგ- საჭიროებებს, ხელს უწყობს მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და მოტივაციის ზრდას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით;
თ) იკვლევს სერვისებისა და პროცედურების ხარისხთან დაკავშირებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკას; უზრუნველყოფს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და მოხელეთა ინფორმირებას, ბუკლეტებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებას, განთავსებასა და პერიოდულ განახლებას;
ი) ახდენს საზოგადოების ინფორმირებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე, უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებში მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენას;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოებში მიმდინარე მოვლენების თაობაზე ამზადებს და ავრცელებს პრესრელიზებს, უზრუნველყოფს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის დამყარებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების, აგრეთვე სხვადასხვა სახის ოფიციალურ ღონისძიებათა ჩატარების ორგანიზებას;
ლ) ამზადებს ყოველდღიური პრესის მიმოხილვას, უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფოტო, ვიდეო და სხვა საინფორმაციო მასალების არქივის შექმნას, ამზადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ამსახველ საგამომცემლო მასალებს;
მ) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის განთავსებას.
2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.“.
2. გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი 2)“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 2
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
№
თანამდებობის დასახელება
საშტატო ერთეულის რაოდენობა
თანამდე-ბობრივი სარგო
სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი
1.
დეპარტამენტის უფროსი
1
2100
2.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1
1850
I
სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველო
1.
სამმართველოს უფროსი
1
1700
2.
უფროსი კონსულტანტი
1
900
3.
კონსულტანტი
2
770
II
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აპარატი
1.
რეფერენტი
3
600
III
კანცელარია
1.
უფროსი კონსულტანტი
1
830
2.
კონსულტანტი
1
770
IV
მანდატურის სამსახური
1.
სამსახურის უფროსი
1
900
2.
მანდატური
4
700
V
საფინანსო-სამეურნეო სამმართველო
1.
სამმართველოს უფროსი
1
1700
2.
მთავარი ბუღალტერი
1
950
3.
უფროსი კონსულტანტი
2
900
4.
კონსულტანტი
1
770
5.
კონსულტანტი (საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში)
2
770
6.
დამხმარე მოსამსახურე
6.1
საბჭოს მდივნის მძღოლი
1
550
6.2
საბჭოს წევრის მძღოლი
2
500
6.3
მძღოლი
1
420
6.4
დამლაგებელი
3
240
სულ
30
სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი
1.
დეპარტამენტის უფროსი
1
2150
2.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1
1900
I
სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო
1.
სამმართველოს უფროსი
1
1750
2.
უფროსი კონსულტანტი
1
1000
3.
კონსულტანტი
2
860
II
სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო
1.
სამმართველოს უფროსი
1
1750
2.
უფროსი კონსულტანტი
1
1000
3.
კონსულტანტი
2
860
III
ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო
1.
სამმართველოს უფროსი
1
1750
2.
უფროსი კონსულტანტი
1
1000
3.
კონსულტანტი
2
860
სულ
14
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
1.
დეპარტამენტის უფროსი
1
2000
2.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1
1750
3.
უფროსი კონსულტანტი
2
900
4.
კონსულტანტი
3
770
სულ
7
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტი
1.
დეპარტამენტის უფროსი
1
2000
2.
უფროსი კონსულტანტი
2
900
3.
პრეს-მდივანი (უფროსი კონსულტანტი)
1
830
4.
კონსულტანტი
3
770
სულ
7
სულ ჯამში
58“.
მუხლი 2.
ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს იუსტიციის ვ. ცერცვაძე
უმაღლესი საბჭოს მდივანი