⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.03.2015)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.11.2011
ძალის დაკარგვა 20.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №3/286
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016013
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111110003, 10/11/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,200 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.11.2011 მიღება
20.03.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in .75in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №3/286 2011 წლის 9 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის № 603 ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. რურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი“ (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის № 603 ბრძანებულების საფუძველზე. 2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით. 3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, სახაზინო და საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, სანაპიროს ქ. № 4.     მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. ცენტრის მიზანია: ა) ქართველი და კავკასიელი ერების დაახლოება, მათი კულტურის განვითარება და პოპულარიზაცია; ბ) კავკასიის ერებს შორის დიალოგის, ურთიერთთანხმობისა და თანამშრომლობის მხარდაჭერა; გ) საქართველოსა და კავკასიის ერებს შორის სამეცნიერო კვლევების, კულტურულ და საზოგადოებრივ საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობის ინიციირება და მხარდაჭერა; დ) კავკასიის რეგიონის კულტურის, ისტორიის, საზოგადოების, ეკონომიკისა და პოლიტიკის შესწავლა და, შესაბამისად, ცოდნის პოპულარიზაცია. 2. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ცენტრი აწყობს: ა) კონფერენციებს, შეხვედრებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, ლექციებს და სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიებებს; ბ) გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებს და სხვა კულტურულ ღონისძიებებს; გ) კავკასიის სხვადასხვა ერების დიასპორულ ორგანიზაციებთან და კულტურულ ცენტრებთან ერთად ახორციელებს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებს; დ) ხელს უწყობს კავკასიის შესახებ ცოდნის პოპულარიზაციას, რეგიონის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, კავკასიურ მედია საშუალებებთან თანამშრომლობას; ე) სპორტულ ღონისძიებებსა და ტურისტულ მოგზაურობებს. 3. ცენტრს უფლება აქვს: ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ; ბ) ითანამშრომლოს უცხოეთის მონათესავე საზოგადოებრივ და სამეცნიერო ცენტრებთან; გ) ჩაატაროს სამეცნიერო სესიები და სემინარები; დ) მოაწყოს გამოფენები, კონფერენციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ე) მოაწყოს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის ღონისძიებებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; ვ) ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას თავის სფეროში (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე); ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.     მუხლი 3🔗. ცენტრის მართვა და სტრუქტურა 1. ცენტრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.  2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულები მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ ცენტრის შინაგანაწესისა და არსებული ინსტრუქციების შესაბამისად, მათთვის დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში. 3. ცენტრის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 4. ცენტრის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს ცენტრის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ცენტრს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, ცენტრის სახელით დებს გარიგებებს; გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად განაგებს ცენტრის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს; ე) ცენტრის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები; ვ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესსა და სამსახურებრივ ინსტრუქციებს.     მუხლი 4🔗. ცენტრის მრჩეველთა საბჭო 1. ცენტრის მრჩეველთა საბჭო არის ცენტრის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება ცენტრის თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან. 2. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობასა და მის დებულებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს ცენტრის დირექტორი. 3. საბჭო განიხილავს ცენტრის განვითარების გეგმასა და ცენტრის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 4. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმის სახით, რომელიც შესასრულებლად სარეკომენდაციო ხასიათისაა.     მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებლი ორგანო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 6🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. ცენტრს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ და „ გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3.  სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.     მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი 1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 8🔗. ცენტრის დაფინანსების წყაროები 1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.     მუხლი 9🔗. ცენტრის ქონება ცენტრს, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.     მუხლი 10🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.