"რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/131
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111109021, 11/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

"რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა  №1/131
2011 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
"რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. "რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
"მუხლი 131. გურჯაანის რაიონული სასამართლო
1. შეიქმნას გურჯაანის რაიონული სასამართლო.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს გურჯაანის, საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4 მოსამართლით.
4. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:
ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში;
ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ყვარლის მუნიციპალიტეტში.".
2. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"მუხლი 22. თელავის რაიონული სასამართლო
1. შეიქმნას თელავის რაიონული სასამართლო.
2. თელავის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
3. თელავის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4 მოსამართლით.
4. თელავის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტში.".
3. 34-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. 44-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. 58-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, მცხეთის, სიღნაღის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, წალკისა და ხაშურის რაიონული, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.".
6. გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 627 მუხლი:
"მუხლი 627. საგარეჯოს, ყვარლისა და თელავის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები
1. 2011 წლის 1 ნოემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს საგარეჯოსა და ყვარლის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2011 წლის 1 ნოემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი გურჯაანის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;
ბ) განხორციელდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;
გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.
2. 2011 წლის 1 ნოემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს თელავის რაიონული სასამართლო. აღნიშნული სასამართლოს სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2011 წლის 1 ნოემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და შესაბამისად მათი თელავისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებისათვის გადაცემის ორგანიზება;
ბ) განხორციელდეს თელავის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;
გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოს ლიკვიდაციასა და თელავის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.
3. საგარეჯოსა და ყვარლის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2011 წლის 1 ნოემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო აღნიშნული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები, ასევე გურჯაანის მაგისტრატი სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები 2011 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. თელავის რაიონული სასამართლოს (გარდა გურჯაანის მაგისტრატი სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეებისა) წარმოებაში არსებული საქმეები, 2011 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცეს თელავის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ამ მუხლში აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.".
მუხლი 2.
1. ეს გადაწყვეტილება, გარდა პირველი მუხლის პირველი –  მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 ოქტომბრიდან.
2. ამ გადაწყვეტილების პირველი მუხლის პირველი–მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის         1 ნოემბრიდან.
საქართველოს იუსტიციის       ვ. ცერცვაძე
უმაღლესი საბჭოს მდივანი