”სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/2318
სარეგისტრაციო კოდი
240140000.22.024.016121
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111111001, 14/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

”სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/2318
2011 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში (სსმ III, 29.12.2010 წ., №170, მუხ. 2451) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად”.
3. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულება.”.
4. ბრძანდებით დამტკიცებულ „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების”:
ა)სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულება”.
ბ) პირველი მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დებულება განსაზღვრავს იმ საწარმოების ლიკვიდაციის წესს, რომელთა 50%-ზე მეტს ფლობს სახელმიწოფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.”.
ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე იღებს პარტნიორთა (აქციონერთა) საერთო კრება, სადაც სახელმწიფოს (პარტნიორს) წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,საწარმოთა მართვის სააგენტო” (შემდგომში – სააგენტო), ხოლო ადგილობრივი თვითმმართვლობას წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანო/დაწესებულება (შემდგომში – ორგანო/დაწესებულება).”.
გ) მე-2 მუხლის
გ.ა) მე-5 პუნქტის
გ.ა.ა) „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სალიკვიდაციო საწარმოს ქონება ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის ვადაში შეაფასოს ექსპერტის ან/და სერტიფიცირებული აუდიტორის მეშვეობით, რომლის გასამრჯელოს აანაზღაურებს საწარმო. აუდიტორის ან/და ექსპერტის კანდიდატურა და მისი გასამრჯელოს ოდენობა შეთანხმებულ უნდა იქნეს სააგენტოსთან/ორგანოსთან/დაწესებულებასთან;”.
გ.ა.ბ) „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საჭიროების შემთხვევაში და სააგენტოს/ორგანოს/დაწესებულების თანხმობით ჩაერთოს ახალ გარიგებებში;”.
გ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ლიკვიდატორი საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში სააგენტოს/ორგანოს/დაწესებულებას შესათანხმებლად წარუდგენს საწარმოს ლიკვიდაციის გეგმას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) საწარმოს სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს და მის საბანკო ანგარიშს;
ბ) საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას, ვალის მოცულობასა და სტრუქტურას;
გ) საწარმოს აქტივების მოცულობასა და სტრუქტურას;
დ) დებიტორული დავალიანების ამოსაღებად გასატარებელ ღონისძიებებს;
ე) კრედიტორული დავალიანების დასაფარად გასატარებელ ღონისძიებებს;
ვ) კრედიტორთა მოთხოვნების ცნობისა და უარყოფის შესახებ;
ზ) პირობებს, ქონების საბაზრო ღირებულებასა და ფორმებს, რომელთა მიხედვითაც მოხდება ქონების გაყიდვა;
თ) საწარმოს ლიკვიდაციისას სოციალური შედეგების ასაცილებლად გასატარებელ ღონისძიებებს;
ი) კრედიტორებთან ანგარიშსწორების წესს;
კ) წინადადებებს კრედიტორების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი ფულადი სახსრების განაწილების შესახებ.”.
გ.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია სააგენტოს/ორგანოს/დაწესებულების წინაშე.”
დ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საწარმოს ქონების აუქციონის მოწყობის გარეშე რეალიზაცია ხდება სააგენტოსთან/ორგანოსთან/დაწესებულებასთან შეთანხმებით. სააგენტო აღნიშნულ საკითხს წერილობით ათანხმებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან.”
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. კეკელია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „”სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.11.2011.
როდის იქნა მიღებული „”სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„”სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 08.11.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/2318. სარეგისტრაციო კოდი — 240140000.22.024.016121.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „”სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „”სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.11.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „”სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1-1/2318, 08.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 240140000.22.024.016121 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1507483/