„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№234
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.025.016047
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111110004, 11/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №234

2011 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
2011 წლის
24
ივნისის №96
ბრძანებაში ცვლილების
შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად
, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 (სსმ, ვებგვერდი, 110624023, 24/06/2011წ.) ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესების და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკურ რეგლამენტში
(შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების
მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული სპეციალური ფირნიშებით დაუმარკირებელი წვრილი ბოლოდან 4 სანტიმეტრიდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყისა და ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება მისი გაცემიდან არა უმეტეს 24 საათისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ხე-ტყის მოსარგებლის მიერ მისი შემდგომი ტრანსპორტირება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ დაჩეხილ-დაპობილი მერქნის (სათბობი შეშის) სახით და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში ,,დანიშნულების ადგილის” მიხედვით შესაბამისი მუნიციპალიტეტის ან შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის საზღვრებში. აკრძალულია ამ პუნქტით გათვალიწინებული ხე-ტყის სახერხ საამქროში შეტანა (გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა)
ან/და ნებისმიერი ფორმით გასხვისება.
“.
2. დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

,,9. ხე-ტყის მოსარგებლე უფლებამოსილია სოციალური ჭრის ფარგლებში მის მიერ მოპოვებული II ხარისხის ხიდან მიღებული ან/და ძირნაყარი ხე-ტყე შეიტანოს სახერხ საამქროში პირველადი  გადამუშავების მიზნით.”.

3. დებულების მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სახერხ საამქროში გადასამუშავებლად მიიღება მხოლოდ ამ დებულების შესაბამისად სპეციალური ფირნიშებით მარკირებული მრგვალი ხე-ტყე (მორი), ხოლო ამ დებულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის საფუძველზე ამ დოკუმენტით გათვალისწინებული
ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ხე-ტყე. თუ ვერ ხერხდება სახერხ საამქროში შემოტანილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშით იდენტიფიცირება ბუნებრივი რესურსების სააგენტოსთან შეთანხმებული ელექტრონული ხელსაწყოს მეშვეობით, სახერხ საამქროში არ  უნდა განხორციელდეს აღნიშნული მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავება მის იდენტიფიცირებამდე. ამასთან, მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხ საამქროში განთავსებისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-3 ეგზემპლარის გადაცემა ხორციელდება სახერხი საამქროს ხელმძღვანელზე ან მის მიერ განსაზღვრულ პირზე (გარდა სახერხ საამქროში შეტანამდე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხე-ტყის გასხვისების შემთხვევებისა).

4. დებულების მე-14 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №14

სახერხი საამქროების ყოველთვიური ანგარიში

2

მეწარმის (იურიდიული პირის) დასახელება
ან მეწარმის (ფიზიკური პირის) სახელი, გვარი

3

მეწარმის საიდენტიფიკაციო ნომერი

4

მისამართი

5

ტელეფონის ნომერი

6

საქმიანობის შეწყვეტის თარიღი

ანგარიშგების პერიოდი

1

თვე

წელი

ნაწილი I

მონაცემები საანგარიშო პერიოდში მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშების ნუმერაციის შესახებ

საანგარიშო პერიოდში მიღებული მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) რაოდენობა მ3 (სულ)

გადასამუშავებელი მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ფაქტობრივი ნაშთი ანგარიშგების პერიოდამდე მ
3
(სულ)

ნაწილი II
მონაცემები საანგარიშო პერიოდში გადამუშავებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ფირნიშების ნუმერაცია

ნაწილი III

მონაცემები საანგარიშო პერიოდში ამ დებულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე მიღებული ხე-ტყის ჯიშის და რაოდენობის შესახებ (მ3
)

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი

სახეობა (ჯიში)

მ3

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი

სახეობა (ჯიში)

მ3

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი

სახეობა (ჯიში)

მ3

საანგარიშო პერიოდში მიღებული ხე-ტყის (მორის) რაოდენობა მ3
(სულ)

გადასამუშავებელი ხე-ტყის ფაქტობრივი ნაშთი ანგარიშგების პერიოდამდე მ3
(სულ)

ნაწილი IV

მონაცემები
საანგარიშო პერიოდში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის
ჯიშის
და რაოდენობის შესახებ (მ3)

სახეობა (ჯიში)

მ3

სახეობა (ჯიში)

მ3

სახეობა (ჯიში)

მ3

სახეობა (ჯიში)

მ3

ნაწილი V

მონაცემები
საანგარიშო პერიოდში სახერხ საამქროში ნაშთად დარჩენილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის
ჯიშის
და  რაოდენობის შესახებ (მ3)

სახეობა (ჯიში)

მ3

სახეობა (ჯიში)

მ3

სახეობა (ჯიში)

მ3

სახეობა (ჯიში)

მ3

1.
ვადასტურებ, რომ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია სწორია და სრულად ასახავს საანგარიშო პერიოდისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღების, გადამუშავებისა და პირველადი გადამუშავების პროდუქტის მოძრაობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.
2.
იმ შემთხვევაში, როდესაც მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) და გადამუშავებული პროდუქტის ნაირსახეობის ან რაოდენობიდან გამომდინარე ანგარიშგებისას საკმარისი არ არის ანგარიშის ერთი ფორმა, ერთდროულად გამოიყენება ანგარიშის რამდენიმე ფორმა.

მეწარმის ხელმოწერა -----------------------------------------   რიცხვი,  თვე, წელი -----------------------------------------------”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗

ა. ხეთაგური