სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.11.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-51/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016097
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111110010, 10/11/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.11.2011 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 34.35pt 28.35pt 44.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01- 51/ნ
2011 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების
შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის
დამტკიცების შესახებ
,,ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონის 2
1-ე
მუხლის მე-2
პუნქტის, 33-ე
მუხლის მე-2
პუნქტისა და ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ
“ საქართველოს კანონის 631 მუხლის მე-4 პუნქტის
შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების
შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა
. ურუშაძე
სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების
შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესი
მუხლი1. ზოგადი ნაწილი
1.
შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების
მიზანია კონტროლის პროცედურების განსაზღვრა, რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების,
რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევითი კონტროლი.
2.
შერჩევითი კონტროლი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ დარღვევის რისკის შეფასების შესაბამისად განხორციელებული ადმინისტრაციული ქმედება.
3.
შერჩევით კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
4.
შერჩევითი კონტროლის
განხორციელების შესახებ სააგენტოს
გადაწყვეტილება წარმოადგენს
ადმინისტრაციულ აქტს
. სააგენტო,
შერჩევითი შემოწმების განხორციელებისას, ვალდებულია მომსახურების განმახორციელებელს
წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი.
5. სააგენტო, შერჩევითი შემოწმების (კონტროლის) განხორციელებისას, ადგენს სერვისის მიმწოდებლის მიერ სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი პირობების შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
6. მას შემდეგ, რაც
შერჩევითი შემოწმების დროს
სააგენტო დაადგენს სერვისის მწარმოებლის მიერ სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი პირობების შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, ფორმდება
შესაბამისი შემოწმების აქტი. რომელიც შეიტანება სააგენტოს მიერ
სპეციალურად ამისათვის წარმოებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
7. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აუცილებელი წესით უნდა იქნ
ეს მითითებული ყველა ის დარღვევა, რომელსაც შემოწმებისას აღმოაჩენს სააგენტო. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს შერჩევითი კონტროლის საფუძველს შემდგომი გადამოწმებისათვის.
8.
სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, ასევე
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. სერვისის მიმწოდებლისათვის მიცემული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს
სალიცენზიო/ს
ანებართვო/
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობების შესრულება.
მუხლი 2🔗. შერჩევითი კონტროლის კრიტერიუმები:
1.
სააგენტო შერჩევით კონტროლს ახორციელებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრულ
კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
2.
შერჩევით კონტროლს ექვემდებარება სერვისის მიმწოდებელი თუ
:
ა
) არსებობს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების პირობების
გაუარესები
ს ან ხარისხთან მიმართებაში სერიოზული რისკის არსებობასთან დაკავშირებით;
ბ
) ის წარმოადგენს ფილიალს
;
გ
) საქმიანობის განმახორციელებელმა შეიცვალა მისამართი;
დ) შერჩევითი კონტროლის მონაცემთა ელექტრონულ ბაზის წინა წლის შედეგებით აღმოჩენილი იყო დარღვევები
;
ე) სააგენტოს მიერ საქმიანობის წარმოების დარღვევის აღმოსაფხვრელად მიცემული გონივრული ვადა ამოიწურა
;
ვ)
წარმოდგენილი ანგარიშგებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო/სანებართვო
პირობების დაცვის შესახებ ინფორმაცია, ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი ანგარიში
;
ზ) ანგარიშგებით წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სალიცენზიო/სანებართვო პირობებს ან ბადებს საფუძვლიან ეჭვს.